ძაღლის მომზადება გამოფენისთვის

ძაღლის მომზადება გამოფენისთვის

ძაღლების პატრონებისთვის გამოფენა შესანიშნავი შესაძლებლობაა აჩვენონ თავიანთი შინაური ცხოველის მშვენიერება, უპოვონ მეწყვილე და, რა თქმა უნდა, მოიპოვონ ტიტული. მაგრამ რა გულდასაწყვეტია, როცა ლამაზი გარეგნობის მქონე შინაური ცხოველი მშიშარა აღმოჩნდება, იღრინება, საბელისგან გარბის და ეშინია მსაჯების. მისი გამარჯვების შანსები სწრაფად იკლებს. როგორ მოვამზადოთ ძაღლი გამოფენისთვის?
გამოფენა არა მხოლოდ საზეიმო, არამედ საკმაოდ ნერვული და დამქანცველი ღონისძიებაა, როგორც პატრონისთვის, ასევე ძაღლისთვის. გარშემო უცნობი ხალხი, სხვა ცხოველები და ახალი გარემო – ამ ყველაფერმა შეიძლება შინაური ცხოველი წყობიდან გამოიყანოს, შეაშინოს იგი. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, საჭიროა მომზადება.

სოციალიზაცია

ნებისმიერი ძაღლის, როგორც გამოფენის, ისე ჩვეულებრივი ქუჩის ძაღლის აღზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალიზაციაა. იგი ტარდება ორი-სამი თვის ასაკში, როდესაც ლეკვი ყველაზე მგრძნობიარეა, გარე სამყაროს მიმართ. პატრონმა შინაურ ცხოველს უნდა აჩვენოს, რომ ადამიანები, ცხოველები, ძაღლები, მანქანები ეს ყველაფერი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და მას არ უნდა ეშინოდეს. საგამოფენო კლასში “Baby” ლეკვებს შეუძლიათ 3 თვიდან მონაწილეობა. უკვე ამ ასაკში ძაღლმა მშვიდად უნდა იაროს რინგზე, ისე რომ არაფერმა შეაწუხოს. იმისთვის, რომ შინაურმა ცხოველმა მაქსიმალურად გამოიჩინოს თავი, აუცილებელია სოციალიზაციის დაწყება რაც შეიძლება ადრე. თუ ეს პერიოდი კარანტინს ემთხვევა, კინოლოგები გვირჩევენ, ლეკვთან ერთად, სეირნობას სპეციალურ ადგილას, რათა საფრთხე არ შეუქმნათ მას.

გაწვრთნა

რინგზე მყოფი ყველა ძაღლი მოძრაობს სპეციალური ნაბიჯით – ჩორთით, ბრძანების მიხედვით შინაური ცხოველი უნდა გაჩერდეს და დადგეს გარკვეულ პოზაში. მნიშვნელოვანია, რომ ძაღლმა ხელი არ შეუშალოს კბილების გამოკვლევას. ყველა ტრიუკის მარტივი შესრულებისა და მკაფიო საგამოფენო ქცევის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ვარჯიშით. ბევრ პატრონს აინტერესებს როგორ მოამზადოს ძაღლი გამოფენისთვის დამოუკიდებლად და შესაძლებელია თუ არა ეს. თუ არ გაქვთ საკმარისი გამოცდილება ცხოველების აღზრდაში, დამოუკიდებლად ამის გაკეთება შეუძლებელია.
თუ გაქვთ სერიოზული გეგმები ძაღლთან დაკავშირებით, უმჯობესია მიმართოთ პროფესიონალ ჰენდლერს – ადამიანს, რომელსაც გამოჰყავს ძაღლები გამოფენებზე.
ეს არის ყველაზე საიმედო გზა: სპეციალისტის მთავარი ამოცანაა შინაური ცხოველის გაწვრთნა, მაგრამ ის აუცილებლად მისცემს პატრონს დეტალურ რეკომენდაციებს, ვარჯიშის შესახებ. ძირითად შემთხვევაში სწორედ ჰენდლერს გაჰყავს ძაღლი რინგზე. როგორც პროფესიონალს, მას შეუძლია ყურადღებით შეაფასოს ძაღლის დადებითი და უარყოფითი მხარეები და წარმოაჩინოს ის საუკეთესო მხრიდან მსაჯების წინაშე.

გრუმინგი

გამოფენისთვის მომზადების განუყოფელი ნაწილია გრუმინგი. ეს კონცეფცია აერთიანებს: თმის შეჭრას, კანის მოვლას, კლანჭებისა და ყურების მოწესრიგებას და კბილების გახეხვასაც კი – ყველა პროცედურას, რომელიც ეხება შინაური ცხოველის გარეგნობას. გრუმინგი შეიძლება პროფესიონალს მიანდოთ, ან თავად გააკეთოთ სახლში, თუ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ. პროცედურების რაოდენობა დამოკიდებულია ძაღლის ჯიშზე. მაგალითად, გრძელბეწვიან ძაღლებს ჭრიან თმას, თუ ამას სტანდარტი ითვალისწინებს და უხეშბეწვიან წარმომადგენლებს ტრიმინგს უტარებენ. ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე ძაღლს აბანავებენ, ვარცხნიან, უსწორებენ თმას, აჭრიან კლანჭებს და უხეხავენ კბილებს. ცალკე, უნდა აღვნიშნოთ უთმო ჯიშების შესახებ. ასეთი შინაური ცხოველების მგრძნობიარე კანი მუდმივად უნდა იყოს მოვლილი, რადგან ის მიდრეკილია სიმშრალისკენ. ასე რომ, უბეწვო ძაღლების პატრონებს არსენალში უნდა ჰქონდეთ სპეციალური შამპუნები, დამატენიანებელი ზეთები და მზისგან დამცავი საშუალებებიც კი.

დოკუმენტები

გამოფენისთვის მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რეგისტრაციისა და მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს. ძაღლის პატრონს დასჭირდება:
  • ⦁ საგვარეულო ნუსხა ან ლეკვის ბარათი (15 თვემდე ასაკის ძაღლებისთვის) – შინაური ცხოველის ჯიშის დასადასტურებლად;
  • ⦁ ვეტერინარული პასპორტი ყველა ვაქცინაციისა და დეჰელმინტიზაციის ჩანაწერით.
ორგანიზატორებს ასევე აქვთ უფლება, მოითხოვონ დამატებითი დოკუმენტები.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!