რატომ არ შეიძლება ძაღლს მაგიდიდან ვაჭამოთ?

რატომ არ შეიძლება ძაღლს მაგიდიდან ვაჭამოთ?

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძაღლები, რომლებიც იკვებებიან მზა რაციონით, უფრო ჯანმრთელები არიან და უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ცხოველები, რომლებიც სხვა საკვებს იღებენ. და ეს გასაკვირი არ არის, რადგან საკვები პატრონის მაგიდიდან არ აკმაყოფილებს შინაური ცხოველების ძირითად საჭიროებებს – ეს არის ძაღლის ასაკისა და მდგომარეობის შესაბამისი საკვები ნივთიერებების ბალანსის საჭიროება, ინგრედიენტების უსაფრთხოება.

ბალანსი

მრავალი სამეცნიერო კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ სახლის საკვები იმდენად განსხვავდება იმ საკვებისგან, რომელიც ძაღლს სჭირდება, რომ საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი სიკვდილი. მაგიდიდან მიღებულ საკვებში კალციუმის, რკინის, ფოსფორის, თუთიისა და სპილენძის შემცველობა ნაკლებია. ძაღლს ეს ელემენტები სჭირდება დიდი რაოდენობით, შესაბამისად, 2, 2.5, 3, 3.5, 4.5-ჯერ მეტი, ვიდრე ადამიანს. ამავდროულად, სახლში მომზადებული კერძები მდიდარია ცხიმებით. და მისი სიჭარბე ხშირად იწვევს შინაურ ცხოველში ჭარბწონიანობას, შემდეგ კი სიმსუქნეს. ამ უკანასკნელის ფონზე შეიძლება განვითარდეს ისეთი საშიში დაავადებები, როგორიცაა: ართრიტი, ოსტეოარტიკულური პათოლოგიები და პანკრეატიტი.

უსაფრთხოება

ძაღლის საჭმლის მომნელებელი სისტემა საკმაოდ მგრძნობიარეა, ცხოველისთვის საზიანო კომპონენტების უმცირეს რაოდენობასაც კი შეუძლია, პრობლემები გამოიწვიოს. ამ საზიანო კომპონენტებში შედის: შოკოლადი, ხახვი, ნიორი, ყურძენი და ქიშმიში. ასევე, ზრდასრული ძაღლისთვის არ შეიძლება რძე და მარილის ჭარბი რაოდენობა. ეს კი სრული ჩამონათვალი არ არის. უმი ხორცის, ძვლების, კვერცხის მიღება ხელს უწყობს პათოგენური ბაქტერიების შეღწევას ცხოველის ორგანიზმში. გარდა ამისა, ხორცი შეიძლება შეიცავდეს ანტიბიოტიკებს, ბოსტნეული კი ნიტრატებს. საბოლოო ჯამში, შინაური ცხოველი შეიძლება უბრალოდ მოიწამლოს ვადაგასული საკვებით.

შესაბამისობა

ლეკვებს, მოზრდილებსა და ხანდაზმულ ძაღლებს სჭირდებათ საკვები, რომელიც შეესაბამება ცხოველის ცხოვრების შესაბამის პერიოდს. ანალოგიურად, სხვადასხვა ზომის შინაურმა ცხოველებმა – პატარა, საშუალო, მსხვილი – უნდა მიირთვან საკვები, რომელიც უზრუნველყოფს მათ, სხეულის წონის მიხედვით, საჭირო ნივთიერებებს. აგრეთვე, საკვები მზადდება კონკრეტული ჯიშებისთვის – პუდელებისთვის, ლაბრადორებისთვის, ჩიხუახუებისთვის და სხვა, ორსული და მეძუძური ძაღლებისთვის, მგრძნობიარე საჭმლის მომნელებელი სისტემბის მქონე ცხოველებისთვის და ა.შ. დღეს ბაზარზე დიდი რაოდენობითაა შინაური ცხოველების საკვები, რაც საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ სწორი რაციონი, თქვენი შინაური ცხოველისთვის.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!