ძაღლების ჯიშები ბავშვებისთვის - 40 საუკეთესო

ძაღლების ჯიშები ბავშვებისთვის – 40 საუკეთესო

ამ სტატიაში შეიტყობთ, რომელი ძაღლებია ბავშვებისთვის საუკეთესო და რომელი შინაური ცხოველების მოყვანა ჯობს სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენ გიამბობთ, რატომ სჭირდება ბავშვს ძაღლი საერთოდ და როგორ მოემზადოს ოჯახი ახალი ოთხფეხა წევრის მოსვლისთვის. ჩვენ ვუპასუხებთ კითხვებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვიჩნდება, მათ შორის: “რომელი ძაღლები არიან ყველაზე კეთილები?” დაბავშვები და ლეკვები უსაფრთხოდ იქნებიან ერთმანეთთან“?

ძაღლები და ბავშვები

ფრთხილად იყავით ბავშვებისთვის ძაღლის ჯიშის არჩევისას, თუ სერიოზულად გადაწყვეტთ თქვენს ოჯახში შინაური ცხოველის ყოლას. ზოგიერთი ჯიში შეიძლება არ იყოს დაინტერესებული ბავშვებით, ზოგი კი აგრესიას გამოხატავს. ზოგიერთი ცხოველი ბუნებით ბავშვზეა ორიენტირებული და კარგი ძიძა იქნება სულ პატარა ბავშვებისთვისაც კი. ინტროვერტი ბავშვისთვის ძაღლი შეიძლება გახდეს ახლო მეგობარი, ექსტრავერტისთვის კი კომპანიონი ყველა თამაშში და ოინებში.

ძაღლებთან ურთიერთობისას ბავშვებს უვითარდებათ პასუხისმგებლობის, პუნქტუალურობის და თანაგრძნობის უნარები. სანამ ძაღლს აიყვანთ, გაესაუბრეთ თქვენს შვილს.

 

რაზე უნდა ესაუბროთ:

აუხსენით, რომ ძაღლის ყოლა არის პასუხისმგებლობა მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში. ერთად უყურეთ ფილმებს ძაღლების ერთგულების შესახებ. ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ შინაური ცხოველი სათამაშო არ არის და არ შეიძლება კარადის ქვეშ დადოს, თუ ის მოულოდნელად მობეზრდება.

ჩააბარეთ ანალიზები ალერგიაზე. ძაღლთან დროებითი კონტაქტით, ალერგია შეიძლება არ გამოვლინდეს.

წაიყვანეთ თქვენი შვილი სასეირნოდ ცუდ ამინდში. უთხარით, რომ ძაღლთან ერთად სიარული წვიმაში ან ყინვაშიც კი აუცილებელია.ბერ

ითხოვეთ ძაღლი მეგობრებისგან ან მოხალისეებისგან. აჩვენეთ, რომ ძაღლი არა მხოლოდ თამაშებია, არამედ ყოველდღიური სამუშაოც, ზოგჯერ არც თუ ისე სასიამოვნო. მიეცით ბავშვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს ძაღლის ჭუჭყიანი დასაფენების რეცხვაში, ძაღლის რეცხვაში და კვებაში.

ჰკითხეთ მომშენებელს ძაღლის დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ. იფიქრეთ იმაზე, თუ რას გააკეთებთ, თუ საერთოდ ვერ შეეგუებით ძაღლს.

ძაღლების საუკეთესო ჯიშები ბავშვებისთვის ჩვენ შევისწავლეთ ჯიშის სტანდარტები, მომშენებლებისა და პატრონების გამოხმაურებები, რათა შეგვედგინა 40 საუკეთესო ძაღლის ჯიშის სია ბავშვებისთვის. აღმოჩნდა, რომ მცირე ზომის ძაღლი ყოველთვის არ არის საუკეთესო ვარიანტი ბავშვიანი ოჯახისთვის და ხშირად, ძაღლების დიდი ჯიშები შეიძლება გახდეწს კარგი ძიძა ბავშვებისთვის და ბინაშიც უპრობლემოდ შეინახავთ მას. მოხერხებულობისთვის, ბავშვებისთვის საუკეთესო ძაღლები დავყავით სამ კატეგორიად: პატარებად, საშუალოებად და დიდებად. საუკეთესო პატარა ძაღლების ჯიშები ბავშვებისთვის:

იორკშირული ტერიერი სიმაღლე: 15-18 სმ წონა: 2-3,5 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი ბეწვი: ჰიპოალერგიული, გრძელი, გლუვი, საჭიროებს პერიოდულ გაკრეჭას; მინიატურული ძაღლი მამაცი ხასიათით. მას უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მხარს დაუჭერს ნებისმიერ საქმიანობას, კარგად ექვემდებარება. იორკებს არ უყვართ როდესაც კუდსა და ბეწვზე ქაჩავენ და ამაზე შესაძლოა, აგრესიული რეაქცია ჰქონდეთ. ამიტომ, ისინი უფრო შესაფერისია 6 წლიდან ბავშვებისთვის, რომლებსაც უკვე ესმით, როგორ მოიქცნენ შინაურ ცხოველთან. უფრო პატარებმა, დაუდევრობით, შესაძლოა, მას ზიანი მიაყენონ.
Йоркширский терьер — подходящая собака для детей
მოპსი სიმაღლე: 25-33 სმ წონა: 5,5-8,5 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-15 წელი ბეწვი: მკვრივი, მოკლე, დიდი რაოდენობით სცვივა მოპსი შესანიშნავი კომპანიონი იქნება თქვენი შვილისთვის. გამოდგება ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის. მოპსები მომთმენები არიან, პრაქტიკულად არ ბრაზდებიან ბავშვებზე. ის თქვენს შვილს მხარს ნებისმიერ თამაშში აუბამს ან უბრალოდ, გვერდით მიუწვება, თუ ბავშვი არ არის მიდრეკილი აქტიური თამაშებისკენ. ეს ძაღლი უფროსებს ყეფით ამცნობს, თუ, მაგალითად, ბავშვი მაღლა ავიდა ან სხვა ყოფითი საფრთხე ემუქრება.
Мопс — подходящая порода собак для детей и квартиры
ფრანგული ბულდოგი სიმაღლე: 25-35 სმ წონა: 8-10 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-14 წელი ბეწვი: მკვრივი, მოკლე ფრანგული ბულდოგები ძალიან კარგად გრძნობენ პატრონის განწყობას. ეს თვისება ეხმარება მათ ბავშვებთან დაახლოებაში. ფრანგული ბულდოგი გახდება თქვენი შვილის ერთგული მეგობარი, როცა მოიწყენს, გაამხნევებს. ის არ არის ძალიან აქტიური, მაგრამ არც ძალიან ზარმაცი ძაღლია. მშვიდად რეაგირებს გარე გამღიზიანებლებზე, თითქმის არ ყეფს.
Французский бульдог — лучшая порода собак для детей
ჯეკ რასელ ტერიერი სიმაღლე: 25-30 სმ წონა: 4-6 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-16 წელი სამი სახის ბეწვი გვხვდება: გლუვი, უხეში, საშუალო აქტიური ჯიში, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. გამოდგება 6 წლიდან ბავშვებისთვის. ჯეკ რასელი არ მოითმენს ზედმეტ შეხებას. ამიტომ აუცილებლად დაესწარით ბავშვისა და ძაღლის პირველ თამაშებს. ის ცელქი ბავშვის საუკეთესო მეწყვილედ იქცევა ნებისმიერ თამაშში. თუ თქვენს შვილს მშვიდი ხასიათი აქვს, უმჯობესია სხვა ჯიში განიხილოთ.
Джек-рассел — подходящая собака для детей
პომერანული შპიცი სიმაღლე: 18-24 სმ წონა: 2-3,5 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-16 წელი ბეწვი: რბილი, მკვრივი, სქელი ქვედა საფარით ეს ჯიში შესაფერისია 6 წლიდან ბავშვებისთვის, რადგან ნაზი აგებულება აქვს. ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ შეიძლება ძაღლი დაზიანოს. შპიცი არ არის ეჭვიანი, კეთილი, ალერსიანი ხასიათი აქვს. მათ მუდმივი კომუნიკაცია სჭირდებათ. იდეალურად იწვრთნება.
Померанский шпиц — подходящая порода собак для детей и квартиры
მალტური ბალონკა სიმაღლე: 20-25 სმ წონა: 3-4 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-14 წელი ბეწვი: გრძელი, სტრუქტურით ადამიანის თმას გავს მალტური ბალონკა ძალიან ჭკვიანი ძაღლია, მაგრამ მისი გაწვრთნა შეიძლება პრობლემური იყოს. ირჩევს ერთ პატრონს და მხოლოდ მას ემორჩლება, თუნდაც ოჯახში ბევრი ადამიანი იყოს. მუდმივი კომუნიკაცია სჭირდება. მალტური ბალონკა ადვილად პოულობს საერთო ენას ბავშვებთან, სიამოვნებით ითამაშებს ბევრს და არ გამოიჩენს აგრესიას, თუნდაც ბავშვი ბეწვზე ქაჩავდეს. პატარებს, ეს ჯიში მისი თოჯინის მსგავსი გარეგნობის გამო, ჩვეულებრივ, უყვართ.
Мальтийская болонка — лучшая порода собак для детей
ბიშონ ფრიზე სიმაღლე: 25-30 სმ წონა: 3-5 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი ბეწვი: ხვეული, სქელი, გრძელი, აბრეშუმისებრი ბიშონ ფრიზე მორჩილი და ადვილად გასაწვრთნელი ძაღლია. ხვადები, ძუებზე მარტივად იწრთნებიან. ამ ძაღლს ადამიანის მუდმივი ყურადღება სჭირდება, უყვარს, როდესაც დიდხანს ეფერებიან. სიამოვნებით წამოგყვებათ ლაშქრობაში. გამოდგება როგორც აქტიური, ასევე მშვიდი ბავშვებისთვის. ბიშონ ფრიზე არის ერთ-ერთი საუკეთესო პატარა ძაღლის ჯიში, რომელიც შესაფერისია ბინებაში საცხოვრებლად და ბავშვებისთვის.
Бишон фризе — подходящая собака для детей
აფენპინჩერი სიმაღლე: 24-28 სმ წონა: 3-5 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-14 წელი ბეწვი: მყარი, აბურდული ტემპერამენტიანი ძაღლია, აფენპინჩერებს სჭირდებათ ადრეული სოციალიზაცია და წვრთნისას მათ მიმართ მკაცრები უნდა იყოთ. ეს ჯიში შესაფერისია თინეიჯერი ბავშვების ოჯახებისთვის. აფენპინჩერები პატარა ბავშვებს, კონკურენტებად აღიქვამენ. ამ ძაღლის გაწვრთნა მოზარდებს დააინტერესებთ. მიუხედავად ენერგიულობისა, აფენპინჩერებს შეუძლიათ ბევრი დრო გაატარონ სახლში, ხანგრძლივი სეირნობის გარეშე.
Аффенпинчер — лучшая порода собак для детей
ლევრეტკა სიმაღლე: 32-38 სმ წონა: 3-5 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-14 წელი ბეწვი: მოკლე, გლუვი ლევრეტკებს ნერვული აგზნებისგან ან სიცივისგან აკანკალებთ ხოლმე. ეს ამ ჯიშის დამახასიათებელი თვისებაა. ბუნებით ისინი კატებს ჰგვანან, არ უყვართ ნესტი და სახლში უფრო თბილ ადგილებს ეძებენ. ეს ჯიში შესაფერისია 10 წლიდან მშვიდი ხასიათის მქონე ბავშვისთვის, რადგან მათ არ მოსწონთ ბევრი ხმაური. ლევრეტკები პატრონის მიმართ სიყვარულს ტაქტილურად გამოხატავენ, მოსწონთ მასზე ხახუნი და ლოკვა.
Левретка — подходящая порода собак для детей и квартиры
ჩინური ფაფრიანი სიმაღლე: 23-33 სმ წონა: 2-6 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 11-14 წელი ბეწვი: გრძელი – თავზე, თათებსა და კუდზე, სხეული – მელოტი ჩინური ფაფრიანი ძალიან მგრძნობიარეა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ. ამიტომ, უმჯობესია, ასეთი ძაღლი ბავშვს იმ შემთხვევაში უყიდოთ, თუ ბინაში ცხოვრობთ. ცივ ამინდში მას სახლშიც კი სჭირდება ტანსაცმელი. გამოდგება სკოლის მოსწავლეებისთვის. კარგად სწავლობს სხვადასხვა ილეთს. პატრონის ერთგულია, მაგრამ მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. დიდი ხნით მარტო ვერ დარჩება.
Китайская хохлатая часто мерзнет
პეკინესი სიმაღლე: 15-25 სმ წონა: 3-5,5 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-15 წელი ბეწვი: გრძელი, უხეში რბილი ქვედა საფარით გამოდგება ოჯახებისთვის, სადაც მოზარდები ცხოვრობენ. პეკინესებს არ უყვართ, როდესაც ზედმეტად ეფერებიან. მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ შესაძლოა აგრესია გამოავლინონ. პეკინესი შეიძლება გახდეს კარგი მეგობარი, თუ ბავშვს ესმის, რომ ძაღლი ძალიან ხშირად ხელში არ უნდა აიყვანოს. მიეკუთვნება კომპანიონ ძაღლებს. თუ უყურადღებოდ დიდი ხნით დატოვებთ, შეიძლება ავადაც კი გახდეს.
Пекинес любит внимание
ჩიხუახუა სიმაღლე: 15-23 სმ წონა: 1-3 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-16 წელი ბეწვი: მკვრივი, მოკლე ან გრძელი, გლუვი, აბრეშუმისებრი ეს ჯიში ძალიან ეჯაჭვება პატრონს, მას ფაქტობრივად ფეხდაფეხ დაყვება. თუ ჩიხუახუას დიდხანს დატოვებთ მარტო, ის შურისძიებას დაიწყებს. გამოდგება 6 წლიდან ბავშვებისთვის. ძალიან პატარებზე შეიძლება იეჭვიანოს. თავდაპირველად, პირველ ხანებში, ბავშვისა და ძაღლის ურთიერთობის კონტროლი მოგიწევთ, რათა კომუნიკაციის წესებს ორივე ჩასწვდეს. სამაგიეროდ, მომავალში ჩიხუახუა მოსიყვარულე და მხიარული იქნება გახდება.
Чихуахуа привязывается к хозяину
ში-ტცუ სიმაღლე: 23-28 სმ წონა: 4,5-8 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 11-16 წელი ბეწვი: ძალიან გრძელი, სქელი და უხეში ში-ტცუ კომპანიონი ძაღლია. აქვს სტაბილური ფსიქიკა და მშვიდი ხასიათი. თუმცა, მუდმივი ყურადღების გარეშე, ის შეიძლება გაღიზიანებული გახდეს. ში-ტცუს ყველა ასაკის ბავშვი უყვარს. მათ ბეწვს მუდმივი დაბანა და გაკრეჭა სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ ეს შეიძლებამხრებზე თქვენ დაგაწვეთ.
Ши-тцу обладает очень спокойным характером
კერნ ტერიერი სიმაღლე: 28-31 სმ წონა: 6-8 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-15 წელი ბეწვი: უხეში, ამოშვერილი, ფუმფულა და სქელი ქვედა საფარით აქტიური ძაღლია, რომელსაც ბევრი სიარული სჭირდება. კერნ ტერიერი ნებისმიერ სტიმულზე ყეფით რეაგირებას დიწყებს, თუ მარტო დიდხანს დარჩება. მათ უყვართ ბავშვები, ისინი სიამოვნებით აუბამენ მხარს მათ ნებისმიერ თამაშს. კერნ ტერიერებს უყვართ ჭამა და მათხოვრობა. ამიტომ, დარწმუნდით, რომ ბავშვი მას ზედმეტს არ აჭმევს.
Керн-терьер — очень активная собака
რუსული ტოი ტერიერი სიმაღლე: 20-28 სმ წონა: 1,5-3 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-12 წელი ბეწვი: მოკლე, მკვრივი რუსულ ტოი ტერიერებს შეუძლიათ კარგად შეისწავლონ პატრონის სისუსტეები და ისინი საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. მათ არ უყვართ, როდესაც ეჩხუბებიან, შეიძლება დიდი ხნით გაიბუტონ. მეგობრული, კომუნიკაბელური, მაგრამ საკმაოდ შფოთიანი ძაღლები არიან. ამიტომ უმჯობესია ისინი სკოლის ასაკის ბავშვებს აუყვანოთ.
Русский той-терьер —  обидчивая порода
საუკეთესო საშუალო ზომის ძაღლების ჯიშები ბავშვებისთვის კორგი სიმაღლე: 25-30 სმ წონა: 9-14 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი ბეწვი: უხეში განვითარებული ქვედა საფარით, უხვად სცვივა. კორგის ჩონჩხის აგებულების თავისებურებების გამო, კიბეებზე სამ თვემდე ასვლა არ შეუძლია, დაბლა – ექვს თვემდე ვერ ჩამოდის. ეს ჯიში შესაფერისია მრავალშვილიანი ოჯახისთვის, კარგად გრძნობს პატრონის განწყობას და არ შეაწუხებს, როდესაც ცუდ ხასიათზეა. კორგი იქნება ძიძაც და მეგობარიც თქვენი შვილისთვის, არ გამოავლენს უკმაყოფილებას და აგრესიას.
Корги — хорошие няньки для детей
ინგლისური ბულდოგი სიმაღლე: 50-55 სმ წონა: 23-25 ​​კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 7-10 წელი ბეწვი: მოკლე, მკვრივი, ქვედა საფარის გარეშე ამ ჯიშის ძაღლები ზანტები არიან, არ მოსწონთ ხანგრძლივი სეირნობა. ისინი ბავშვებს ისე ექცევიან, როგორც მათი პატრონები, ანუ მათ ქცევას აკოპირებენ ისინი იზრუნებენ ოჯახის უმცროს წევრებზე და ითამაშებენ მათთან ერთად, გაუძლებენ ყველა უხერხულობას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ინგლისური ბულდოგები მიდრეკილნი არიან მეტეორიზმისკენ და ნერწყვის მომატებული დენისკენ.
Английский бульдог с удовольствием будет заботиться о малышах
ველშტერიერი სიმაღლე: 35-39 სმ წონა: 9-9,5 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი ბეწვი: მყარი, ხვეული აქტიური ძაღლი, რომელსაც მუდმივი წვრთნა და მტკიცე აღზრდა სჭირდება. სეირნობისას ძალიან უყვარს მიწის თხრა. შესაფერისია 6 წლიდან ბავშვებისთვის, უმცროსი ბავშვები შეიძლება დაღალოს. მხარს აუბამს თქვენს შვილს ყველა თამაშში. სიბერემდე ინარჩუნებს მაღალ აქტივობას.
Вельштерьеры нуждаются в тренировках
ბორდერ კოლი სიმაღლე: 47-53 სმ წონა: 15-20 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი ბეწვი: გრძელი ან მოკლე, რბილი მკვრივი ქვედა საფარით ბორდერ კოლი ყველაზე ჭკვიანი ჯიშად არის აღიარებული. თავდაპირველად ამ ძაღლებს ცხვრის სამწყემსად იყენებდნენ. წვრთნის შემდეგ ის გახდება კარგი კომპანიონი და ძიძა ბავშვებისთვის. სჭირდება ხანგრძლივი გასეირნება, ყველაზე კარგად თავს საკუთარ სახლში დიდეზოიან სახლში იგრძნობს.
Бордер-колли любят длительные прогулки
პატარა პუდელი სიმაღლე: 35-45 სმ წონა: 8-14 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი ბეწვი: ხვეული, უხეში ერთ-ერთი საუკეთესო ძაღლი ბავშვებისთვის. მათ აქვთ მაღალი ინტელექტი, სიამოვნებით სწავლობენ ბრძანებებს. ბუნებით კეთილი და მორჩილია. ეს ჯიში შესაფერისია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რადგან ძალიან ამტანია. არ ამჟღავნებს აგრესიას, მაშინაც კი, თუ ბავშვები ზედმეტად აწვალებენ ძაღლს.
Пудель легко обучается командам
ინგლისური კოკერ სპანიელი სიმაღლე: 38-41 სმ წონა: 13-14,5 სმ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-14 წელი ბეწვი: რბილი, სქელი, აბრეშუმისებრი ინგლისური კოკერ სპანიელი საოჯახო ძაღლების ჯიშებს მიეკუთვნება. სპანიელებს სჭირდებათ ხანგრძლივი ვარჯიში და თამაში. დაიწყეთ თქვენი საყვარელი ცხოველის აღზრდა ადრეული ასაკიდან და სამომავლოდ, ის იქნება მოწესრიგებული ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ძაღლები მეგობრულები არიან და სიამოვნებით თამაშობენ ბურთის ან ფრისბის. კოკერ სპანიელები მიდრეკილნი არიან ჭარბი ჭამისაკენ, ამიტომ დარწმუნდით, რომ ბავშვები ზედმეტს არ აჭმევენ.
Английский кокер-спаниель любит детей
შელტი სიმაღლე: 32-40 სმ წონა: 7-12 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-14 წელი ბეწვი: გრძელი, გლუვი, სქელი შელტი ხშირად მონაწილეობს დოგ შოუში, რადგან მათ უყვართ ყურადღება, არიან მხიარულები და კარგად იწვერთნებიან. სახლში მარტო დარჩენა უჭირთ. ეს ჯიში შესაფერისია აქტიური ექსტრავერტული ბავშვისთვის. შელტი ძალიან ცნობისმოყვარეა და ცდილობს გასინჯოს ყველაფერი, რაც მის ინტერესს იწვევს. ამიტომ, კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად, ბავშვის სათამაშოები გადაუმალეთ.
Шелти не переносят одиночества
ბიგლი სიმაღლე: 33-40 სმ წონა: 8-18 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 11-15 წელი ბეწვი: მოკლე, გლუვი, უხეში ბიგლები ვერ იტანენ მარტოობას, მათ დიდი ფიზიკური დატვირთვა სჭირდებათ. თუ საკმარისად არ სეირნობენ, ყეფენ. ბიგლები განკუთვნილია 6 წლიდან ბავშვებისთვის. ეს ძაღლები კარგად უგებენ პატარა პატრონებს და აქტიურ თამაშებშიც აუბამენ მხარს. თუმცა, არ დატოვოთ თქვენი შვილი და ძაღლი უყურადღებოდ დიდ ღია სივრცეებში. ბიგლი შეიძლება თამაშმა გაიტაცოს და შორს გაიქცეს.
Бигли плохо переносят одиночество
კოლი სიმაღლე: 51-61 სმ წონა: 19-34 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-13 წელი ბეწვი: სქელი, გრძელი, სწორი, უხეში კოლი ერთ-ერთ ყველაზე მშვიდობისმოყვარე ძაღლად ითვლება, კარგად ეგუება სხვა ცხოველებს. გახდება შესანიშნავი ძიძა და მეგობარი ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის. ეს ძაღლი საკმაოდ აქტიურია, მაგრამ ამავე დროს ზომიერებას იჩენს თამაშებში. კოლის ბეწვი მუდმივ ფრთხილ მოვლას საჭიროებს.
Колли — очень миролюбивы
ბასეტ ჰაუნდი სიმაღლე: 28-38 სმ წონა: 20-34 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-12 წელი ბეწვი: მოკლე, გლუვი, მკვრივი ბასეტ ჰაუნდი მარტო დიდი ხნით არ უნდა დატოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაიწყებს მეზობლების ხმამაღალი ყეფით დაიწყებს. მას ბევრი სიარული სჭირდება. ამ ჯიშის წარმომადგენლებს უყვართ ნებისმიერი ასაკის ბავშვებთან თამაში და გადაჭარბებულ ყურადღებას იტანენ. ბასეტ ჰაუნდებს კარგად სჭირდებათ გაწვრთნა, რადგან ამ ჯიშს სიჯიუტე ახასიათებს.
Бассет-хаунды  имеют большое терпение
სამოის ძაღლი სიმაღლე: 50-55 სმ წონა: 15-30 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი ბეწვი: გრძელი, უხეში, სწორი, მკვრივი ქვედა საფარით გამძლე ძაღლი, რომელსაც თითქმის არ აქვს ჯიშის დაავადებები. თავს კარგად გრძნობს მრავალშვილიან ოჯახში ან სხვა ცხოველების გარემოცვაში, რადგან თავდაპირველად ხროვაში ცხოვრობდა. ბუნებით ჭკვიანი და უანგაროა. პატარა ბავშვებსაც კარგად უგებს, უყვარს მათთან თამაში და კარგი ძიძაა. ეს ჯიში, შესანიშნავად იგრძნობს თავს საკუთარ დიდეზოიან სახლში, სადაც ბავშვებთან ერთად ღია ცის ქვეშ თამაშს შეძლებს.
Самоеды  хорошо ладят с маленькими детьми
უიპეტი სიმაღლე: 44-51 სმ წონა: 10-12 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-14 წელი ბეწვი: მოკლე, გლუვი, მკვრივი უიპეტს ცივ სეზონზე ტანსაცმელი სჭირდება, რადგან მათ პრაქტიკულად არ აქვთ ცხიმი. ეს ჯიში შესაფერისია დიდი სპორტული ოჯახისთვის. უიპეტს მუდმივად უნდა ეთამაშოთ და ავარჯიშოთ. თუმცა ენერგიულები მხოლოდ ქუჩაში არიან, სახლში დასვენებას ამჯობინებენ. ეს ცხოველები მოსიყვარულეები, ალერსიანები არიან, ნებისმიერი ასაკის ბავშვებს შეეფერებიან.
Уипетт не выносит низких температур
შარპეი სიმაღლე: 40-51 სმ წონა: 18-35 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 8-12 წელი ბეწვი: მოკლე, ჯაგრისისებრი, ქვედა საფარის გარეშე შარპეები ჭკვიანი, მორჩილი ძაღლები არიან. ერთ პატრონს ირჩევენ, რომელსაც დაემორჩილებიან. იმისთვის რომ შარპეიმ პატარა ბავშვთან იურთიერთოს, უმჯობესია სპციალისტთან ავარჯიშოთ. ძაღლი მიხვდება, რომ ბავშვს სიფრთხილით უნდა მოეპყროს. სიამოვნებით გაჰყვება ოჯახის ყველა წევრს სასეირნოდ, მაგრამ თამაშებისადმი დიდ ენთუზიაზმს არ გამოიჩენს.
Шарпеи выбирают только одного хозяина
საუკეთესო დიდი ზომის ძაღლების ჯიშები ბავშვებისთვის სენბერნარი სიმაღლე: 65-90 სმ წონა: 54-82 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 9-11 წელი ბეწვი: გრძელი, გლუვი, უხეში, მკვრივი ქვედა საფარით იდეალური დიდი ძაღლები ყველა ასაკის ბავშვებისთვის. არ დააზარალებს ბავშვს, მაშინაც კი, თუ ბავშვი ზურგზე შეაჯდება. ისინი მშვენივრად თანაცხოვრობენ სხვა ცხოველებთან. მიეკუთვნებიან მაშველ ძაღლებს. ბუნებით მშვიდები და მეგობრულები არიან, კარგად იტანენ დროებით მარტოობას. ძალიან მოსწონთ ხანგრძლივი სეირნობა, მაგრამ კარდიო დატვირთვა მათთვის საზიანოა.
Сенбернары очень терпеливые
დალმატინელი სიმაღლე: 54-62 სმ წონა: 24-32 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-13 წელი ბეწვი: მოკლე, სქელი, უხეში, უხვად სცვივა ეს ჯიში პოპულარული გახდა დისნეის მულტფილმების წყალობით. მაგრამ იმისთვის, რომ ძაღლს კარგი ხასიათი ჩამოუყალიბდეს, გაწვრთნა სჭირდება. პატრონს დასჭირდება თავდაჯერებულობა და დიდი მოთმინება. სწორი აღზრდის შემთხვევაში დალმატინელი თქვენი და თქვენი შვილების ერთგული მეგობარი გახდება. ამ ჯიშის ძაღლები ჰიპერაქტიურები არიან, ამიტომ ხანგრძლივი გასეირნება სჭირდებათ.
Далматинцам нужна хорошая дрессировка
გოლდენ რეტრივერი სიმაღლე: 51-61 სმ წონა: 25-41,5 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-13 წელი ბეწვი: გრძელი, რბილი, მკვრივი ქვედა საფარით გოლდენ რეტრივერები მხიარული და ადამიანზე ორიენტირებული ძაღლები არიან. ისინი სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას ყველა საოჯახო საქმეში. ამ ჯიშის ძაღლები არიან ძალიან ინტელექტუალურები, ადვილად იწვრთნებიან და არ არიან აგრესიულები. შეეფერებიან ნებისმიერი ასაკის ბავშვებს და მათთვის კარგი ძიძები გახდებიან.
Золотистые ретриверы хорошо поддаются дрессировке
ლაბრადორი სიმაღლე: 53-61 სმ წონა: 25-34 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-13 წელი ბეწვი: მოკლე, უხეში, მკვრივი ქვედა საფარით ლაბრადორებს ბევრი სიარული და დიეტა სჭირდებათ, რადგან ისინი მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ. ამ ჯიშის ძაღლები კარგად უგებენ ნებისმიერი ასაკის ბავშვს, ისინი პატარებთან ძალიან ფრთხილობენ. ბუნებით მეგობრულებიდა არააგრესიულები არიან. მომშენებლები ლაბრადორებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ და მორჩილ ძაღლს აფასებენ. Лабрадоры являются очень дружелюбными собаками
კომონდორი სიმაღლე: 65-80 სმ წონა: 40-60 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-12 წელი ბეწვი: გრძელი, რბილი, უხეში კომონდორები საკმაოდ თავნება ძაღლები არიან, ისინი სანამ პატრონის ბრძანებას შეასრულებენ, დაფიქრდებიან. მათ ძლიერი ფიზიკური დატვირთვა სჭირდებათ. ავლენენ სერიოზულ დამცველობით თვისებებს. თუ საშიშროება არსებობს, ოჯახის წევრებს დაიცავენ. ბავშვებთან მეგობრულები არიან.
Комондоры — отличные охранники
ვაიმარანერი სიმაღლე: 57-70 სმ წონა: 23-32 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-13 წელი ბეწვი: მოკლე, რბილი, ტალღოვანი ვეიმარანერი ძალიან ერთგულია პატრონის მიმართ და მარტოობას ცუდად ეგუება. ამიტომ, ეს ძაღლები საუკეთესოდ ინახება წყვილებში. ვაიმარანერები კარგად უგებენ ბავშვებს, მაგრამ შეიძლება უპასუხონ ზედმეტ ყურადღებას, ხვირის მირტყმით. ეს ჯიში საუკეთესოა ოჯახში, სადაც 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები ცხოვრობენ. ვაიმარანერებს აქტიური ფიზიკური დატვირთვა სჭირდებათ. Веймаранеры очень активны
გერმანული ნაგაზი სიმაღლე: 55-65 სმ წონა: 22-40 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-13 წელი ბეწვი: გრძელი, უხეში, მკვრივი, სქელი ქვედა საფარით გერმანული ნაგაზები სანიმუშოდ იწვრთნებიან, აქვთ ძლიერი ინტელექტი. ესმით, რა სურთ მათგან და როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში. ეს თვისებები საშუალებას აძლევთ კარგი ძიძები გახდნენ. პატარა ბავშვებს ზრუნვით ეპყრობიან, მოზარდებისთვის კი ნამდვილ მეგობრებად იქცევიან.
Немецкая овчарка очень внимательно относится к детям любого возраста
ნიუფაუნდლენდი სიმაღლე: 65-70 სმ წონა: 54-68 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 9-11 წელი ბეწვი: სქელი, გრძელი, სწორი, მკვრივი, თხელი ქვედა საფარით ნიუფაუნდლენდი ხშირად გამოიყენება თანმხლებ ძაღლებად. ისინი არიან ჭკვიანები, მგრძნობიარეები, პატრონებზე ძალიან ორიენტირებულები. ვარჯიშისას ფრთხილად უნდა იყოთ, ხმას არ აუწიოთ, ამან შეიძლება ძაღლი ძალიან შეურაცხყოს. ისინი არ არიან მიდრეკილნი თამაშისკენ, ამიტომ ნიუფაუნდლენდი უნდა წაახალისოს აქტიურობისკენ – მაგალითად, გამოიყენოთ მისი ბუნებრივი სიყვარული წყლის მიმართ. უყვართ ნებისმიერი ასაკის ბავშვები, ზრუნავენ მათზე და მათ გადაჭარბებულ ყურადღებასაც იტანენ.
Ньюфаундленды любят игры в воде
ერდელტერიერი სიმაღლე: 56-61 სმ წონა: 20-28 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 11-13 წელი ბეწვი: მოკლე, უხეში, მკვრივი ქვედა საფარით ერდელტერიერებს მუდმივი ვარჯიში სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოთენთილები და უემოციოები გახდებიან. ეს ძაღლები ბუნებით ეშმაკები არიან, ისინი მხარს დაუჭერენ ნებისმიერ თავგადასავალს. თუმცა, ჯიში არ არის შესაფერისი პატარებისთვის. ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ ერდელტრიერთან უხეშობა არ შეიძლება.
 Эрдельтерьерам умеют проказничать
რუსული შავი ტერიერი სიმაღლე: 66-72 სმ წონა: 45-50 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-11 წელი ბეწვი: რბილი, გრძელი, სქელი, მკვრივი ქვედა ფენით შავი რუსული ტერიერი დარაჯია. მას მთელი ოჯახის აღზრდა დასჭირდება, მეგობრულ ძაღლად რომ იქცეს. ამ შემთხვევაში რუსულ ტერიერს უანგაროდ შეუყვარდება ოჯახის ყველა წევრი და მათთან დროის გატარებას სიამოვნებას მიანიჭებს. მას აქვს მაღალი ინტელექტი და სტაბილური ფსიქიკა. სწორი აღზრდით, კონტაქტს ნებისმიერი ასაკის ბავშვებთან დაამყარებს.
Русский черный терьер отличается высоким интеллектом
ბერული ზენენჰუნდი სიმაღლე: 58-70 სმ წონა: 36-50 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 8-10 წელი ბეწვი: გრძელი, სქელი, რბილი, უხვად ცვივა მიუხედავად მისი ზომისა, ამ ძაღლისთვის ბინაში ცხოვრება შესაფერისია, მაგრამ ხანგრძლივ გასეირნებას საჭიროებს. ეს ჯიში, ყველა გაგებით უკეთილშობილესია. ისინი ყველა შინაურ ცხოველთან ერთად იცხოვრებენ, უყვართ ნებისმიერი ასაკის ბავშვები და იტანენ მათგან ყველანაირ ხუმრობას.
Бернские зенненхунды отличаются своей добротой
რიზენშნაუცერი სიმაღლე: 60-70 სმ წონა: 35-47 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი ბეწვი: უხეში, საშუალო სიგრძის და სიმკვრივის რიზენშნაუცერებს კარგი წვრთნა და ხანგრძლივი სეირნობა სჭირდებათ. თუ მარტოს დიდი ხნით დატოვებთ, ისინი პატრონის ავტორიტეტის შელახვას, დაიწყებენ. რიზენშნაუცერები ძიძების ჯიშებს არ მიეკუთვნებიან, ამიტომ სჯობს სკოლის ასაკის ბავშვებს მოუყვანოთ. ისინი მათ თამაშებში სიამოვნებით აყვებიან. Ризеншнауцеры любят долгие выгулы
  •  
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!