ჩვენ შესახებ

საიტი არის შექმნილი ცხოველების მოყვარული ადამიანების მიერ, არის საგანმანათლებლო ხასიათის და არ ატარებს არავის კერძო ინტერესებს.
ძალიან იშვიათია ადამიანი, რომელსაც ცხოველი არ უყვარს, ისინი ხომ ამ სამყაროს საოცრებაა, უფლისგან შექმნილი საოცრება. ის სულიერი არსებაა, ფიზიკურად ოთხი თათი, კუდი, და ზღვასავით უძირო თვალები აქვს, თვალები, რომლებშიც მხოლოდ ერთგულება და სიყვარული იკითხება. გაგახსენდათ, ალბათ ეს თვალები, გაგახსენდათ ალბათ სიყვარულით ნათქვამი ,,ეს ჩემი ძაღლია ან ეს ჩემი კატაა’’. ვისაც ეს გრძნობა ცხოველის მიმართ ერთხელ მაინც განუცდია, ის ჩვენ გაგვიგებს, რადგან ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ხელში აყვანილი ბეწვიანი სულიერი საოცრების გამო სიხარულისგან გვეღიმება, გული გვიჩქარდება, გვიხარია, რომ ის გვყავს, რომ მას შეუძლია გადაატრიალოს ჩვენი ოთახი, გვიხარია მისი სუნთქვის, მოფერების, სიყვარულის შეგრძნება. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც მზადაა ამ სიყვარულისთვის მოაკლოს საკუთარ თავს ყველაფერი, ბოლო კაპიკით უყიდოს მათ საჭმელი ან წამალი და იშიმშილოს კიდევაც, ოღონდ ჩვენი საოცარი არსება ხარობდეს და ლაღობდეს, ოღონდ მის თვალებში არ დავინახოთ სევდა და წუხილი. ჩვენ ის ადამიანები ვართ, რომლებსაც გვიყვარს სამყარო, გვიყვარს ჩვენს გვერდით მყოფნი, ამ ჩვენივე სამყაროს განუმეორებული ნაწილი – ჩვენი ცხოველები. ჩვენ ისინი ვართ, ვინც ვწუხვართ მათ წასვლაზე და იმედს ვიტოვებთ იმისა, რომ იქ, სხვა მატერიაში მათ შევხვდებით და ვერავინ დაგვაშორებს, ჩვენ ისინი ვართ, რომლებიც ვთვლით, რომ ადამიანურობა, გულმოწყალება, სიკეთე, მოფერება, მადლიერება, სიხარული არის ის, რომელიც უნდა გავცეთ ამ სამყაროში ყველას მიმართ და მათ შორის ამ საოცარი სულიერი არსებების მიმართ, რადგან მხოლო სიყვარული, მადლიერება, ადამიანობა აკაშკაშებს ამ სამაყაროს!!!!!!!!

error: Content is protected !!