ირლანდიური სეტერი

ირლანდიური სეტერი

მახასიათებლები   არმოშობის ქვეყანა ირლანდია   ზომა დიდი   სიმაღლე 58–70 სმ   წონა 14-32 კგ   ასაკი 10-14 წელი

მოკლე ინფორმაცია   • მშვიდი, ენერგიული და ინტელექტუალური ძაღლი, რომელიც ყოველთვის მზადაა სახლში სამუშაოდ;შესანიშნავი დამხმარე ნადირობისას;შეეფერება როგორც აქტიურ ოჯახებს, ასევე, მარტოხელა ადამიანებს.   ხასიათი

ამ კეთილშობილ ძაღლს სამართლიანად ეკუთვნის “ყველაზე ლამაზი მონადირის” ტიტული. ყავისფერი თვალები, ჩაფიქრებული მზერა და აბრეშუმისებრი გრძელი ბეწვი – ირლანდიური სეტერის ხიბლსთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია. ამ ლამაზ მონადირეს შესაბამისი ხასიათიც აქვს, ის გამბედავი და მამაცია. ენერგიული, ინტელექტუალური და აქტიური ირლანდიური სეტერი შესანიშნავი კომპანიონია ბავშვიანი ოჯახებისთვის. სეტერი სირბილს ყველაზე ზარმაც მფლობელსაც კი აიძულებს. მიიჩნევა, რომ ამ ჯიშს სპორტით გატაცებული ადამიანები ირჩევენ, რადგან ძაღლი პატრონის სხვადასხვა საქმიანობას სიამოვნებით აყვება. ირლანდიური სეტერი მშვიდობისმოყვარე და კომუნიკაბელურია. უცნობსაც კი, მხიარულად კუდის ქნევით შეხვდება. ამიტომ, ეს ძაღლი არ არის შესაფერისი მცველის ან დარაჯის როლისთვის: ქურდთან დამეგობრების ალბათობა ძალიან დიდია. მაგრამ ამ ჯიშის წარმომადგენლები საუკეთესო ძიძები არიან! ირლანდიური სეტერი მზად არის მთელი დღის განმავლობაში ეთამაშოს ბავშვებს და უფროსებს შეუძლიათ არ ინერვიულონ – ის ბავშვებს არ ავნებს. ეს ძაღლი ადვილად ეგუება სახლში მაცხოვრებელ სხვა ცხოველებს. ირლანდიური სეტერის სიყვარული ყველას ეყოფა. ამ ჯიშის წარმომადგენლების აღზრდა ადვილი და სასიამოვნოა. ძაღლი ცდილობს ასიამოვნოს პატრონს და თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე მშვენივრად უგებს მას. ზოგიერთი მომშენებელი მიიჩნევს, რომ ირლანდიელის გაწვრთნას ბავშვიც კი მოახერხებს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!