ციმბირული კატა

ციმბირული კატა

მახასიათებლები   წარმოშობის ქვეყანა რუსეთი   ბეწვის ტიპი გრძელბეწვიანი   სიმაღლე 33 სმ-მდე   წონა 4-დან 9 კგ-მდე   ასაკი 13-17 წელი   მოკლე ინფორმაციაძალიან დამოუკიდებელი ცხოველები არიან;შესანიშნავი კომპანიონები და დარაჯები.   ხასიათი ციმბირული კატები მჭიდრო ნათესაურ კავშირში არიან ველურ ტყის და სტეპის კატებთან. ისინი მონადირეებად იბადებიან – ძლიერები, მძლავრები და ძალიან მოხერხებულები. ითვლება, რომ ციმბირული კატების ბუნება ძალიან ახლოს არის ძაღლების ხასიათთან. ისინი მკაფიოდ განსაზღვრავენ თავიანთი საკუთრების საზღვრებს და გაბედულად იცავენ მათ უცხოებისგან. თუმცა, ამავე დროს, მიზეზის გარეშე, ციმბირული კატა აგრესიას არ გამოავლენს. ამისთვის აუცილებლად სჭირდება საბაბი. თუ ბრძოლას დაიწყებს, ცოტად არ მოგეჩვენებათ. მათ უკან დახევა არ სჩვევიათ და ბოლომდე იბრძვიან. ციმბირული კატები კარგად ორიენტირდებიან სივრცეში. ეჩვევიან სახლსაც და პატრონსაც და დიდი ხნითაც რომ წავიდნენ, ყოველთვის ისე დაბრუნდებიან, თითქოს არაფერი მომხდარა. ძნელია იპოვოთ უფრო ერთგული და ამავე დროს მოუბეზრებელი კატა. ციმბირული კატები პატრონს კვალდაკვალ დაყვებიან, მაგრამ ყურადღების მიქცევას არ ცდილობენ, თავი დამკვირვებლებად უფრო უჭირავთ. ამ კატებს მოსწონთ ისეთი ადგილის არჩევა, საიდანაც მთელ ოთახს დაინახავენ. დარაჯი ძაღლების მსგავსად, ისეთ პოზიციას ირჩევენ, ერთდროულად ოთახში მყოფ ყველა ადამიანზე დაკვირვება რომ შეძლონ. ციმბირული კატები ძალიან მეგობრულები არიან ადამიანების მიმართ და სჭირდებათ კომუნიკაცია. ისინი კარგად უგებენ პატარა ბავშვებს, სიამოვნებით ეთამაშებიან და ოჯახის ზრდასრულ წევრებსაც შესანიშნავ კომპანიონობას უწევენ. მაგრამ ამავე დროს, ზედმეტ ყურადღებას არ მოითმენენ. არ მოეწონებათ, თუ მათ ფუმფულა სათამაშოდ აღიქვამთ. ამ კატებს ძალიან მაღალი თვითშეფასება აქვთ და ადამიანებთან თანასწორი ურთიერთობა ჰქონდეთ. არასწორ დამოკიდებულებას აგრესიულად მიიღებენ. ციმბირის კატებს სხვა ცხოველებთან შესაძლოა პრობლემები შეექმნათ. ისინი კარგად ვერ თანაცხოვრობენ ძაღლებთან, რადგან დომინანტური ქცევა ახასიათებთ და ცდილობენ ლიდერობის დემონსტრირებას, პატარა ცხოველებზე კი ნადირობენ. მათ შეუძლიათ სხვა კატებთან თანაცხოვრება, მაგრამ ეს ყველაფერი გარემოებებზეა დამოკიდებული: ციმბირული კატის ქცევის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!