რატომ იმალება კატა?

რატომ იმალება კატა?

ბინაში “გამქრალი” კატა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. რა უბიძგებს ცხოველს მყუდრო ადგილი ეძიოს? მრავალი მიზეზი არსებობს, ჩვენ განვიხილავთ მთავარ სიტუაციებს. “არ მომეკარო, თორემ გავხმები” რამ შეიძლება აიძულოს კატა ეძებოს მყუდრო ადგილი? წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც სახლში კნუტი შემოიყვანეთ. და რაც უფრო იზრდება ხდება პატარა, მით უფრო დამოუკიდებელი ხდება. ეს ცხოველი თავად ირჩევს, როდის მოვიდეს მოსაფერებლად და როდის დაიმალოს ყველასგან სადმე წყნარ, თბილ და ბნელ ადგილას. როგორია თქვენი ქმედებები? მოექეცით გაგებით და პატივისცემით. იამაყეთ, ფილოსოფოსი კატა გყოლიათ!

კატას საპირისპირო შემთხვევაშიც შეუძლია დამალვა. მაგალითად, თქვენ გადაწყვეტეთ ზრდასრული ცხოველი აიყვანოთ. პასუხად მადლიერებას ელით და ეს ჯიუტი კი, უკვე მესამე თვეა საწოლის ქვეშ ზის. არ ინერვიულოთ, გული აუცილებლად მოულბება. მოემზადეთ იმისთვის, რომ პროცესი ხანგრძლივი იქნება. მაგრამ მინიმუმალური საზრუნავი გექნებათ. კატა არ ეკიდება ფარდებს, არ ხტება ჭერზე. გსურთ, კალთაში რაც შეიძლება მალე ჩაისვათ? აიყვანეთ მეორე, მაგრამ ამჯერად უფრო ფრთხილად მიუდექით შერჩევას. და ამასობაში, პირველიც გონს მოეგება, აი, ნახავთ. უბრალოდ მოვლენებს ნუ დაააჩქარებთ.

მეშინია!

დამალობანა“ შესაძლოა სულ პატრა კნუტსაც უყვარდეს. თავად წარმოიდგინეთ: დედის თბილ მუცელს მოწყვეტილი პატარა არსება მარტო დარჩა.. ირგვლივ ყველაფერი ძალიან უცხო და საშიშია. აუცილებელია გაქცევა, დამალვა – იქნებ მაშინ არავინ შეეხება? ბავშვების მსგავსად, კნუტები შეიძლება იყვნენ მამაცნი და პირიქით. მოუწყვეთ მყუდრო სახლი, მოეფერეთ. ხელით კვებეთ. ასე ყველაფერი გამოგივათ. ზრდასრული კატა, განსაკუთრებით ქუჩიდან ან თავშესაფრიდან აყვანილი, შეიძლება იყოს ძალიან დასტრესილი. მისმა წარსულმა ცხოვრებამ ასწავლა, რომ ცვლილებები უარესობისკენაა. ამიტომაც ჯდება რადიატორის ქვეშ და სიცოცხლეს ემშვიდობება. შეიძლება იქ დიდხანს იჯდეს. ახლოს დაუდეთ ტუალეტი, ჯამები და დროდადრო შეამოწმეთ როგორ მიდის საქმეები. თუ დაიწყო ჭამა და წყლის დალევა, ეწვია ტუალეტს – შესანიშნავია. ესაუბრეთ, მოიტყუეთ საკვებით, სცადეთ ეთამაშოთ. ძალიან იშვიათად შეიძლება ზედმეტად მგრძნობიარე კატა შეგხვდეთ – საკვებს 3-4 დღეზე მეტხანს რომ არ შეეხო, ამ შემთხვევაში, მოგიწევთ მისი ვეტერინართან მიყვანა, გადასხმის გაკეთება და დამამშვიდებელი საშუალების მიცემა. მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია.

ლეოპოლდ, გამოდი, შე მშიშარა! – არ გამოვალ!

თუ თქვენ უკვე გყავთ შინაური ცხოველები, ძაღლი ან კატა, რომელიც თავს ტაიგას პატრონად გრძნობს, მაშინ ახალმოსულმა, “დამალობანას თამაში” შეიძლება დაიწყოს.

გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება, რათა დარწმუნდეთ, რომ ძლიერი არ დაამცირებს სუსტს. უმეტეს შემთხვევაში, ცხოველები ერთმანეთს სწრაფად ეჩვევიან და განუყრელ მეგობრებად იქცევიან. ისეც ხდება, რომ გვერდიგვერდ ცხოვრობენ, მაგრამ თითქოს ვერ ამჩნევენ ერთმანეთს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯობს თავი დაიზღვიოთ. თუ ერთმანეთი არ მოეწონათ, თავდაპირველად სახლიდან გასვლისას გაანაწილეთ შინაური ცხოველები სხვადასხვა ოთახებში ან იყიდეთ პატარასთვის გალია და სახლი, რათა ის უსაფრთხოდ იყოს.

აღიჭურვეთ მოთმინებთ. არ დაუშვათ დაპირისპირებები. ცალ-ცალკე კვებეთ, ცალ-ცალკე მოეფერეთ, გაყავით ტერიტორია. შეხედეთ სიტუაციას იუმორით – მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ გყავთ კატა საძინებლისთვის და ძაღლი მისაღებისთვის, ეს შესანიშნავია! დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოსწორდება.

ხან თათები მტკივა, ხან კუდი მძვრება!

დამალვის სურვილი შეიძლება ავადმყოფობაზე მიუთითებდეს. თუ ცხოველმა, ადრე ხალისიანმა და კომუნიკაბელურმა, დაიწყო კუთხეებში “მალვა”, მაშინ ის ვეტერინარულ კლინიკაში უნდა წაიყვანოთ. შესაძლოა, კატა სრულიად ჯანმრთელია და ასე ავლენს ხასიათს, მაგრამ შესაძლოა „დამალვა“ დაავადების სიმპტომია. ექიმი დიაგნოზის დასმას და მკურნალობის დანიშვნას შეძლებს. სხვათა შორის, ახალი ამბები შეიძლება სულ სხვა აღმოჩნდეს: თუ კატა გასტერილებული არაა და ქუჩაში დარბოდა, ელოდეთ შთამომავლობას! ჰოდა, ყველაზე სამწუხარო: ასაკოვანი ცხოველები აურზაურს ერიდებიან… ამ შემთხვევაში თავშესაფარი უნდა მოუწყოთ, რომელშიც თქვენი შინაური ცხოველი კომფორტულად და მშვიდად იქნება.

მოხვედი, როგორ გელოდი!

“დამალობანას” გავრცელებული მიზეზი არიან სტუმრები, რა დროსაც კატა დივანის ქვეშ იმალება. დიახ, მან სტუმრები მას არ მოუწვევია. მას არ სურს, რომ სხვებმა უძახონ და სხვისი ხელები შეეეხოს. აჯობებს მათ წასვლას დაელოდოს. მას ესმის, რომ სტუმრები ცოტა ხნით არიან, ხოლო პატრონი სამუდამოდ მასთან იქნება. პატივი ეცით კატის სურვილს, არ იყოს სათამაშო – გაართეთ დააკავეთ სტუმრები სხვა საქმით და თქვენი შინაური ცხოველი მაშინ გამოვა, როცა ყველა დაიშლება. თუ კატა იმალება – ზოგადი რეკომენდაციები: გაიგე, აპატიე და მიიღე. თითოეული ცხოველი პიროვნებაა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. იზრუნეთ თქვენი კატის უსაფრთხოებაზე. იყიდეთ მისთვის მყუდრო რბილი სახლი და დამამშვიდებელი სპრეი. ჩვევად იქციეთ შეამოწმოთ სარეცხი მანქანა ჩართვამდე და კომოდის უჯრები დიდი ხნით გასვლამდე. არ გადაადგილოთ ავეჯი, სანამ არ დარწმუნდებით, რომ კატა სხვაგან არის. ნუ უყვირით ცხოველს, მითუმეტეს ნუ დაარტყამთ. და დაიმახსოვრეთ, რომ ნამდვილი ჯენტლმენი კატას ყოველთვის უწოდებს კატას, თუნდაც მას ფეხი წამოკრა და წაიქცა.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!