სად და როგორ შევიძინოთ კნუტი?

სად და როგორ შევიძინოთ კნუტი?

სანამ კნუტს აიყვანთ, უნდა ჩამოყალიბდეთ, მნიშვნელოვანია თუ არა თქვენთვის ცხოველმა მონაწილეობა მიიღოს გამოფენებში, თუ მისი ყოლა მხოლოდ სულისთვის გჭირდებათ. ამაზე იქნება დამოკიდებული, სად დაიწყებთ კნუტის ძებნას. გასაყიდი ცხოველების ნახვა შესაძლებელია სპეციალიზირებულ საშენებში, ცხოველთა ბაზრობაზე ან განცხადებებში.
მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ მომშენებლისგან კნუტის შეძენა არ გიცავთ კნუტის ცუდი ხასიათისგან და ჯანმრთელობის პრობლემების რისკებისკან. ამიტომ, კარგი იქნება, სანამ კნუტს შეიძენთ, თუ გეცოდინებათ, ყურადღება რას უნდა მიაქციოთ.  

კნუტის შეძენის ძირითადი წესები

ყველაზე კარგი იქნება, თუ მომავალი პატრონი კნუტის არჩევის პროცესს თავად დაესწრება: კნუტის უამრავი ჩვევა და ხასიათის თვისებები პირველივე ნახვიდან ჩანს, გარდა ამისა, აუცილებელია მომშენებელთან კონტაქტის დამყარება, კითხვების გაჩენის შემთხვევაში, ხომ მასზე უკეთეს რჩევას ვერავინ მოგცემთ. საშენში ვიზიტისთვის უნდა მოემზადოთ: ჩაიცვით ჩვეულებრივად, არ გამოიყენოთ სუნამო. კატები მკვეთრ სუნზე ცუდად რეაგირებენ.

უმჯობესია 3-4 თვის კნუტი შეიძინოთ

ვაქცინაციის პირველი ეტაპი 3 თვემდე გრძელდება, ამავე დროს სრულდება კნუტის პირველადი ფიზიკური განვითარება. ბევრი მომშენებელი წინასწარ გადახდილი გარკვეული თანხის სანაცვლოდ ცხოველს მომავალი პატრონისთვის ინახავს. ასეთ შემთხვევაში ფორმდება ხელშეკრულება და იწერება ხელწერილი თანხის ნაწილობრივი გადახდის შესახებ. უშუალოდ ყიდვის წინ, კნუტი უნდა იყოს აცრილი და ჰქონდეს ვეტპასპორტი ყველა საჭირო მონიშვნით. კნუტის შეძენისას პირველი 15 დღის განმავლობაში, კარგი იქნება, კნუტი ვეტერინარს მიუყვანოთ და ჩაუტაროთ სამედიცინო კვლევები. ცხოველი ჯანმრთელი უნდა იყოს. უკურნენებელი დაავადებით ან ვირუსის მქონე ცხოველების გაყიდვა კანონით აკრძალულია, თუ 15 დღის განმავლობაში ცხოველს დაავადება აღმოაჩნდება, შეგიძლიათ ის მომშენებელს დაუბრუნოთ და ის თანხას დაგიბრუნებთ.

სად არის შესაძლებელი კნუტის ყიდვა

    • ჯიშიან კნუტებს სპეციალურ საშენებში ყიდიან. იქ მუშაობენ მაღალი კლასის სპეციალისტები, რომლებიც სიამოვნებით მოგიყვებიან ცხოველის ხასიათის შესახებ, მოგცემენ მისი მოვლის რეკომენდაციებს, გიამბობენ კვების თავისებურებებეზე. მომშენებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ცხოველის პასპორტი. თუ ქალაქში ასეთი საშენი არ არსებობს, შესაძლოა მოძებნოთ ის სხვა ქალაქში და ცხოველის ტრანსპორტირებაზე მოილაპარაკოთ. ზოგჯერ მომშენებლები თანახმა არიან სანდო ადამიანს გაატანონ ცხოველი თვითმფრინავით ან მატარებლით.
    • ხშირად კნუტებს სპეციალურ კატების გამოფენებზეც ყიდიან. იქ შეგიძლიათ ნახოთ კნუტის მშობლები, გაიგოთ მისი ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისებების შესახებ. არ დაგავიწყდეთ მისი წინაპრების შესახებ ინფორმაციის გაცნობაც, ასევე, შეამოწმეთ ვეტპასპორტი და გააფორმეთ ხელშეკრულება;
    • კნუტის შეძენის კიდევ ერთი გზა – მისი ზოომაღაზიაში ყიდვაა. როგორც წესი, იქ ჯანმრთელ კნუტებს საკმაოდ შეღავათიან ფასებში ყიდიან;
    • ყურადღება მიაქციეთ ცხოველთა თავშესაფრებსაც, ხშირად იქ ხვდებიან არამხოლოდ უჯიშო, არამედ საბუთიანი და ჯიშიანი ცხოველები, რომლებიც გარეთ გადაყარეს. თავშესაფრებში ცხოველებს ბანენ, ამუშავებენ რწყილებზე და ტკიპებზე, აწარმოებენ სრულფასოვან ვეტ შემოწმებას და თუ რაიმე დაავადებას აღმოუჩენენ, მკურნალოენ.
    • განცხადებები გაზეთებსა და ინტერნეტში – ცხოველის შესაძენად ესეც კარგი გზაა;
    • შესაძლებელია ცხოველის შეძენა ცხოველთა ბაზრობაზეც, მაგრამ დიდი ალბათობაა, მოგყიდონ დაავადებული ცხოველი, ან თაღლითებს გადააწყდეთ;
    • კნუტი ქუჩიდან შეგიძლიათ აიყვანოთ, მაგრამ ასეთი სიტუაციაში, პირველ რიგში უნდა მიაკითხოთ ვეტერინარს, რათა გამოირიცხოს სერიოზული დაავადებები და კნუტს გაუკეთდეს აუცილებელი ვაქცინები და ანალიზები.
     
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!