ტიბეტური მასტიფი

ტიბეტური მასტიფი

მახასიათებლები

წარმოშობის ქვეყანა ტიბეტი

Ზომა დიდი   სიმაღლე 75–80 სმ   Წონა 75–95 კგ   ასაკი 6-10 წელი   მოკლე ინფორმაცია

ჭკვიანი, ერთგული;ყურადღებიანი;მშვიდი;   ტიბეტური მასტიფის დადებითი და უარყოფითი თვისებები

ტიბეტური მასტიფის უპირატესობები:ძალიან ჭკვიანი და სხარტი;კომუნიკაბელური და უყვართ დროის გატარება ოჯახის გარემოცვაში;ბავშვებს კარგად უგებენ;შეუძლია სხვა ცხოველებთან თანაცხოვრება.   ტიბეტური მასტიფის უარყოფითი მხარეები:არ არის შესაფერისი დამწყები ძაღლების მოყვარულებისთვის, რადგან ძაღლის აღზრდას დიდი ყურადღება და სათანადო წვრთნა სჭირდება;ბინაში მისი შენახვა თითქმის შეუძლებელია ცხოველის დიდი ზომის გამო;საღამოს ძაღლები უფრო აქტიურობენ, ამიტომ „ტოროლებს“ გადაწყობა მოუწევთ;შეიძლება იყვნენ ჯიუტები და თავნებები, პატრონის მტკიცე ხელი სჭირდებათ;ეს ძაღლები საკმაოდ ხმამაღლა ყეფენ, შესაძლოა მეზობლები შეაწუხონ;სჭირდებათ ხშირი ფიზიკური დატვირთვა;ხმაურიან კომპანიებს დუმილს ამჯობინებენ, რადგან ისინი ხედავენ პოტენციურ საფრთხეს ასეთ სიტუაციებში. ტიბეტური მასტიფის აღწერა პირველი ევროპელი, ვინც მასტიფი ნახა, იყო იტალიელი მოგზაური მარკო პოლო. მან ისინი ასე აღწერა: ვირივით მაღალი ძაღლი, მისი ხმა საყვირის ბასს ჰგავს, ლომივით. ეს მართლაც შთამბეჭდავი ჯიშია. ლომს, მასტიფი არამხოლოდ ხმით გავს. შთამბეჭდავი ზომა, სქელი ბეწვი, მშვიდი და თავისუფალი ხასიათი – ეს ყველაფერი ტიბეტელებს არა მხოლოდ ძაღლებად, არამედ ნამდვილ შინაურ ლომად და ფუფუნების სიმბოლოდ აქცევთ. ტყუილად არ არის, რომ ჩინეთში ტიბეტური მასტიფი კეთილდღეობის ნიშანია. ყველა მდიდარი ჩინელი, რომელიც ფლობს სასახლეს ბაღით და ძვირადღირებული მანქანით გადაადგილედება, ერთი, ან რამდენიმე მასტიფის ყოლას თავის მოვალეობად თვლის. ძაღლები კეთილი ლომებივით დადიან გამწვანებულ ტერიტორიაზე და იცავენ პატრონის ქონებას. ტიბეტური მასტიფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძაღლის ჯიშია. ერთი ინდივიდი 25 ჩიხუახუას წონისაა. ისინი ძლიერი, დაკუნთული აღნაგობის მქონე ძაღლები არიან. ტიბეტური მასტიფის ხასიათი ტიბეტური მასტიფი მშვიდი, პატრონისა და საქმის ერთგულია. ეს ძაღლები მხოლოდ გარედან გამოიყურებიან მრისხანედ, აგრესიულად და სახიფათოდ, სინამდვილეში ისინი ძალიან მოსიყვარულეები არიან, განსაკუთრებით ბავშვებთან, უყვართ ოჯახთან დროის გატარება, მაგრამ ამავე დროს მათთვის უცხო არ არის მარტოობის სურვილი. მათ შეუძლიათ საათობით იწვნენ პატრონის გვერდით. ტიბეტური მასტიფი მისი ოჯახისა და ტერიტორიის საიმედო მცველია. ბერები ამ ჯიშს მონასტრების დაცვას ანდობდნენ, მათი ძალისა და ძლიერი ხმის იმედი ჰქონდათ. ტიბეტური მასტიფები მრავალი საუკუნის განმავლობაში იყვნენ დარაჯები, ისინი მიჩვეული არიან დღისით ძილს და ღამით გაღვიძებას, ამიტომ მოზრდილი მასტიფები დღის საათებში აქტიურობით არ გამოირჩევიან, რაც არ შეიძლება ითქვას ლეკვებზე. ტიბეტური მასტიფის ლეკვები ძალიან მხიარულები და ხალისიანები არიან, მათ ოჯახთან ერთად გართობა უყვართ. ყველა დიდი ჯიშის მსგავსად, ტიბეტური მასტიფები დიდი ხნის განმავლობაში მიდიან მოწიფულობის ასაკამდე, ამ მიზეზით მათ შეუძლიათ 3-4 წლამდე ცანცარებად და უდარდელებად დარჩნენ. ამავდროულად, მუდმივი ზრდა მათგან დიდ ძალას მოითხოვს, ამიტომ ლეკვებს დიდხანს და მშვიდად სძინავთ. მასტიფი მხოლოდ სათანადო წვრთნის შემთხვევაში დაგემორჩილებათ, წვრთნა დაგეხმარებათ ერთმანეთს გაუგოთ. ეს საკმაოდ თავნება ძაღლია, მისგან უდავო მორჩილებას არ უნდა ელოდოთ, მაგრამ შეგიძლიათ ელემენტარული ბრძანებები მაინც ასწავლოთ. ზრდასრულ ტიბეტურ მასტიფთან პირველად შეხვედრისას შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ის თავდაჯერებული, მშვიდი და დამოუკიდებელი ცხოველია. და ეს აზრი სრულიად გამართლებული იქნება. ამ ძაღლს ძალიან მაღალი თვითშეფასება აქვს და ამიტომ სათანადო დამოკიდებულებას მოგთხოვთ. ეს გოლიათი ნერვიული საერთოდ არაა. სიმხდალე ან არაგონივრული აგრესია ითვლება მანკიერ თვისებებად ითვლება. ტიბეტური მასტიფი თავშეკავებულია ემოციებში. ის იქცევა როგორც ნამდვილი მეფე, ამიტომ არ აძლევს თავს უფლებას წვრილმანებზე ხმაური ატეხოს. ამ ჯიშს საკუთარი ტერიტორიის დაცვის ინსტინქტი სისხლში აქვს. ეს უნარები მას უძველესი დროიდან ჩაენერგა. ეს არის ასევე მიზეზი იმისა, რომ ძაღლები ღამით აქტიურდებიან. დღისით მათ ურჩევნიათ დაძინება და ძალის მოკრება, რათა ღამით მცველის პოზიცია დაიკავონ. არ დასაჯოთ ძაღლი, თუ ის ყეფს ან ხმაურობს, როცა დასასვენებლად მიდიხართ. ტიბეტურმა მასტიფმა შეიძლება დაიწყოს ყეფა, თუ საეჭვო ხმაურს ან შრიალს გაიგებს, რომელსაც პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს. ეს უნდა გაითვალისწინოთ, თუ თქვენი მეზობლები უარყოფითად არიან განწყობილნი ძაღლის ამ ქცევის მიმართ, რადგან მისი ხმამაღალი ყეფა მთელ სამეზობლოში ისმის. ტიბეტური მასტიფი უფრთხის უცნობებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატრონი გვერდით ჰყავს. მაგრამ გოლიათი არასოდეს გამოავლენს აგრესიას, თუ ამის მიზეზი არ იქნება. ნუ დაეჭვდებით, საფრთხის შემთხვევაში, ამ გამოცდილ მცველს საეჭვო პირის არცერთი მოძრაობა არ გამოეპარება. ამ ძაღლის ინტუიციის შეიძლება შეგშურდეთ, ადამიანებს საოცრად ცნობს. ტიბეტური მასტიფი გამოირჩევა არასოციალურობით, ამიტომ ის არ მოსწონს დიდი და ხმაურიანი კომპანიები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცხოველი შეეგუება თქვენს სახლში რეგულარულ სტუმრიანობას. ბოლოს და ბოლოს, ის მასაც თავისად თვლის. ეს ასევე ეხება ბავშვებს. თუ ის თავის პატარა პატრონებს მეგობრებად აღიქვამს, მაშინ მათ მეგობრებს ეჭვით მოექცევა. განსაკუთრებით თუ ბავშვები იწყებენ აქტიურ თამაშებს და ჩხუბს. ძაღლმა შეიძლება ეს სიტუაცია განიხილოს, როგორც პოტენციური საფრთხე მისი ოჯახის წევრებისთვის და თუ მათ დაცვას გადაწყვეტს, ეს საშიში იქნება ცხოველის დიდი ზომიდან გამომდინარე. სხვა შინაურ ცხოველებთან მიმართებაში ტიბეტურ მასტიფს შეუძლია დომინანტური პოზიცია დაიკავოს. გამონაკლისი იქნება ის შინაური ცხოველები, რომლებიც ძაღლთან ერთად გაიზარდნენ. ის მათ გუნდის წევრებად აღიქვამს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება მეტოქეობას. ძაღლს მოწყენის საშუალება არ მისცეთ. ამ გოლიათებს შეუძლიათ დაიწყონ ყველაფრის განადგურება. თუ გსურთ თქვენი ნაკვეთი და ავეჯი კარგ მდგომარეობაში შეინახოთ, დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი სათამაშოები და უზრუნველყავით მისი ფიზიკური აქტიურობა. ის სიამოვნებით დაეწევა ფრისბის, ირბენს ველოსიპედის უკან და ტოვლშიც სიამოვნებით იგორავებს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!