10 ყველაზე მარტივად გასაწრთვნელი ძაღლის ჯიში

10 ყველაზე მარტივად გასაწრთვნელი ძაღლის ჯიში

ძაღლის არჩევისას ბევრს აწუხებს აღზრდის საკითხი: შეძლებენ თუ არა შინაური ცხოველის გაწვრთნას ისე, რომ იყოს მორჩილი, იგებდეს ბრძანებებს და ცუდად არ მოიქცეს. გაწვრთნის საკითხი ნაწილობრივ დამოკიდებულია ჯიშზე, ამიტომ ქვემოთ ჩამოთვლილია ძაღლის ათი ჯიში, რომლებიც ითვლება ყველაზე მარტივად გასაწვრთნელად.
ეს რეიტინგი შედგენილია ფსიქოლოგიის პროფესორის სტენლი კორენის მიერ, რეიტინგი მიღებულია ამერიკული და კანადური კინოლოგიური კლუბების მოსამართლეებთან კვლევისა და კომუნიკაციის შედეგად. ისინი აფასებდნენ ჯიშებს ბრძანებების გაგების და მათი შესრულებისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით. რეიტინგი მოიცავს 80 ჯიშს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიის ბოლოში მყოფი ჯიშები სულელები არიან, ისინი უბრალოდ უფრო დამოუკიდებლები არიან. ამრიგად, რომელი ძაღლები არიან ყველაზე სწრაფად და მარტივად გასაწვრთნელები?
  1. ⦁ ბორდერ-კოლი ბორდერ-კოლები ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ძაღლებად ითვლებიან. ისინი ძალიან ენერგიულები არიან და უსაქმურად ჯდომა უბრალოდ არ შეუძლიათ, ამიტომ პატრონებს მუდმივად უწევთ თავიანთი შინაური ცხოველებისთვის აქტივობების მოფიქრება. ამ ძაღლებს სჭირდებათ დიდხნიანი გასეირნება და აქტიური თამაშები. მათი გაწვრთნა ძალიან მარტივია, რადგან ისინი ყველა ბრძანებას სიტყვასიტყვით ასრულებენ.
  2. პუდელი ითვლება, რომ ბავშვსაც კი შეუძლია ამ ძაღლის აღზრდა, რადგან პუდელს პატრონის კარგად ესმის. ეს ძაღლი შესანიშნავია ბავშვებიანი ოჯახებისთვის, რადგან ის ძალიან მომთმენი და კეთილია.
  3. ⦁ გერმანული ნაგაზი ამ ძაღლების მაღალი ინტელექტი საყოველთაოდ არის ცნობილი – ისინი ტყუილად არ მსახურობენ პოლიციაში, ჯარში და სხვა ადგილებში, სადაც ბრძანებების ზუსტი შესრულება და სრულყოფილი მორჩილებაა საჭირო. ძალიან ჭკვიანები და ერთგულები არიან.
  4. ⦁ ოქროსფერი რეტრივერი კიდევ ერთი ჯიში, რომელიც სწავლის უნარის დამსახურებით გახდა შესანიშნავი დამხმარე ადამიანებისთვის, სხვადასხვა სფეროში. გარდა ამისა, ეს არის იდეალური კომპანიონი ძაღლი: კეთილი, ჭკვიანი, მოსიყვარულე და ერთგული.
  5. დობერმანი პუდელისგან განსხვავებით, ამ ძაღლს სჭირდება ზრდასრული, ძლიერი პატრონი, ბავშვი დობერმანს ვერ აღზრდი. ამავდროულად, ამ ძაღლებს აქვთ მაღალი ინტელექტი, ისინი განთქმულნი არიან ბრძანებების გაგებითა და სწრაფი დამახსოვრებით.
  6. შელტი შელტები სწრაფად სწავლობენ ახალ ბრძანებებს, ისინი აქტიურები არიან და სიამოვნებით კავდებიან სპორტით. ეს ჯიში უხდება ბავშვებიან ოჯახებს, რადგან ისინი ყველას ადვილად ეწყობიან და უყვართ ურთიერთობა.
  7. ⦁ ლაბრადორ რეტრივერი ეს მეგობრული და სანდო ძაღლები კარგად ეწყობიან ყველას და ადვილად იწვრთნებიან. ისინი დამთმობი, მშვიდი და ადამიანებზე ორიენტირებულები არიან, რის გამოც მათ ხშირად იყენებენ მეგზურებად.
  8. პაპილიონი  ამ „პატარებს“ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამიტომ ადვილად სწავლობენ სხვადასხვა ხრიკებს. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად სწავლა – საკმარისია ერთხელ რაიმე ნახონ, რომ მოგვიანებით გაიმეორებენ.
  9. ⦁ როტვეილერი ეს ჯიში ტყუილად არ ითვლება მომსახურე ჯიშად – როტვეილერები ადვილად სწავლობენ ბრძანებებს და საიმედო მცვლელებად იზრდებიან. სათანადო წვრთნით, ეს ძაღლი იქნება ძალიან მორჩილი და მოსიყვარულე.
  10. ⦁ ავსტრალიური ნაგაზი  ეს არის ძალიან ენერგიული და აქტიური ძაღლი, რომელიც სიამოვნებით ივარჯიშებს და ისწავლის ახალ ბრძანებებს. ავსტრალიური ნაგაზისთვის მნიშვნელოვანია პატრონთან დროის გატარება, დიდხანს ვერ რჩებიან მარტო, რადგან ნერვიულობას იწყებენ.
австралийская овчарка
 
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!