4 მიზეზი იყოლიოთ კატა: მეცნიერული ფაქტები

4 მიზეზი იყოლიოთ კატა: მეცნიერული ფაქტები

რასაკვირველია, პირველ რიგში ცხოველები „სულისთვის“ გვყავს და არა მანკიერი გრძნობების გამო. თუმცა, ჩვენ მოვძებნეთ რამდენიმე მეცნიერული ფაქტი, რატომ ღირს კატის სახლში ყოლა. ქვემოთ მოყვანილი სიის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, რომ კატებს ბევრი სარგებელი მოაქვთ. მაშ, თუ კიდევ გეპარებათ ეჭვი, გჭირდებათ თუ არა სახლში კატა, აი, რას ფიქრობენ ამაზე მეცნიერები:
    • კატები სასარგებლო არიან ჩვენი გულისთვის:
    • მინესოტას უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ კატების პატრონების 30% ნაკლებად იღუპება ინფარქტით. ამ მონაცემების მიღება მოხეხრდა 10-წლიანი მუშაობის შემდეგ. კვლევაში მონაწილეობდა 4.5 ათასი 30-დან 75 წლამდე ადამიანი;
    • ასევე, სხვა კვლევების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ კატები ამცირებენ სხვადასხვა გულ-სისხლძარღვთა განვითარების რისკს, მათ შორის – ინსულტის. ეს იახსნება იმით, რომ კატები გვეხმარებიან სტრესთან და ზედმეტ შფოთვასთან გამკლავებაში, ეს კი, თავის მხრივ, უამრავი დაავადების წარმოქმნას უშლის ხელს.
    • კატები ძვლებს გვიმაგრებენ
    • დიახ, დიახ, არ გაგიკვირდეთ. აღმოჩნდა, რომ ხმები რომლებსაც კატები გამოსცემენ, შეხორცების პროცესს აჩქარებენ. მეცნიერებმა ჩრდილო კაროლინიდან დაადგინეს, რომ კატის კრუტუნი ძვლების გამაგრებაში გვეხმარება, სიმაღლიდან ვარდნისას კატების სწორედ ამ უნარის დამსახურებით არ კვდებიან. კრუტუნი ადამიანზეც დადებითად მოქმედებს – ის გვეხმარება მალე გამოვჯანმრთელდეთ მოტეხილობის შემდეგ და მოგვეხსნას ტკივილი.
    • კატები გვეხმარებიან დეპრესიის დამარცხებაში
    • კვლევითამა ცენტრმა Mental Health Foundation ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მონაწილეთა 76%-მა განაცხადა, რომ კატები ეხმარებიან სირთულეების დაძლევაში და მძიმე ფიქრებისგან თავის არიდებაში. ასეთივე გამოკიხთვა ჩაატარა ცხოველთან კავშირის კვლევითმა ინსტიტუტმა (HABRI): 2 ათასი გამოკითხულიდან 74%-მა განაცხადა, რომ მათი ფსიქიკური მდგომარეობა ცხველებთან კონტაქტის შემდეგ, გაუმჯობესდა.
    • კატები ბავშვებში ასთმის განვითარებას უშლიან ხელს
    • ამერიკული ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარებმა რომლებიც შეისწავლიან ალერგიულ და ინფექციურ დაავადებებს, დაადგინეს, რომ კატებს შეუძლიათ ბავშვები დაიცვან ასთმისა და ალერგიისგან, იმ შემთხვევაში, თუ ცხოველები ბავშვის სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე არიან სახლში..
    • შვედი მეცნიერები უფრო შორს წავიდნენ და აღმოაჩინეს, რომ ორგანიზმის ალერგენებისადმი მდგრადობა დამოკიდებულია კატების რაოდენობაზე. რაც უფრო მეტი კატა გყავთ, მით ნაკლებია ალერგიის განვითარების რისკი.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!