კატების ინბრიდინგი: დადებითი და უარყოფითი მხარეები

კატების ინბრიდინგი: დადებითი და უარყოფითი მხარეები

იცით, რა არის ინბრიდინგი? არა? რა არის ინცესტი? ალბათ, იცით. ინბრიდინგი ეს იგივეა, ოღონდ – ცხოველებში. საშინელებაა: იტყვით თქვენ. ეს ამორალური და არაბუნებრივია. სინამდვილეში, ყველაფერი ასე არ არის. ინცესტის შესაძლო გენეტიკური პრობელების გარდა, ადამიანს სოციალური ნორმები აკავებს, როდესაც ცხოველებს – ისინი, უბრალოდ, არ აქვთ. არ შეიძლება ვთქვათ, რომ ინბრიდინგი მეტად არის გავრცელებული მომშენებლებში, მაგრამ მთლიანობაში, არ შეიძლება უარვყოთ, რომ სწორედ მისი დამსახურებით არის გამოყვანილი თითქმის ყველა დღესდღეობით პოპულარული კატისა და ძაღლის ჯიში.

მაშ, რა არის ინბრიდინგი?

ინბრიდინგი ახლო ნათესავების შეჯვარებაა შთამომავლობაში სასურველი ნიშნების განსამტკიცებლად. მაგალითად: ბეწვის სიგრძის, შეფერილობის, ან ყურების ფორმის.
ჯიშის გამრავლება რამდენიმე მეთოდით ხდება. პირველი – არის აუტბრინდინგი, გენეტიკურად ერთმანეთთან კავშირის არმქონე ცხოველების, ლაინბრიდინგი – ახლო ნათესავების შეჯვარება, რომლებსაც საერთო წინაპარი ყავთ, მხოლოდ მესამე მეოთხე თაობაში და ინბრიდინგი – რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. ცხოველების სამყაროში ასეთ შეჯვარებებში ამორალური არაფერია. კატები არ არიან შებოჭილნი სოციალური შეზღუდვებით, ხელმძღვანელობენ ინსტინქტებით, ამიტომაც ინბრიდინგი შესაძლებლობას იძლევა, ჯიშში განმტკიცდეს შთამომავლობაში მშობლებისთვის დამახასიათებელი გარკვეული თვისებები. თუ მეცნიერულად მივუდგებით, ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს. ყოველ ორგანიზმს გენების ორმაგი ნაკრები აქვს: დედის და მამის. ახლო ნათესავების შეჯვარებისას, შთამომავლობა იღებს ქრომოსომების ნაკრებს, რომელიც, რაც უფრო ახლოა ნათესაური კავშირი, მით მეტად ემთხვევა ერთმანეთს. ამ გზით შესაძლებელია ჯიშში განმტკიცდეს გარკვეული ნიშნები. მეტიც, ინბრიდინგს ატარებენ იდენტურ ცხოველებს შორის (რომლებიც არ არიან ტყუპები), რაც საშუალებას იძლევა გამოყვანილი გენოტიპის გადაცემა უფრო განმტკიცებული შედეგით მოხდეს.

რაშია საფრთხე?

თუ კატებს მორალური პრინციპები არ აბრკოლებთ, რატომ ცდილობენ სელექციონერები ინბრიდინგს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში მიმართონ? ყველაფერი მარტივადაა. ერთნაირი გენები გვეხმარებიან მივიღოთ საჭირო ნიშნები, მაგრამ ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში ქრომოსობეის მცირე ნაკრებს შეუძლია შთამომავლობის დაღიანობა ან სიკვდილი გამოიწვიოს. ბუნებაში ინბრიდინგი ინსტინქტურად მხარდაჭერილი არ არის. პირველ რიგში, რაც უფრო მრავაფეროვანი გენები აქვს ორგანიზმს, მით უფრო მაღალია მისი შემგუებლობა ნებისმიერი ცვლილების მიმართ. ერთნაირი გენოტიპი ცხოველს არ აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა ფაქტორებს შეეგუოს (მაგალითად, გენეტიკურ დაავადებებს) – ეს კი ბუნებრივი გადარჩევის პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის, მეორეც – (და ეს ახლო ნათესავებს შორის კავშირის მთავარი რისკია) – ყოველ ორგანიზმშია როგორც კარგი, ისე ცუდი გენები, ინბრიდინგის დახმარებით პირველების გაძლიერება, ავტომატურად აძლიერებს ცუდ გენებსაც, რაც იწვევს სხვადასხვა გენეტიკურ მუტაციებსა და დაავადებებს. იბადებიან სიცოცხლის უუნარო ცხოველები, ან სულაც, მკვდრადშობილები. მარტივად რომ ვთქვათ, ნათესავების შეჯვარებისას, ჯიშში შესაძლოა განმტკიცდეს როგორც სასურველი და დადებითი, ასევე არასასურველი ნიშნები, როგორებიცაა გენეტიკური დაავადებები და სხვა უსიამოვნებები. ამას ინბრედული დეპრესია ეწოდება.

რატომ იყენებენ ინბრიდინგს?

ინბრიდინგი ძალიან მალე იძლევა შესაძლებლობას მივიღოთ შთამომავლობა სასურველი ნიშნებით. მეტნაკლებად სწრაფი გზა და-ძმის, დედის შვილთან ან მამის შვილთან შეჯვარებაა. 16-ჯერ განხორციელებული ინბრიდინგი ახლო ნათესავებში საშუალებას იძლევა შთამომავლობაში 98% მსგავსი გენები მივიღოთ, პრაქტიკულად, ერთნაირი ცხოველები, რომლებიც არ იქნებიან ტყუპები.
მომშენებლები, რომლებმაც გადაწყვიტეს ინბრიდინგის გზას დაადგნენ, არ ცდილობენ მთელი შთამომავლობის შეჯვარებას, თუ ნებსიმიერი ნიშნით ცხოველი ასეთი შეჯვარებისთვის შესაფერისი არ არის (ზოგჯერ ეს 80%-ია ), რჩებიან მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები. მეტიც: გამოცდილი მომშენებელი კატების ინცესტზე მხოლოდ მაშინ წავა, როდესაც ფლობს სრულ ინფორმაციას არა მხოლოდ საჭირო, არამედ შესაძლო მავნე გენებზე.

სწორად გამოყენების შემთხვევაში, ინბრიდინგი – ერთის მხრივ, შესაძლებლობას იძლევა მივიღოთ სწორი გენები, მეორეს მხრივ კი, თითქმის სრულიად ამოვძირკვოთ ცუდი გენები.

თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ კატები ინბრიდინგის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ სწრაფად შეიძლება გავრცელდეს არა მხოლოდ ღირსებებით დაჯილდოებული გენები, არამედ კრიტიკული ნაკლოვანებებიც, რასაც შეიძლება მეორე, მესამე თაობაში გამრავლებული ცხოველების მთელი ხაზის სიკვიდილი მოყვეს. სწორედ ეს რისკი გახლავთ ძირითადი, როდესაც მომშენებლები ინბრიდინგს მიმართავენ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!