მალტური ბალონკა (მალტეზე)

მალტური ბალონკა (მალტეზე)

მახასიათებლები არმოშობის ქვეყანა ხმელთაშუაზღვისპირეთი ომა მინიატურული სიმაღლე 25-30 სმ ონა 3-4 კგ ასაკი 12-16 წელი მოკლე ინფორმაციააქტიური, ჭკვიანი და მხიარული დეკორატიული ძაღლები;გამოდგება როგორც დამწყებთათვის, ასევე ბავშვიანი ოჯახებისთვის;აუცილებელია მისი ქათქათა ბეწვის განსაკუთრებული მოვლა;მალტეზეს ბეწვი ჰიპოალერგიულად ითვლება.

მალტური ბალონკის აღწერა მალტეზე გარეგნულად პატარა ცოცხალ სათამაშოს ჰგავს. ეს ქათქათა და მოხდენილი არსება იშვიათად ყეფს, ამიტომ იდეალურ კომპანიონად ითვლება. მალტეზეს გარეგნული მახასიათებლები ფასდება სამი კინოლოგიური ასოციაციის მკაცრი კრიტერიუმების მიხედვით. მალტეზეს ორი ტიპი არსებობს: ევროპული და ამერიკული. ეს უკანასკნელი უფრო პატარაა და მოკლე ბეწვი აქვს. მალტეზეს „ბეიბიფეისის“ ცალკე კატეგორიაც კი არსებობს, მათ მოკლე სახე და ბავშვური გამოხედვა აქვთ. მინიატურულობის მიუხედავად, მალტეზეს ძლიერი და ამტანი თათები, ძალიან ფუმფულა, შავი ბალიშებით. ძაღლის კუდი ზემოთ მოხდენილად არის აპრეხილი. ტუჩები და ცხვირი შავი ფერისაა, თვალები დიდი და ოდნავ ამობურცული, მუქი ყავისფერი ფერის. ჩამოკიდებული ყურები დაფარულია ხვეული ბეწვით, რომელიც შეიძლება მხრებამდე სწვდებოდეს. იდეალურად თეთრი ბეწვი ითვლება მალტეზეს მნიშვნელოვან განმასხვავებელ თვისებად და ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად. ის არის აბრეშუმისებრი და სქელიი, სწორი და შლეიფივით აფარია ცხოველის სხეულს, სიგრძე 20 სმ-ზე მეტია.

ხასიათი ამ ჯიშის წარმომადგენლებს შესანიშნავი ხასიათი აქვთ, არიან: ენერგიულები, მხიარულები და ძალიან ხალისიანები. ისინი სიამოვნებით მოგიტანენ ბურთს, ისწავლიან ახალ ბრძანებას და მხარს აგიბამენ ნებისმიერ წამოწყებაში. სხვათა შორის, ბალონკების ვარჯიში ერთი სიამოვნებაა. მალტეზეები ადვილად იწვრთნებიან, მშვენივრად ესმით ყველაფერი, ამიტომ მათთან გამკლავება ბავშვსაც კი შეუძლია. მალტეზეების რაღაცით კატებს მოგაონებენ. თავს არ მოგაბეზრებენ, მაგრამ ძალიან პატრონს ძალიან ძლიერად ეჯაჭვებიან. მალტეზეებს შეუძლიათ სახლში მარტო დარჩენა: ისინი რაიმე გასართობს აუცილებლად გამონახავენ. თუმცა, არ ღირს ამ ძაღლების დიდი ხნით მარტო დატოვება, რადგან იდარდებენ. მალტის ძაღლები შესანიშნავი არჩევანია ბავშვიანი ოჯახებისთვის, რადგან ისინი ადვილად უგებენ ბავშვებს. თუმცა 7 წლამდე ბავშვებთან კომუნიკაცია უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს, რადგან ბავშვმა დაუდევრობით შეიძლება შინაური ცხოველი დააზიანოს. კეთილგანწყობისა და ცნობისმოყვარეობის წყალობით მალტეზეები სწრაფად ეგუებიან სხვა ცხოველებს. ძალიან მშვიდი ძაღლები არიან, რომლებიც არ ავლენენ სპონტანურ აგრესიას და ეჭვიანობას. მცირე ზომის გამო ძაღლს არ შეუძლია დარაჯს ან მცველის როლი შეასრულოს, თუმცა ზოგჯერ მისი ქცევა საპირისპიროზე მეტყველებს: ის შეძლებს შეატყობინოს პატრონს სახლში სტუმრების შესახებ ან მოწინააღმდეგს ფეხზე უკბინოს. პატარა სხეულში აქვს სიმამაცე და გამბედაობა, თვისებები, რომლებიც ძაღლების სამყაროს ყველაზე ღირსეულ წარმოამდგენლებს ახასიათებთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!