კატას სულ რატომ სძინავს?

კატას სულ რატომ სძინავს?

კატების პატრონებს ზოგჯერ აქვთ განცდა, რომ მათ შინაურ ცხოველს სულ სძინავს. ასეც არისზოგიერთ კატას შეუძლია დღეში 22 საათამდე ეძინოს. საშუალოდ, ჯანმრთელ კატას სძინავს მინიმუმ 14 საათი. ქუჩის კატებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ: ამიტომ ძილს გაცილებით ნაკლებ დროს უთმობენ, დროის დახარჯვა საკვების და უსაფრთხო ადგილების ძებნაზე უწევთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კატებს სხვა ძუძუმწოვრებთან შედარებით ორჯერ მეტხანს სძინავთ. როგორია მათი რეჟიმი?

ძილი და დრო

თანამედროვე კატების წინაპრები მარტოხელა მტაცებლები იყვნენ და არასდროს არ ტოვებდნენ ხროვას. მათი ცხოვრების წესიც შესაბამისი იყო: იჭერდნენ ნადირს, ჭამდნენ და ისვენებდნენ. სახლის კატებსაც უყვართ ძილი, მიუხედავად იმისა, რომ ნადირობა არ უწვეთ. გარდა აგარაკებზე მცხოვრები კატებისა: მათ უნდა დაიცვან თავიანთი ტერიტორია სხვა კატებისან და დაიჭირონ მღრღნელები. შესაბამისად, მათ უფრო ნაკლები დრო აქვთ დასასვენებლად, სახლში მცხოვრებ კატებთან შედარებით.

რამდენიც არ უნდა იძინონ კატებს, ისინი ამას აკეთებენ, როგორც წესი, დღისით, ღამით კი აქტიურ ცხოვრების წესით ცხოვორბენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესაძლებელი იქნება შინაური ცხოველის ჩვევის შეცვლა და ამას აზრი არ აქვს, მაგრამ არც უნდა მორეგოთ.

საკმარისია კატის ერთხელ გამოკვება გამთენიისას და ის საკვებს მუდმივად დღის ამ მონაკვეთში მოგთხოვთ, ამიტომ, თუ არ გინდათ მისი სურვილების მძევალი გახდეთ, თავიდანვე არ უნდა აყვეთ მათ.

ძილი და ასაკი

ახალშობილ კნუტს თითქმის მუდმივად სძინავს,მხოლოდ საჭმლისთვის იღვიძებს. იზრდება, იწყებს დედის გარშემო ხოხვას, პირველი ნაბიჯების გადადგმას, გარესამყაროს შესწავლას და შესაბამისად, ძილის ხანგრძლივობაც მცირდება. 4-5 თვის ასაკში კნუტებს საშუალოდ 12-14 საათი სძინავთ, დანარჩენ დროს კი ჭამასა და თამაშში ატარებენ. რაც უფრო ასაკოვანი ხდება შინაური ცხოველი, მით მეტ დროს უთმობს დასვენებას. თუმცა, ხანდაზმულ კატებს, ,საშუალო ასაკის კატებზე ნაკლებად სძინავთ. მათი ცხოვრების წესი არც თუ ისე მოძრავია და მეტაბოლიზმი ნელია, ამიტომ დიდხანს დასვენება არ სჭირდებათ.

ძილი და მისი ფაზები

კატის დასვენება შეიძლება დაიყოს ორ ფაზად: ნელ და სწრაფ ფაზებად. პირველი ეტაპი არის ძილი, რომლის დროსაც შინაური ცხოველი მშვიდად წევს, მისი გულისცემა და სუნთქვა ნელია, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ხედავთ, რომ სინამდვილეში ის მყისიერად ახელს თვალებს, თუ რამე მოხდება და უცნაურ ბგერებზე სხარტად რეაგირებს. ამ მდგომარეობაში კატა დაახლოებით ნახევარი საათია. მეორე ფაზა – ანუ ღრმა ძილი – გრძელდება მხოლოდ 5-7 წუთი. ღრმა ძილის დროს კატას შეუძლია თათები და ყურები ამოძრაოს, გარკვეული ხმები გამოსცეს. ითვლება, რომ სწორედ ამ მომენტში შეუძლიათ კატებს სიზმრების ნახვა, რადგან მათი ცვლადი ძილის ფაზები, ადამიანებისას ემთხვევა.

ძილი და გარე ფაქტორები

ზოგჯერ კატის ძილის რეჟიმი იცვლება. როგორც წესი, კორექტირები მასში ბუნებას შეაქვს. მაგალითად, ცხელ ან, პირიქით, წვიმიან ამინდში ძილის ხანგრძლივობა იზრდება. კატას, რომელიც ელოდება შთამომავლობას, ასევე უფრო მეტხანს სძინავს: ორსულობა რთული პროცესია, რომელიც დიდ ენერგიას და დიდ დასვენებას მოითხოვს. მაგრამ სქესობრივი აქტივობის პერიოდში არასტერილიზებულ და არაკასტრირებულ შინაურ ცხოველებს, პირიქით, ნაკლებად სძინავთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!