როგორ აღვზარდოთ კნუტი?

როგორ აღვზარდოთ კნუტი?

იმისთვის, რომ თქვენს შინაურ ცხოველთან ურთიერთობა მხოლოდ ბედნიერების მომტანი იყოს, თავის დროზე უნდა იზრუნოთ მის ღირსეულად აღზრდაზე. როგორ ჩავუნერგოთ კნუტს კარგი მანერები? ამაზე ხომ არა მხოლოდ მისი, არამედ მასთან ერთად ერთ სახლში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებაც არის დამოკიდებული.

აღზრდის დასაწყისი

საუკეთესოდ მოქცევის წესებსა და მანერებს კნუტები 6 თვის ასაკამდე ითვისებენ, ამასთან, უნარების დიდ ნაწილს – ცუდსაც და კარგსაც კნუტი 3 თვის ასაკამდე იმახსოვრებს. თუმცა, კნუტს უფრო მოზრდილ ასაკშიც შეუძლია კარგი მანერების ათვისება. მისი აღზრდა შესაძლებელია და ამ საკითხში წარმატების მისაღწევად, მთავარია კატის თვალით დანახული სამყაროს აღქმის თავისებურებები გესმოდეთ. ისევე როგორც პატარა ბავშვებს, კნუტებს ესაჭიროებათ ყურადღების მიქცევა, მოვლა, კვება და სიყვარული. სახლში მისი მოყვანის პირველივე დღიდან უნდა შეაჩვიოთ ქცევის გარკვეულ წესებს. ცხოველმა უნდა იცოდეს, რა შეიძლება, და რა – არა.

აღზრდის მომენტში მნიშვნელოვანია გახსოვდეთ მთავარი წესი – არასდროს დასაჯოთ კნუტი, რადგან ის ვერ მიხვდება კავშირს დასჯასა და მის კონკრეტულ ქცევას შორის. კნუტებს მოკლე მეხსიერება აქვთ, ამიტომ 8-10 წამში ამა თუ იმ საქციელის ჩადენის შემდეგ, ის თქვენი უკმაყოფილების მიზეზს ვერ მიხვდება.

დასჯა პრობლემას ვერ მოაგვარებს

ერთი წუთით წარმოიდგინეთ: კნუტმა ტუალეტს მიღმა მოისაქმა, თქვენ სახლში დაბრუნდით, ეს ნახეთ და დასაჯეთ. ფიქრობთ, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეთ? თქვენი კნუტი კი სულ სხვაგვარადად ფიქრობს. მას თქვენი დაბრუნება უხარია, დასახვედრად მორბის, თქვენ კი იყვანთ და ცხვირით გუბეში ტენით, ამასთან, იქნევთ ხელებს და ხმას უწევთ. ცხოველი კანონზომიერად არაადეკვატურად მიგიჩნევთ, თქვენს ქცევას არაპროგინიზირებადად, საკუთარ სამყარის კი, ძალიან მსხვრავადად. შედეგად, კნუტი უფრო აქტიურად დაიწყებს საკუთარი ტერიტორიის დაცვას მონიშვნით, თქვენ კი, სრულიად საწინააღმდეგო შედეგს მიიღებთ. ცხოველის ნებისმიერი არასასურველი ქცევა, ქცევის მომენტში უნდა აღიკვეთოს. შეიძლება შეაშინოთ კნუტი ტაშის შემოვრით ან პულივიზატორით წყალი შეასხუროთ, გაიმეორეთ ეს ქმედებები, სანამ ცხოველი ცუდ ჩვევას არ გადაეჩვევა და არ მიხვდება რას აკეთებს არასწორად. დაცული უნდა იქნას წესები
კნუტის ან უკვე ზრდასრული კატის აღზრდისას გახსოვდეთ, რომ შინაური ცხოველები ველური ბუნების კანონებით ცხოვრობენ და არა სოციუმის. ისინი ვერ გაიგებენ რომ დღეს თქვენ კარგი ხართ და ეფერებით, ხვალ კი, ცუდ განწყობაზე და ამიტომ ერჩით. როდესაც ცხოველს რაიმე აუკრძალეთ, გამონაკლისის დაშვება არ ღირს. სახლში დადგენილი წესები გამონაკლისების გარეშე უნდა იყოს დაცული. როდესაც კნუტი ხელებზე, ფეხებზე სისხალმდე გკბენთ, არ ეთამაშოთ მას შემდეგში კიდურებით, მისმა მონადირულმა ინსტინტქმა შესაძლოა სწორედ მაშინ იმუშაოს, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად მოელით. მიაჩვიეთ კნუტი რომ თქვენი ხელები – მუდამ მოფერება და გემრიელი საკვებია. ამ არც ისე ეშმაკური წესების დაცვით ცხოველთან პრობლემებს თავს აარიდებთ. კნუტი სწრაფად მიხვდება, რა არის ცუდი და რა – კარგი, სახლში სიმშვიდე დაისადგურებს თქვენ კი, მხოლოდ სინაზესა და მყუდროებას გაჩუქებთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!