იავანეზი ან იავანური კატა

იავანეზი ან იავანური კატა

მახასიათებლები

წარმოშობის ქვეყანა აშშ

ბეწვის ტიპი გრძელბეწვიანი   სიმაღლე 25-28 სმ   წონა 2,5-5 კგ   ასაკი 13-15 წელი

მოკლე ინფორმაცია

მიუხედავად იმისა, რომ იავანურ კატას გრძელი ბეწვი აქვს, ჯიში ალერგიული ადამინების შესაფერისად მიიჩნევა;

იავანური კატა ითვლება აღმოსავლური კატის ნაირსახეობად, რომელსაც გრძელი ბეწვი აქვს. იავანეზი კოლოპოინტის შეფერილობის მოკლებეწვიანი, ბალინეზისა და სიამის კატის შეჯვარების შედეგად წარმოიშვა.

მომშენებლები აღნიშნავენ, რომ იავანაზებეი ხშირად ხმაურიანები არიან.

ხასიათი

იავანურ კატებს ძალიან უყვართ პატრონები, ძლიერად არიან მიჯაჭვულები მათზე და ერთი წუთითაც ვერ ტოვებენ მარტოს. მოსწონთ მუდმივად ადამიანთან ახლოს ყოფნა, პატრონის საწოლში ძილი, კალტაში ჯდომა. სიამის კატების მსგავსად, იავანური კატები იჯიუტით არიან ცნობილნი. მათ მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ყველაფრის კონტროლი.

ამ ჯიშის წარმომადგენლები არიან ძალიან მოხერხებულები, ჭკვიანები და ამტანები. კნუტები ყოველთვის დიდი სიამოვნებით თამაშობენ და ცოცდებიან საკაწრებზე და ხეებზე. ზოგიერთი პატრონი ზრდასრულ კატებს საბელით ასეირნებს. ექსპერტების აზრით, კატას ყოველთვის ერთი სათამაშო მაინც უნდა დაუტოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოველი ოთახში ყველაფრის გადატრიალებას დაიწყებს. ჯიში აშკარად არ არის შესაფერისი პედანტი და მშვიდი ადამიანებისთვის.

იავანური კატა კარგად უმკლავდება მარტოობას, მაგრამ როცა მობეზრდება, ოინბაზობას დაიწყებს. კარგი ვარიანტია სახლში ორი კატა გყავდეთ, რათა ერთმანეთი გაართონ. მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ერთად სახლში კიდევ უფრო დამანგრეველი ქარიშხლის წარმოქმნა შეუძლიათ.

Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!