
ვიტამინები ორსული კატებისთვის
ვიტამინების კომპლექს შეუძლია კატის მეტაბოლიზმის მოწესრიგება, ასევე ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის ხელშეწყობა, რათა კნუტებმა არ „გამოწოვონ“ დედის ორგანიზმიდან კალციუმი, ასევე ვიტამინები დაიცავს კატას გარემოს ცუდი ზეგავლენისაგან და იმუნიტეტს აუმაღლებს. ცხოველი შეძლებს უფრო სწრაფ აღდგენას მშბიარობის შემდეგ და კნუტების წარმატებულ გამოკვებას.

ვიტამინები მშრალი საკვების დროს
იმ შემთხვევაში თუ თქვენი კატის რაციონს ორსულობამდე მზა საკვები შეადგენდა, კარგი იქნება თუ მას გადაიყვანთ იგივე კვებაზე რაც ეკუთვნის ერთ წლამდე ასაკის კნუტებს. პატარების საკვები შეიცავს ყველა საჭირო მიკროელემენტს და ვიტამინს, ამიტომაც ძალიან მოუხდება ორსულ კატას. საკვების ნორმა, რომელიც უნდა მიიღოს ორსულმა კატამ ყოველდღიურად, უნდა შეუთანხმოთ ვეტერინარს. ასეთი კვების დროს კატა არ საჭიროებს დამატებითი ვიტამინების მიღებას.ვიტამინები ნატურალური საკვების დროს
სულ სხვა მდგომარეობა იქმნება თუ კი კატა ჭამს ნატურალურ საკვებს, განსაკუთრებით თუ ის დაბალანსებული არ არის. ასეთი კვების დროს კატამ დამატებით უნდა მიიღოს ვიტამინები, ან მისი რაციონი უნდა იყოს დაბალანსებული, რათა ცხოველმა მიიღოს საჭირო ნივთიერებების საკმარისი რაოდენობა საკვებთან ერთად. აუცილებელია ორსულმა კატამ მიიღოს A, D, E, C და B ჯგუფის ვიტამინების და მიკროელემენტების დღე ღამის დოზა. ამისი ყველაზე ადვილი გზა არის ვეტერინარის მიერ გამოწერილი სპეციალური ვიტამინების კომპლექსის მიცემა.
Leave your comment