ვიტამინები ორსული კატებისთვის

ვიტამინები ორსული კატებისთვის

ორსულობა და კნუტების გაჩენა არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა როგორც კატის, ასევე მისი პატრონის ცხოვრებაში. ნაყოფების სწრაფი ზრდა და მათი დიდი რაოდენობა (კატამ შესაძლოა 8 კნუტამდე გააჩინოს) კატის ორგანიზმს ბევრ ძალას ართმევს. იმისათვის რომ დაეხმაროთ კნუტებს გაიზარდონ ჯანმრთელები და ძლიერები, და დედამ თავისი ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, საჭიროა დედის რაციონში ვიტამინები დაამატოთ.
ვიტამინების კომპლექს შეუძლია კატის მეტაბოლიზმის მოწესრიგება, ასევე ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის ხელშეწყობა, რათა კნუტებმა არ „გამოწოვონ“ დედის ორგანიზმიდან კალციუმი, ასევე ვიტამინები დაიცავს კატას გარემოს ცუდი ზეგავლენისაგან და იმუნიტეტს აუმაღლებს. ცხოველი შეძლებს უფრო სწრაფ აღდგენას მშბიარობის შემდეგ და კნუტების წარმატებულ გამოკვებას.

ვიტამინები მშრალი საკვების დროს

იმ შემთხვევაში თუ თქვენი კატის რაციონს ორსულობამდე მზა საკვები შეადგენდა, კარგი იქნება თუ მას გადაიყვანთ იგივე კვებაზე რაც ეკუთვნის ერთ წლამდე ასაკის კნუტებს. პატარების საკვები შეიცავს ყველა საჭირო მიკროელემენტს და ვიტამინს, ამიტომაც ძალიან მოუხდება ორსულ კატას. საკვების ნორმა, რომელიც უნდა მიიღოს ორსულმა კატამ ყოველდღიურად, უნდა შეუთანხმოთ ვეტერინარს. ასეთი კვების დროს კატა არ საჭიროებს დამატებითი ვიტამინების მიღებას.

ვიტამინები ნატურალური საკვების დროს

სულ სხვა მდგომარეობა იქმნება თუ კი კატა ჭამს ნატურალურ საკვებს, განსაკუთრებით თუ ის დაბალანსებული არ არის. ასეთი კვების დროს კატამ დამატებით უნდა მიიღოს ვიტამინები, ან მისი რაციონი უნდა იყოს დაბალანსებული, რათა ცხოველმა მიიღოს საჭირო ნივთიერებების საკმარისი რაოდენობა საკვებთან ერთად. აუცილებელია ორსულმა კატამ მიიღოს A, D, E, C და B ჯგუფის ვიტამინების და მიკროელემენტების დღე ღამის დოზა. ამისი ყველაზე ადვილი გზა არის ვეტერინარის მიერ გამოწერილი სპეციალური ვიტამინების კომპლექსის მიცემა.
ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობამ შესაძლოა ძალიან ცუდ შედეგამდე მიიყვანოს. მაგალთად, კალციუმის კრიტიკულად დაბალი შემცველობა კატის სისხლში შესაძლოა კრუნჩხვები და ნაწილობრივი დამბლა გამოიწვიოს. ვიტამინი A მონაწილეობს ბევრ ნივთიერებათა ცვლის პროცესში, და მისმა ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება და იმუნიტეტის დასუსტება. B ჯგუფის ვიტამინების პასუხისმგებლობაში შედის ნაყოფის სწორი განვითარება, ასევე კატის კანის და ბეწვის მდგომარეობა. ძალიან მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ საშიშია არა მარტო ვიტამინის ნაკლებობა, არამედ მათი ზედმეტობაც. ორსული კატების პატრონემბა დიდი ყურადღებით უნდა მიუდგნენ ვიტამინების და მათი კომპლექსების მწარმოებლის არჩევას იმისათვის რომ კატას არ გაუჩნდეს რაიმე ალერგიულო რეაქცია.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!