როგორ მოვიქცეთ, თუკი ძაღლმა გვიკბინა?

როგორ მოვიქცეთ, თუკი ძაღლმა გვიკბინა?

ჩვენ ძაღლებს ვუწოდებთ ადამიანის საუკეთესო მეგობრებს და ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ჩვენი შინაური ცხოველები მაინც ცხოველები არიან, რომლებსაც ზოგჯერ შეუძლიათ კბენა. აქვე შევთანხმდეთ, რომ ახლა არ განვიხილავთ, შინაურ ცხოველთან თამაშისას, მსუბუქ კბენას. საუბარია უფრო სერიოზულ შემთხვევებზე, როცა ძაღლმა აგრესია გამოავლინა და ნაკბენის შედეგად სისხლი მოგვდის.
⦁ ჭრილობის დეზინფექცია ქლორჰექსიდინის ან ნებისმიერი სხვა ანტისეპტიკით, რაც ხელთ გაქვთ; ⦁ აუცილებლად მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების პუნქტს. ⦁ არის რიგი კითხვები, რომლებზეც პასუხები ფუნდამენტურად იმოქმედებს იმაზე, თუ რას გეტყვით ექიმი.

ჰყავს თუ არა ძაღლს პატრონი?

⦁ შინაური ცხოველი უნდა ვასეირნოთ ალიკაპითა და საყელოთი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გამორიცხავს ცხოველის თავდასხმის შესაძლებლობას, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მის შანსებს. თუ მფლობელი დაარღვევს წესებს, მაშინ, პირველ რიგში, იგი ვალდებული იქნება ამაზე პასუხი აგოს (ამისთვის დაზარალებულმა უნდა მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს). მეორეც, არსებობს შესაძლებლობა, რომ ადამიანი, რომელიც უყურადღებოდ ეკიდება ძაღლების მოვლისა და სეირნობის უმარტივესი წესების დაცვას, შეიძლება იყოს ისეთივე უპასუხისმგებლო მისი შინაური ცხოველის ჯანმრთელობაზე. ასე რომ, ძაღლს დასჭირდება გამოკვლევა, შესაძლო ინფექციებზე. გარდა ამისა, ცხოველის მხრიდან დაუსაბუთებელი აგრესიის გამოვლინება საგანგაშო ნიშანია, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ძაღლი ცოფიანია.

მნიშვნელოვანია იცოდეთ

ჯანსაღი ცხოველის მხრიდან აგრესიის გამოვლინება მოტივირებულია – ეს ყოველთვის რეაქციაა თქვენს ქცევაზე. გაანალიზეთ თქვენი ქმედებები: თუ იხმაურეთ, გააღიზიანეთ, ხელები გაშალეთ ან ცდილობდით სხვის უცნობ ცხოველს მოფერებოდით, მაშინ ძაღლის რეაქცია ადექვატურია. მომავალში შეეცადეთ თავიდან აიცილოთ სიტუაციები, რომლებიც ცხოველმა შესაძლოა აღიქვას თქვენი მხრიდან თავდასხმად ან აგრესიის გამოვლინებად. არ აქვს მნიშვნელობა ეს შინაური ცხოველია თუ მაწანწალა. არც ერთი და არც მეორე თავს არასდროს დაგესხმიან,თუ ჯანმრთელები არიან.

ჯანმრთელია თუ არა ძაღლი?

პატრონის საშუალებით ინფექციების არსებობის ან არარსებობის დადგენა ძალიან მარტივია. თუ ძაღლი უსახლკაროა, შეატყობინეთ ექიმს მიმღებში. სავარაუდოდ, დაგინიშნავთ დამატებით ანალიზებს და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ჭრილობის ანთების ან სხვა უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად. იდეალურ შემთხვევაში, მაწანწალა ძაღლი უნდა დაიჭიროთ და გადაიყვანოთ ვეტერინარულ სამსახურში შესამოწმებლად. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გარანტიის მიღება, რომ ცხოველი ჯანმრთელია.
ჭრილობის სახეობები
აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ძაღლებს შეუძლიათ ორი სახის ჭრილობის მიყენება: ნაჩხვლეტი ჭრილობა და გლეჯითი ჭრილობა. უმეტეს შემთხვევაში ორივე მათგანი ერთდროულადაა. ამიტომ, სარეაბილიტაციო პერიოდს გარკვეული დრო დასჭირდება. მოემზადეთ იმისთვის, რომ ნაკბენის ადგილის შეხორცება შეიძლება ხანგრძლივი და მტკივნეული იყოს. მიზეზი ის არის, რომ კბენისას ძაღლი ქსოვილებსაც აზიანებს. ამიტომ ჰემატომები ასეთ შემთხვევებში არ არის იშვიათი, არამედ ერთვარი კანონზომიერებაცაა. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეხორცების პროცესის მონიტორინგი და თუ რამე სახის ანთებითი პროცესი განვითარდა ან დისკომფორტი იგრძენით, დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტებს და არა თვითმკურნალობას.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!