
როგორ აღვზარდოთ კნუტი?
აღზრდის დასაწყისი
საუკეთესოდ მოქცევის წესებსა და მანერებს კნუტები 6 თვის ასაკამდე ითვისებენ, ამასთან, უნარების დიდ ნაწილს – ცუდსაც და კარგსაც კნუტი 3 თვის ასაკამდე იმახსოვრებს. თუმცა, კნუტს უფრო მოზრდილ ასაკშიც შეუძლია კარგი მანერების ათვისება. მისი აღზრდა შესაძლებელია და ამ საკითხში წარმატების მისაღწევად, მთავარია კატის თვალით დანახული სამყაროს აღქმის თავისებურებები გესმოდეთ. ისევე როგორც პატარა ბავშვებს, კნუტებს ესაჭიროებათ ყურადღების მიქცევა, მოვლა, კვება და სიყვარული. სახლში მისი მოყვანის პირველივე დღიდან უნდა შეაჩვიოთ ქცევის გარკვეულ წესებს. ცხოველმა უნდა იცოდეს, რა შეიძლება, და რა – არა.აღზრდის მომენტში მნიშვნელოვანია გახსოვდეთ მთავარი წესი – არასდროს დასაჯოთ კნუტი, რადგან ის ვერ მიხვდება კავშირს დასჯასა და მის კონკრეტულ ქცევას შორის. კნუტებს მოკლე მეხსიერება აქვთ, ამიტომ 8-10 წამში ამა თუ იმ საქციელის ჩადენის შემდეგ, ის თქვენი უკმაყოფილების მიზეზს ვერ მიხვდება.
დასჯა პრობლემას ვერ მოაგვარებს
ერთი წუთით წარმოიდგინეთ: კნუტმა ტუალეტს მიღმა მოისაქმა, თქვენ სახლში დაბრუნდით, ეს ნახეთ და დასაჯეთ. ფიქრობთ, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეთ? თქვენი კნუტი კი სულ სხვაგვარადად ფიქრობს. მას თქვენი დაბრუნება უხარია, დასახვედრად მორბის, თქვენ კი იყვანთ და ცხვირით გუბეში ტენით, ამასთან, იქნევთ ხელებს და ხმას უწევთ. ცხოველი კანონზომიერად არაადეკვატურად მიგიჩნევთ, თქვენს ქცევას არაპროგინიზირებადად, საკუთარ სამყარის კი, ძალიან მსხვრავადად. შედეგად, კნუტი უფრო აქტიურად დაიწყებს საკუთარი ტერიტორიის დაცვას მონიშვნით, თქვენ კი, სრულიად საწინააღმდეგო შედეგს მიიღებთ. ცხოველის ნებისმიერი არასასურველი ქცევა, ქცევის მომენტში უნდა აღიკვეთოს. შეიძლება შეაშინოთ კნუტი ტაშის შემოვრით ან პულივიზატორით წყალი შეასხუროთ, გაიმეორეთ ეს ქმედებები, სანამ ცხოველი ცუდ ჩვევას არ გადაეჩვევა და არ მიხვდება რას აკეთებს არასწორად. დაცული უნდა იქნას წესები
Leave your comment