შარპეი

შარპეი

მახასიათებლები:

არმოშობის ქვეყანა

ჩინეთი

Ზომა

საშუალო

სიმაღლე

46-დან 51 სმ-მდე

ონა

18-დან 23 კგ-მდე

ასაკი

11 წლამდე

მცირე ინფორმაცია

• მშვიდი;

• ერთგული

• სტაბილური;

• ფრთხილი.

შარპეის აღწერა

შარპეი საშუალო ზომის ძაღლია ძლიერი აღნაგობით. მისი სიმაღლე 45-დან 50 სანტიმეტრამდეა, წონა მერყეობს 17-დან 26 კილოგრამამდე. თავი დიდი აქვს, სახე – კვადრატული. ნაკეცები ჯიშის გამორჩეული თვისებაა, ლეკვები მთლიანად ნაკეცებით არიან დაფარულნი, ასაკის მატებასთან ერთად, ნაკეცები შესამჩნევია მხოლოდ სახეზე, კისერზე და მცირე რაოდენობით – ზურგზე.

კიდურები სწორი აქვთ, მათზე ზედმეტი კანი არ შეიმჩნევა. თვალები ახლოს ჩასმული აქვთ, ზემოდან წარბები ეფარებათ, ცხვირის შავია ან ემთხვევა მისი ბეწვის ფერს. ენა იისფერიდან ვარდისფერამდე, დაფარულია ლურჯი ლაქებით, მაგრამ არა სუფთა ვარდისფერი. პატარა ყურები ყოველთვის თავზე აქვთ მიბჯენილი. კუდი, რომელიც ზედა ნაწილში უფრო ფართოა და ეღუნება ზურგისკენ.. ბეწვი სწორი და უხეში, დასაშვებია ნებისმიერი შეფერილობა, თეთრის გარდა.

ხასიათი

შარპეის ჯიშის ძაღლები ძალიან ერთგულნი არიან. ისინი საკუთარ ტერიტორიას იცავენ და უცხო ადამიანების მიმართ უნდობლობით გამოირჩევიან. ასევე, აღინიშნება, რომ ისინი აგრესიას ავლენენ სხვა ჯიშის ძაღლების მიმართ. მთლიანობაში, ეს არის კომპანიონი ძაღლი და ერთგული მეგობარი. მთავარი სირთულე, რომელსაც პატრონი წააწყდება, არის ის, რომ შარპეის გაწვრთა ძალიან რთულია. პატრონს დიდი მოთმინების მოკრება მოუწევს.

Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!