ყველაზე ლამაზი კატის ჯიშები

ყველაზე ლამაზი კატის ჯიშები

ცნობილი გამოთქმა გვეუბნება – სილამაზე მნახველის თვალებშია: ზოგს სფინქსები მოსწონს, ზოგს – სპარსული კატები, მაგრამ ეს არცერთის მიმზიდველობას არ აკნინებს. მაშ, რომელი ჯიშები ითვლება ყველაზე ლამაზებად? კატის ჯიშების 2 ნაირსახეობა არსებობს: ხელოვნურად გამოყვანილი, შექმნილი ადამიანების მიერ სელექციის პერიოდში და ველურ პირობებში ჩამოყალიბებული. მეორეებს აბორიგენულებს უწოდებენ, ვინაიდან მონათესავეებად ველური ცხოველები ყავთ. მიუხედავად წარმომავლობისა, ყველა კატა ლამაზია და უჯიშო კატამაც შესაძლოა, თავის ტიტულოვან კოლეგას გრაციოზულობაში და სილამაზეში არაფერი დაუთმოს. ყველაფერი მხოლოდ პატრონის გემოვნებაზეა დამოკიდებული.

სპარსული კატა

გრძელი ბეწვი, მოხდენილი ცხვირი და მშვიდი ხასიათი ამ კატას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულად აქცევს მსოფლიოში. სპარსული კატის შეფერილობის ვარიანტები რამდენიმე ათეულს აღწევს. თეთრი, შავი, კუს ბაკნისფერი, ლაქებიანი. ამასთან, ცხვირის აგებულებიდან გამომდინარე, ამ ჯიშის ორი ტიპი არსებობს: კლასიკური და ეგზოტიკური. პირველებს ოდნავ აპრეხილი ცხვირი აქვთ, ეგზოტიკურებს კი, მოკლე და აპრეხილი.

შოტლანდიური ყურშა

ამ ჯიშის თავისებურება გამოიხატება მოხვეულ ყურებში, სწორედ ეს მატებს მომხიბვლელობას. ყურშა შოტლანდიელებს შორის უამრავი შეფერილობა გვხდება: ტაბი, შინშილა, კუს ბაკნისფერი და სხვ.

მეინ-კუნი

ეს აბორიგენული ჯიშია, მისი მონათესავე ველური კატა გახლავთ. ეს შესამჩნევია თუ ცხოველის მოზრდილ ზომას გავითვალისწინებთ, ძლიერი თათები და ყურებზე ფუნჯები აქვს. მეინ-კუნის სიარულის მანერა თამამად გვაძლევს იმის უფლებას კატების მეფე ვუწოდოთ.

ბენგალური კატა

ულამაზესი კატა, რომელიც ხელოვნურად არის გამოყვანილი მეთორმეტე საუკუნის მეორე ნახევარში. ეს პატარა შინაური ლეოპარდია, რომელიც ველური კატის შეფერილობისაა და ამავე დროს, მოსიყვარულეა. შესანიშნავი ხასიათით გამოირჩევა. ბენგალური კატის არშეყვარება, უბრალოდ, შეუძლებელია!

სფინქსი

ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობებით აღსავსე კატის ჯიში, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. მსოფლიო ფაქტობრივად ორ ბანაკად იყოფა: ერთი ნაწილი სფიქსებზე გიჟდება, მეორე კი – ვისაც მათი სილამაზისა არაფერი გაეგებათ. არაჩვეულებრივი გარეგნობა, ღრმა გამოხედვა და საოცარი ტემპერამენტი – სფინქსებს მიმზიდველებად სწორედ ეს ფაქტორები აქცევთ.
ბრიტანული მოკლებეწვიანი ყველაზე ლამაზი კატების სიის შედგენისას ბრიტანელებს გვერდს ვერ ავუვლით. რბილი ბეწვი, ასეთივე თათები და პატარა ცხვირი – ბრიტანული მოკლებეწვიანის ვერ ცნობა შეუძლებელია. ის მსოფლიოში სრულიად დამსახურებალად ითვლება ყველაზე პოპულარულ და ლამაზ ჯიშად.

ამერიკული კერლი

უცნაურად მოხვეული ყურები ამერიკული კერლის სავიზიტო ბარათია. სელექციის შე,დეგად მოხერხდა გამოეყვანათ გრძელბეწვიანი და მოკლებეწვიანი კერლები. ისინი გამოირჩევიან კარგი ჯანმრთელობით და ყურების მუტაციის გამომწვევი გენი, მათზე არანაიარად არ მოქმედებს.
 

დევონ-რექსი

პატარა უცხოპლანეტელი ელფი დიდი თვალებითა და ყურებით. დევონ-რექსს გასაოცარი ტალღოვანი ბეწვი აქვს. პირველ ხანებში მომშენებელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დევონის უახლოესი ძმა კორნიშ-რექსი იყო, მაგრამ ეს ტყუილი აღმოჩნდა. ნებისმიერ შემთხვევაში, არასტანდარტული ვიზუალის მოყვარულები რექსებს ღირსეულად შეაფასებენ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!