კნუტების მოვლა დედა კატის გარეშე

კნუტების მოვლა დედა კატის გარეშე

არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც კნუტები შეიძლება დედის გარეშე დარჩნენ. ასეთ ვითარებაში კნუტებზე ზრუნვა ცხოველების პატრონს უწევს. როგორ მოვუაროთ სათანადოდ, დედის გარეშე დარჩენილ კნუტებს?

ცხადია, დედა კატის გარეშე პატარა კნუტების მოვლა საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც პატრონისგან დიდ დროს, ყურადღებას და ცოდნას მოითხოვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი კნუტების სიცოცხლის პირველი თვეა და პატრონი, რომელიც დედის როლს შეასრულებს, შესაძლოა ამ პერიოდში შვებულებაზეც დაფიქრდეს.

ახალშობილი კნუტები

დედა კატის გარეშე დარჩენილი ახალშობილი კნუტის მოვლა ძირითადად შედგება სწორი და რეგულარული კვების პროცედურებისგან, ასევე, ის უნდ აიყოს კომფორტულად და უსაფრთხოდ.

კვება

რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტია მეძუძური კატის პოვნა. შეგიძლიათ მიმართოთ მეგობრებს და ნაცნობებს ან დახმარება ვეტერინარულ კლინიკას ან მომშენებელს სთხოვოთ. თუ დედა კატას ვერ იპოვით, ჰკითხეთ რჩევა ექიმს სპეციალური ნარევის შეძენაზე, როგორიცაა Royal Canin’s Babycat რძე. კნუტების კვება მხოლოდ სპეციალიზებული დედა კატის რძის შემცვლელით შეგიძლიათ ! არავითარ შემთხვევაში არ უნდა კვებოთ ისინი ძროხის რძით: მისი შემადგენლობა არ აკმაყოფილებს კნუტის საჭიროებებს.

სიცოცხლის პირველ თვეს კნუტებმა უნდა მიირთვან დაახლოებით შვიდჯერ დღეში, ყოველ 2-3,5 საათში ერთხელ და მნიშვნელოვანია, რომ არ გადაუხვიოთ განრიგს არც დღისით და არც ღამით. ეს ბუნებრივი რეჟიმია ახალშობილებისთვის, დედის რძით ისინი სწორედ ასეთი სიხშირით იკვებებიან.

ფრთხილად იყავით კვების დროს: ნუ აჭმევთ კნუტებს ბავშვებივით ზურგზე დაწოლილებს. დასაშვებია მხოლოდ ჰორიზონტალური პოზიცია, რომელშიც კნუტი მუცელზე წევს.

მოსაქმება

ახალშობილი კნუტები ვერ აკონტროლებენ დეფეკაციის და შარდვის აქტებს, ამ პროცესებზე პასუხისმგებელია დედა კატა. ის კნუტის მუცელს ლოკავს, რითაც იწვევს კუჭის დაცლას აპროვოცირებს. რა ქნას პატრონმა?

დაგჭირდებათ თბილი წყლით ან ზეთით დასველებული პირსახოცი ან ბამბის დისკი. ერთი წუთის განმავლობაში კვების შემდეგ დაუყოვნებლივ, საჭიროა კნუტის კუჭისა და ფეხებშორის ადგილის მასაჟი. საშუალოდ, კნუტი დღეში 2-3-ჯერ ისაქმებს.

მოვლა

ახალშობილი კნუტები ვერ არეგულირებენ სხეულის ტემპერატურას, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მათ გარშემო არსებულ სივრცეს. მათთან ერთად ყუთში შეგიძლიათ მოათავსოთ სათბური ან პირსახოცში გახვეული თბილი (არა ცხელი!) წყლის ბოთლი. ის კნუტებს გაათბობს. როგორც კი წყალი გაცივდება, ის უნდა შეიცვალოს. იზრუნეთ, რომ ახალშობილი კნუტები არ გაცივდნენ და არ გადახურდნენ: ისინი არ უნდა დატოვოთ მზის პირდაპირ შუქზე, გრილ ადგილას და ორპირში. ორი-სამი კვირის შემდეგ, კარგი იქნება ოთახის ტემპერატურას მიაჩვიოთ, თანდათან შეამციროთ ბოთლში წყლის ტემპერატურა და შემდეგ საერთოდ ამოიღეთ ყუთიდან.

თუ კნუტებს რწყილები ჰყავთ, დაიჭირეთ პარაზიტები ხელით. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ რწყილის წვეთები ან სხვა სამკურნალო საშუალებები: მათი უმეტესობა ორი თვის და უფროსი ასაკის ცხოველებისთვის არის განკუთვნილი.

1 თვის შემდეგ

1 თვის კნუტის მოვლა დედა კატის გარეშე ასევე მოითხოვს სპეციალურ რაციონს და სიფრთხილეს. სწორედ ამ დროს უნერგავს კატა კნუტებს სისუფთავეს, ასწავლის მათ თავის გამოლოკვას და ტუალეტში სიარულს.

კვება

მეოთხე კვირიდან კნუტები თანდათან უნდა მიეჩვიონ ზრდასრული კატებისთვის განკუთვნილ საკვებს. მაგრამ ჯერ კიდევ ნაადრევია მათთვის მშრალი საკვების მიცემა. ზოგიერთი მწარმოებელი გთავაზობთ სხვადასხვა მუსს და პასტას, როგორც დამატებით რაციონს. მაგალითად, Royal Canin-ის ხაზში, ეს არის Babycat Instinctive მუსი კნუტებისთვის. ის განკუთვნილია ოთხი კვირიდან ოთხ თვემდე ასაკის პატარებისთვის.

მოვლა

ერთ თვეში კნუტები იწყებენ ხასიათის გამოვლენას, ინტერესდებიან გარე სამყაროთი და იკვლევენ ყველაფერს ახალს. აუცილებლად დაიწყეთ მათი მოჩვევა, რათა ადამიანების არ ეშინოდეს. აიყვანეთ ხელში, თანდათან გაზარდეთ მოფერების დრო ორი-სამი წუთიდან, 40 წუთამდე დღეში. ოთხი კვირის ასაკში კნუტებს უკვე შეუძლიათ დაიბანონ პირი და ასევე ისწავლონ ტუალეტში სიარული. ტუალეტის გამოყენება პატრონმა უნდა ასწავლოთ. არ დაივიწყოთ ჰიგიენის წესები: თვალებისა და ბრჭყალების მოვლა, ასევე, დავარცხნა – ცხოველებმა ეს პროცედურები ბავშვობიდან უნდა იცოდნენ. კატის გარეშე კნუტებზე ზრუნვა შრომატევადი, მაგრამ ძალიან დაფასებული შრომაა. ცოტა ყურადღება, მზრუნველობა, სიყვარული და კნუტები ჯანმრთელები და ლამაზები გაიზრდებიან!
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!