კატების ჩიპირება
თუმცა, მაინც – ჩიპზე დიდი იმედის დამყარება მაინც არ ღირს. იმისთვის, რომ იპოვონ, დაკარგული ან გაქცეული კატა, ის ჯერ ვიღაცამ უნდა დაიჭიროს და ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანოს, კლინიკას კი უნდა ჰქონდეს სკანერი. პატარა ვეტკაბინეტებში, ისევე როგორც პროვინციულ კლინიკებში, ეს აღჭურვილობა არ აქვთ ხოლმე. ასე რომ, ჩიპი მხოლოდ დამატებითი შანსია, მაგრამ არა შინაური ცხოველის ბედნიერი დაბრუნების გარანტია. თუმცა, ზოგჯერ ეს შანსი შეიძლება გადამწყვეტი იყოს.
არის კიდევ ერთი მომენტი: თუ თქვენი შინაური ცხოველი (მაგალითად, ძვირადღირებული და იშვიათი ჯიშის) მოიპარეს და გამტაცებელი იპოვეს, ჩიპი პოლიციას დაეხმარება ნამდვილი პატრონის იდენტიფიცირებაში.
რას აჩვენებს ჩიპი?
ცხოველის დაბადების თარიღს, სქესს, ჯიშს, ფერს. მისი პატრონის მონაცემებსა და ტელეფონის ნომერს.
რას წარმოადგენს ჩიპი?
პატარა ლობიოს მარცვლისოდენა მოწყობილობაა. ჩიპის სიგრძე – 13 მმ-ია, დიამეტრი – 2 მმ. ის შედგება 15-ნიშნა კოდიანი მიკროსქემისგან, ასევე აქვს მიმღები და გადამცემი, ანტენა და მეხსიერების ერთეულის კოდს. ეს ყველაფერი მოთავსებულია სტერილურ მინის ბიოთავსებად კაფსულაში. ცხოველს ენიჭება უნიკალური ნომერი, რომელიც მთელი ცხოვრება მხოლოდ მას ეკუთვნის და საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში შეაქვთ.
როგორ გავიგოთ, არის თუ არა ცხოველი ჩიპირებული?
მხოლოდ სპეციალური სკანერის დახმარებით.
რამდენად ტრავმულია ჩიპის იმპლანტაციის ოპერაცია?
ნაკლებად ტრავმული. გავს ნემსის ჩხვლეტას. მოწყობილობა შეჰყავთ კისერში, კანქვეშ.
სად შეიძლება კატის ჩიპირება?
ნებისმიერ კლინიკაში, წინასწარ მაინც უნდა გაარკვიოთ, აქვთ თუ არა შესაბამისი აღჭურვილობა და ჩიპის ნომრის დაუყოვნებლივ შეყვანის შესაძლებლობა მსოფლიო მონაცემთა ბაზაში.
რამდენ ხანს მუშაობს ჩიპი?
ვარაუდობენ, რომ 25 წელი საკმარისი უნდა იყოს, ანუ ყველაზე ხანგძლივი ცხოვრების მქონე კატასაც გამოადგება.
Leave your comment