
კატების ინბრიდინგი: დადებითი და უარყოფითი მხარეები
მაშ, რა არის ინბრიდინგი?
ინბრიდინგი ახლო ნათესავების შეჯვარებაა შთამომავლობაში სასურველი ნიშნების განსამტკიცებლად. მაგალითად: ბეწვის სიგრძის, შეფერილობის, ან ყურების ფორმის.
რაშია საფრთხე?
თუ კატებს მორალური პრინციპები არ აბრკოლებთ, რატომ ცდილობენ სელექციონერები ინბრიდინგს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში მიმართონ? ყველაფერი მარტივადაა. ერთნაირი გენები გვეხმარებიან მივიღოთ საჭირო ნიშნები, მაგრამ ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში ქრომოსობეის მცირე ნაკრებს შეუძლია შთამომავლობის დაღიანობა ან სიკვდილი გამოიწვიოს. ბუნებაში ინბრიდინგი ინსტინქტურად მხარდაჭერილი არ არის. პირველ რიგში, რაც უფრო მრავაფეროვანი გენები აქვს ორგანიზმს, მით უფრო მაღალია მისი შემგუებლობა ნებისმიერი ცვლილების მიმართ. ერთნაირი გენოტიპი ცხოველს არ აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა ფაქტორებს შეეგუოს (მაგალითად, გენეტიკურ დაავადებებს) – ეს კი ბუნებრივი გადარჩევის პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის, მეორეც – (და ეს ახლო ნათესავებს შორის კავშირის მთავარი რისკია) – ყოველ ორგანიზმშია როგორც კარგი, ისე ცუდი გენები, ინბრიდინგის დახმარებით პირველების გაძლიერება, ავტომატურად აძლიერებს ცუდ გენებსაც, რაც იწვევს სხვადასხვა გენეტიკურ მუტაციებსა და დაავადებებს. იბადებიან სიცოცხლის უუნარო ცხოველები, ან სულაც, მკვდრადშობილები. მარტივად რომ ვთქვათ, ნათესავების შეჯვარებისას, ჯიშში შესაძლოა განმტკიცდეს როგორც სასურველი და დადებითი, ასევე არასასურველი ნიშნები, როგორებიცაა გენეტიკური დაავადებები და სხვა უსიამოვნებები. ამას ინბრედული დეპრესია ეწოდება.რატომ იყენებენ ინბრიდინგს?
ინბრიდინგი ძალიან მალე იძლევა შესაძლებლობას მივიღოთ შთამომავლობა სასურველი ნიშნებით. მეტნაკლებად სწრაფი გზა და-ძმის, დედის შვილთან ან მამის შვილთან შეჯვარებაა. 16-ჯერ განხორციელებული ინბრიდინგი ახლო ნათესავებში საშუალებას იძლევა შთამომავლობაში 98% მსგავსი გენები მივიღოთ, პრაქტიკულად, ერთნაირი ცხოველები, რომლებიც არ იქნებიან ტყუპები.
სწორად გამოყენების შემთხვევაში, ინბრიდინგი – ერთის მხრივ, შესაძლებლობას იძლევა მივიღოთ სწორი გენები, მეორეს მხრივ კი, თითქმის სრულიად ამოვძირკვოთ ცუდი გენები.
თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ კატები ინბრიდინგის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ სწრაფად შეიძლება გავრცელდეს არა მხოლოდ ღირსებებით დაჯილდოებული გენები, არამედ კრიტიკული ნაკლოვანებებიც, რასაც შეიძლება მეორე, მესამე თაობაში გამრავლებული ცხოველების მთელი ხაზის სიკვიდილი მოყვეს. სწორედ ეს რისკი გახლავთ ძირითადი, როდესაც მომშენებლები ინბრიდინგს მიმართავენ.
Leave your comment