როდის და რატომ ეცვლებათ კნუტებს თვალის ფერი?

როდის და რატომ ეცვლებათ კნუტებს თვალის ფერი?

ყველა ახალშობილ კნუტს ცისფერი თვალები აქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში ფერი ეცვლებათ. რა ასაკში და რატომ ხდება ეს?
კნუტები ბრმები იბადებიან, თვალები მხოლოდ სიცოცხლის პირველ მეორე კვირაზე ეხილებათ, ამასთან, კიდევ გარკვეული დროის მანძილზე მათი მხედველობა სრულყოფილად არ ფუნქციონირებს და საბოლოოდ მხოლოდ სიცოცხლის მეხუთე-მეშვიდე კვირაზე ყალიბდება. თვალების ახელიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში კნუტის თვალები ცისფერია, მაგრამ მეექვსე ან მეშვიდე დღეს მათი ფერი იცვლება.

რატომ ხდება ეს?

თვალის ბადურა შეიცავს მელანოციტებს. როდესაც თვალი საბოლოოდ ყალიბდება,იწყებს მელანინის გამომუშავებას – ეს არის პიგმენტი, რომელიც თვალს შეფერილობას მოზრდილობაში აძლევს. საბოლოო ფერი, მისი სიღრმე და ინტენსიურობა დგინდება მელანოციტების მიერ გამოყოფილი პიგმენტის მეშვეობით. ამიტომ, თუ კატას ღია მწვანე ფერის თვალები აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მელანინის ძალიან მცირე რაოდენობა გამოიყო, ხოლო თუ თვალები ყავისფერი აქვს, პირიქით – ბევრი მელანინის გამოყოფა მოხდა. კატებს, რომლებმაც თვალების ცისფერი ფერი შეინარცუნეს მოზრდილ ასაკშიც, ან მელანინი საერთო არ აქვთ, ან ძალიან მცირე რაოდენობით. ყველაზე ხშირად ცისფერი თვალები აქვთ: სიამის, ბალინეზიურ, ბირმულ, ჰიმალაურ, იავანურ, ტონკიურ და რედგოლის ჯიშის კატებს. მაგრამ ზოგჯერ ცისფერი თვალის ფერი არ არის განპირობებული მელანინის არარსებობით, ზოგ კატას აქვს გენი, რომელიც სხვა პიგმენტებს ნიღბავს ან ბლოკავს. ასეთი რამ თეთრი ფერისა და ზოგიერთ სხვა ორფერა კატებს ახასიათებთ.
сиамская кошка
 
 

შესაძლებელია თუ არა კატებს თვალის ფერი ცხოვრების მანძილზე ეცვლებოდეთ?

ჯანმრთელ ზრდასრულ კატას თვალის ფერი არ უნდა შეეცვალოს. თუ თქვენი მოზრდილი კატის თვალებს ფერი შეეცვალა, ეს აღელვების მიზეზია. ასეთი ცვლილება შეიძლება იყოს დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემასთან. შესაძლოა კატას ჰქონდეს თვალის ინფექცია, ან რამე უფრო სერიოზულიც. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ვეტერინართან კონსულტაციაა.

Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!