ფოქსტერიერი

ფოქსტერიერი

მახასიათებლები   არმოშობის ქვეყანა გაერთიანებული სამეფო   ომა საშუალო   სიმაღლე 38,5-39,5 სმ   ონა 7-8 კგ   ასაკი 13-14 წლის       მოკლე ინფორმაცია   • მხიარული;გამძლე;მოხერხებული;უშიშარი;ჭკვიანი.   ფოქსტერიერის დადებითი და უარყოფითი თვისებები

მისი უპირატესობები:   • ხალისიანი ხასიათი და კეთილგანწყობა;შესაძლებელია ბინაში შენახვა;შესანიშნავ მონადირული თვისებები;ადვილად მოსავლელი;პატრონის მიმართ ერთგული;ინტელექტის მაღალი დონე და ათვისების კარგი უნარი.   ფოქსტერიერის უარყოფითი მხარეები:   • შეიძლება იყოს ზედმეტად აქტიური და მოძრავი;სჭირდება ხანგრძლივი სეირნობა და ფიზიკური დატვირთვა;სხვა შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა რთულად შეწყობა;შეიძლება ხშირად და ხმამაღლა ყეფდეს;იჩენს სიჯიუტეს და ცდილობს ლიდერის პოზიცია დაიკავოს პატრონთან ურთიერთობაში.   ფოქსტერიერის ჯიშის აღწერა სპეციალისტები წლების განმავლობაში ცდილობდნენ შეექმნათ სანადირო ძაღლების იდეალური წარმომადგენელი. ფოქსტერიერს შეხედვისას ხვდები, რომ მათ წარმატებას მიაღწიეს. ძალიან კარგი აღნაგობა აქვს. მისი კომლექცია შეიძლება შეფასდეს, როგორც ზომიერი. არც ძალიან დაბალია, მაგრამ არც გაჭიმული. კუნთები განვითარებული აქვს, მაგრამ არა მასიური. ძაღლი ძლიერია, მაგრამ ელეგანტური. მიუხედავად მისი მცირე ზომისა (ეს ძაღლები სიმაღლეში 39 სანტიმეტრს აღწევენ ), ფოქსტერიერი სულაც არ ჰგავს დივანის ძაღლს. მის მზერაშიც კი იკითხება, რომ ეს არის მამაცი და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე “პიროვნება” რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიოთ.   ფოქსტერიერის ხასიათი ფოქსტერიერი უძველესი სანადირო ჯიშია, რომელიც გამოყვანილია ინგლისელი მონადირეების მიერ მელების სადევნად. ფოქსტერიერები იყოფა ორ ტიპად: გლუვ და უხეშთმიანებად. გარდა ამისა, ფოქსტერიერის ორივე სახეობა ძალიან აქტიურია. ისინი ერთმანეთისგან თითქმის დამოუკიდებლად გამოჩნდნენ და განსხვავებული ხასიათი აქვთ. შავი და შავ-წითურ ტერიერთან შეჯვარებით, ფოქსტერიერმა თავდაჯერებულობა, ენერგია და გამძლეობა შეიძინა. სწორედ ასეთად დაფიქსირდა ჯიშის გლუვთმიანი წარმომადგენლის სტანდარტი მე-16 საუკუნეში. მისი უხეშითმიანი უმცროსი ძმა მხოლოდ მე-19 საუკუნეში გამოჩნდა. მის ძარღვებში ბევრი სხვა ჯიშის სისხლი მიედინება. მემკვიდრეობით ერგო კეთილგანწყობა ბიგლისაგან, სიჯიუტე და უშიშრობა ბულდოგისგან და ჭკუა გრეიჰაუნდისგან. გლუვთმიანი ფოქსტერიერი კვლავ გამოიყენება სანადიროდ, ხოლო უხეშბეწვიანი ფოქსტერიერი პოპულარული კომპანიონი ძაღლია. ფოქსტერიერი აქტიურ ადამიანებს შეეფერება, რომლებიც მზად არიან გაატარონ მთელი თავისუფალი დრო შინაურ ცხოველთან, რადგან ის ენერგიული ძაღლია, რომელსაც მარტოობა არ უყვარს. უყვარს თამაში, სირბილი და ხტუნვა, მაგრამ ამ ძაღლის ძალას ბავშვი შეიძლება ვერ გაუმკლავდეს. ფოქსტერიერები ძლიერები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ადვილად გამარჯვონ დამყოლი ხასიათის მქონე პატრონზე, ამიტომ მათთან ხასიათის გამოვლენაა საჭირო, ასევე, კონტროლიც. მათ წვრთნა და სოციალიზაცია სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ურჩებად და აგრესიულებად იქცნენ. სხვა შინაურ ცხოველებს უნდობლობით ეპყრობიან.

პატარა ფოქსმა არ იცის, რომ სამყარო მის გარშემო არ ტრიალებს. ამიტომ, მუდმივად მოგიწევთ შეახსენოთ, ვინ არის უფროსი. თუ ზარმაცი ხართ და ძაღლის აღზრდას მიატოვებთ, მომავალში პრობლემები შეგექმნებათ. მხიარული და ხალისიანი ფოქსტერიერი შეიძლება გახდეს უკონტროლო, აგრესიული და არაპროგნოზირებადი. ამ ჯიშის ბუნების კიდევ ერთი გამორჩეული თვისებაა ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა. და ის გრძელდება სიბერემდე. თუ გსმენიათ გამოთქმა “ყველა ხვრელს ერგება” – ის ზუსტად აღწერს ფოქსტერიერს. მათ მუდმივად აინტერესებთ ირგვლივ ყველაფერი, არ გამორჩებათ არცერთი სორო, ხვრელი, საეჭვო სუნი ან უცხო ხმა. ფოქსი სხვა ძაღლებს მეტოქეებად აღიქვამს. ისინი მუდამ მზად არიან აჩვენონ, რომ მოწინააღმდეგეს სიძლიერით, სისწრაფითა და სისხარტით ჯობნიან. არ აქვს მნიშვნელობა რა ზომის ძაღლია. ფოქსი უშიშარი და ამაყია, ამიტომ, საკუთარ ღირსებას უყოყმანოდ დაიცავს. ფუმფულა ცხოველებს, როგორებიცაა კურდღელი ან შინშილა, მხოლოდ ნადავლად აღიქვამენ. ასეთი ძლიერი მონადირული ინსტინქტის დაძლევა შეუძლებელია, ათწლეულების მანძილზე ხომ ეს ჯიში სწორედ ამ მიზნით გამოჰყავდათ.   სწორედ ეს ინსტინქტი უბიძგებს ძაღლებს არასასურველი ქცევისკენ. ბევრი ფოქსი სცოდავს იმით, რომ ხვრელების გათხრაზე გიჟდება. თუ კერძო სექტორში ცხოვრობთ, მაშინ ბაღსა ან გაზონს თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდეთ. უფრო მეტიც, ღობის ქვეშ, ფოქსტერიერი აუცილებლად გათხრის სოროს და გარემოს შესასწავლად გაიქცევა. ხოლო, თუ ღობე ძალიან მაღალი არაა, მაშინ გადაახტება. ზოგადად, ფოქსს დიდად არ აინტერესებს, მიწას გათხრის თუ თქვენს საყვარელ პარკეტს. უყურადღებოდ დარჩენილ ძაღლს შეუძლია პარკეტიც გამოთხაროს. ამ ჯიშის ზოგიერთი წარმომადგენლის კიდევ ერთი ჰობია ტრანსპორტის დევნა. ეს შეიძლება იყოს მოძრავი ველოსიპედი, სკუტერი ან მანქანა. ამიტომ მნიშვნელოვანია ძაღლის სოციალიზაცია ლეკვობიდანვე, რათა ქალაქური ცხოვრების მიმართ მშვიდი დამოკიდებულება ჰქონდეს. ფოქსტერიერისგან შესაძლოა კარგი დარაჯი გამოვიდეს. თუ მონადირის „კარიერა“ არ ჰქონია, შეეცადეთ ავარჯიშოთ სახლის ან ბინის დაცვაზე. ეს ძაღლი სრულიად უშიშარია და მისი ხმამაღალი ყეფის და მესაკუთრეობის თვისების შერწყმა, კარგ დამცველად აქცევს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!