შინაური ცხოველები და ჩვილი ბავშვები. რამდენად მიზანშეწონილია მათი სიახლოვე?

შინაური ცხოველები და ჩვილი ბავშვები. რამდენად მიზანშეწონილია მათი სიახლოვე?

გამოკითხვის მონაცემების თანახმად, ადამიანები მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით რუსეთში, შინაურ ცხოველებს აღიქვამენ ოჯახის სრულფასოვან წევრებად, ზოგ შემთხვევაში კი საკუთარ შვილებადაც კი. მაგრამ რა მოხდება, თუ თქვენს სახლში გაჩნდება ნამდვილი ბავშვი? შეძლებენ თუ არა ერთად ცხოვრებას, ასეთ „მეზობლობას“ უფრო მეტი მინუსი აქვს თუ პლუსი?
ბავშვის განვითარება             ოთხფეხა მეგობრებს შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ ბავშვის ხასიათსა და უნარებზე, გაზრდის პროცესში. კერძოდ, შინაური ცხოველის მოვლა, რომელსაც შეაჩვევთ ბავშვს თანდათან 3-5 წლისას, მოგვიანებით დაეხმარება ბავშვს უფრო პასუხისმგებლიან, ემპათიურ ადამიანად ჩამოყალიბებაში. სინამდვილეში, შინაური ცხოველი შეიძლება გახდეს თქვენი შვილების პირველი მეგობარი და პირველი ობიექტი, ვისზეც აიღებენ პასუხისმგებლობას, რაც მომავალში უფრო მეტ თავდაჯერებულობას შემატებთ, სამუშაოსა და ყოველდღიური მოვალეობების შესრულებისას. გარდა ამისა, კვლევები ცხადჰყოფს შინაური ცხოველების უფრო მნიშვნელოვან სარგებელს პატარებისთვის. მაგალითად, თქვენი ძაღლისთვის წიგნების ხმამაღლა კითხვა ეხმარება ბავშვებს, განივითარონ კითხვის უნარები და ნაკლებად ნერვიულობენ დავალებებზე.       ფსიქიკური მდგომარეობა       უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ შინაური ცხოველები თავიანთ პატრონებზე ფსიქოთერაპიულად მოქმედებენ . ეს საოცარი თვისება განსაკუთრებით სასარგებლოა ოჯახის ახალი წევრის დაბადებისთანავე, როდესაც ქალბატონები მიდრეკილები არიან მშობიარობის შემდგომი დეპრესიისკენ. სიყვარული და ყურადღება, რომელსაც თქვენი ძაღლი ან კატა გაძლევთ, ამცირებს კორტიზოლის დონეს და არტერიულ წნევას, აგრეთვე გრძნობთ მხარდაჭერის, რაც ასე გჭირდებათ ცხოვრების რთულ პერიოდში.       ჯანმრთელობა       ექიმები ამბობენ, რომ სპეციალური ბაქტერიების წყალობით, რომლებსაც შინაური ცხოველები ბეწვზე ატარებენ, 1 წლამდე ასაკის ბავშვების იმუნიტეტი ძლიერდება და მცირდება ალერგიის რისკი. კერძოდ, შვედმა მეცნიერმა დაამტკიცა, რომ შინაური ცხოველების არსებობა ორჯერ მეტად ამცირებს ალერგიული რეაქციის განვითარების ალბათობას: გამოკვლეულ სამ ბავშვს შორის მხოლოდ 23% იყო ალერგიული, ხოლო ბავშვებში, ვინც იზრდებოდა ცხოველის გარეშე, ალერგია განვითარდა 49%-ში.
Ученые доказали, что наличие питомцев у детей снижает риск развития аллергии
ანალოგიური სიტუაციაა რესპირატორული დაავადებებთან დაკავშირებით. ფინელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც აღმოაჩინეს, რომ ბავშვები შინაური, ცხოველის გარეშე, ოტიტით საშუალოდ 4-ჯერ უფრო მეტხანს არიან ავად, ვიდრე თანატოლები, ვისაც ჰყავს შინაური ცხოველი (8 დღე 2-ის წინააღმდეგ), ასევე სჭირდებათ ანტიბიოტიკების უფრო ხანგრძლივი კურსი (6 დღე 1-ის წინააღმდეგ).       სხვა საფრთხეები       მშობლების შფოთვის ძირითადი მიზეზებია: მათი შვილების უსაფრთხოება, ცხოველის ეჭვიანობა ოჯახის ახალი წევრის მიმართ და ბავშვის შესაძლო „უარყოფა“ კატის ან ძაღლის მიერ. ვეტერინარების თქმით, ამ შიშის საფუძველი არ არსებობს. როგორც წესი, შინაური ცხოველები, რომლებიც მიჯაჭვულები არიან პატრონებთან და პატივს სცემენ მათ ავტორიტეტს, ადვილად იღებენ ოჯახის ახალ წევრებს საკუთარ ცხოვრებაში. მათ ასევე არ უვითარდებათ ეჭვიანობა ან სხვა პოტენციურად საშიში გრძნობები ჩვილის მიმართ. შესაძლებელია, ბავშვის გაჩენის შემდეგ ძაღლმა მოითხოვოს უფრო მეტი ყურადღება, მაგრამ ამის გამოსწორება მარტივად შეიძლება, ცხოველთან აქტიური თამაშის საშუალებით, დღეში 15-20 წუთის გამოყოფით. და ბოლოს, თუ თქვენს შინაურ ცხოველს ოჯახში ბავშვების გამოჩენამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონია აგრესიასთან ან სოციალიზაციასთან დაკავშირებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მოულოდნელად დაიწყებს ბავშვის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ან კბენას. ნუ მიიღებთ შინაურ ცხოველს ოჯახში ბავშვის გაჩენის საწინააღმდეგო ფაქტორად. გარდა იმისა, რომ შიშების და საშინელებათა ისტორიების უმეტესობა, რომლებსაც ხშირად უყვებიან მომავალ დედებს, სიმართლეს არ შეესაბამება, ცხოველებს შეუძლიათ გააძლიერონ თქვენი შვილი და მისცენ ბავშვებს კარგ ადამიანად ჩამოყალიბების უნიკალური გამოცდილება.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!