საოჯახო ფილმები შინაურ ცხოველებზე

საოჯახო ფილმები შინაურ ცხოველებზე

შინაური ცხოველი ყოველთვის საუკეთესო ანტი სტრესული საშუალებაა: კატებსა და ძაღლებს შეუძლიათ შესანიშნავად დაგამშვიდონ და გაგახალისონ. გარდა ამისა, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ამ ცხოველებს აქვთ თერაპიული ეფექტი, თუნდაც კატის კრუტუნს ან უბრალოდ ადამიანთან მის სიახლოვეს. ბევრი ადამიანისთვის ძაღლები ან კატები ხდებიან საუკეთესო მეგობრები, შესანიშნავი თანამგზავრები, მოსაუბრეები და ოჯახის ნამდვილი წევრები. ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა კარგი ფილმების არჩევანი ცხოველებზე, რომლებიც იდეალურია ოჯახისთვის, სანახავად. ისეთი პოპულარული და ცნობილი ფილმები, როგორებიცაა “ბეთჰოვენი”, “ჰაჩიკო”, „შავყურა თეთრი ბიმი“ ან “გარფილდი”, ჩვენ განზრახ არ შევიტანეთ ჩვენს სიაში, რათა თქვენთვის რამე ახალი და საინტერესო შემოგვეთავაზებინა.  
ისტორია ძაღლ ჰაჩიკოზე
HACHI: A DOG’S TALE
გამოშვების წელი:2009 ქვეყანა:დიდი ბრიტანეთი, აშშ
ჟანრი:დრამა, საოჯახო ხანგრძლივობა:1 საათი 33 წუთი
ნამდვილი ამბავი კოლეჯის პროფესორზე, რომელიც მიტოვებულ ძაღლს შეიფარებს.
ლესი
ხანგრძლივობა:1 საათი 40 წუთი
აღწერა
სანამ მეორე მსოფლიო ომი დაიწყებოდა პატარა მეშახტეთა ქალაქში ერთ ღარიბ ოჯახს მოუწია თავისი საყვარელი ძაღლი ლესსი ლორდი რედლინგისთვის მიეყიდა. მაგრამ გადასვლისას შოტლანდიის ჩრდილოეთ ნაპირზე ძაღლი გარბის ახალი მეპატრონეებისაგან. ასე იწყება დაუჯერებელი თავგადასავლები მამაცი ძაღლის სახლში დაბრუნების გზაზე.
ტოგო
გამოშვების წელი:2019 ქვეყანა:აშშჟანრი:დრამა ხანგრძლივობა:
1 საათი 53 წუთი
აღწერა
ნამდვილი ამბავი, ლეონარდ სეპალას (უილემ დეფო) და მისი მამაცი მარხილის ძაღლის, სახელად ტოგოს შესახებ, რომლებიც 1925 წლის ზამთარში ალასკას პატარა ქალაქ ნომის დიფტერიის ეპიდემიის პრევენციაში დაეხმარებიან. მიუხედავდ ძალიან მძიმე, თითქმის გაუვალი კლმატური პირობებისა, მარხლის ძაღლების ლიდერი, ტოგო 700 მილის გავლას და ქალაქში დიფტერიის ვაქცინის მიწოდებას შეძლებს, რომელიც დაავადების გავრცელებას შეაჩერებს…
ძაღლის სიცოცხლე (A Dog’s Purpose, 2017) თუ ჯერ არ გინახავთ, სასწრაფოდ უნდა ნახოთ! ის რამდენიმე წლის წინ გამოვიდა და უკვე მოახერხა ცხოველების შესახებ ფილმების უამრავ კოლექციაში შესვლა. ფილმი გადაღებულია ბრიუს ქემერონის ამავე სახელწოდების წიგნზე. რომანი მოგვითხრობს ძაღლის მრავალრიცხოვან რეინკარნაციაზე, რომელიც ისევ და ისევ პოულობს ბედნიერებას ადამიანის სამსახურში. ამ წარმოუდგენლად ამაღელვებელ კადრებში თქვენ იხილავთ ერთდროულად ერთი ძაღლის რამდენიმე სიცოცხლეს, იცხოვრებთ მათთან ერთად, შეხედავთ სამყაროს და ადამიანებს მათი თვალით, ვისთვისაც თქვენ ხართ არსებობის აზრი. თუ ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ, უბრალოდ უყურეთ თრეილერს.
ქუჩის კატა, სახელად ბობი (A Street Cat Named Bob, 2016) ეს ფილმი დაფუძნებულია ინგლისელი ჯეიმს ბოუენის ავტობიოგრაფიაზე. მისი წიგნი ნამდვილი ბესტსელერია, ის ითარგმნა 30-ზე მეტ ენაზე და წარმატებით იყიდება მთელ მსოფლიოში. ფილმი მოგვითხრობს ქუჩის მუსიკოსზე, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს ნარკომანიას და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ერთ დღეს ის ხვდება წითელ ქუჩის კატას და ეს შეხვედრა ცვლის მის მთელ ცხოვრებას. რათქმაუნდა, უკეთესობისკენ. აუცილებლად უნდა ნახოთ, მიუხედავად იმისა გტანჯავთ თუ არა გარკვეული ეჭვები, შიშები, შფოთვა და გჭირდებათ თუ არა წამალი სულისთვის.
კატების ქალაქი (Kedi, 2016) თურქული დოკუმენტური ფილმი სტამბულის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაზე – კატებზე. სწორედ ისინი არიან, ათასობით ულვაშითა და მრავალი ზოლით, რომლებიც აკონტროლებენ ამ უძველესი ქალაქის ქუჩებს. ფილმი სტამბულზე მოგვითხრობს შვიდი დამოუკიდებელი კატისა და იმ ადამიანების თვალთახედვით, რომლებიც მათ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, კვებენ და უვლიან მათ. პირველად გახდა შესაძლებელი, შევხედოთ ამ ქალაქს მიწიდან, ცხოველების თვალით. თითოეულ პერსონაჟს აქვს თავისი განსაკუთრებული ისტორია და რეკომენდებულია მათი ყურება. განსაკუთრებით კატების მოყვარულთათვის, რომლებსაც მოსწონთ თურქული ფერი და სტამბულის პეიზაჟები.
K-9: ძაღლების მუშაობა (K-9, 1989) ჟანრის კიდევ ერთი კლასიკა არის 1989 წლის ფილმი ჯეიმს ბელუშის მონაწილეობით. შეუდარებელი კომედია ქალაქის ყველაზე მკაცრი პოლიციელების – მაიკლ დულის და მისი ერთგული პარტნიორი ძაღლის, ჯერი ლის შესახებ. ძაღლი მაიკლის ცხოვრებაში წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ გამოჩნდა; ნარკოტიკების ძებნაში გაწვრთნილი ჯერი ლი მას კოლეგამ გააცნო. ახლა ამ დუეტმა უნდა დაიჭიროს ნარკოდილერი, რომელსაც უკვე დაწყებული აქვს ნადირობა მაიკლ დულიზე. ჯერი ლის როლი შეასრულა ნამდვილმა გაწვრთნილმა ძაღლმა – „ავჩარკა“ სახელად კოტონი, რომელიც ცხოვრებაში, როგორც ფილმში, ნარკოტიკების ძიებით იყო დაკავებული. ძაღლი მუშაობდა კანზასში, მან მონაწილეობა მიიღო 24-ზე მეტი კრიმინალის დაკავებაში. და ერთ დღეს კოტონმა აღმოაჩინა კოკაინის უზარმაზარი რაოდენობა, რაც შეფასდა 1,2 მილიონ დოლარზე მეტად. სამწუხაროდ, კოტონი სამსახურის შესრულებისას გარდაიცვალა: ის მოკლეს კრიმინალების დაპატიმრების დროს 1991 წელს. “K-9: Dog Job” არის შესანიშნავი კომედია,პოლიციის მუშაობისა და დანაშაულთან ბრძოლის შესახებ, დიდებული მსახიობებით, რომელიც აუცილებლად მოეწონება ამერიკული ფილმების თაყვანისმცემლებს. თუ მოგეწონათ ეს ფილმი, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ მას აქვს გაგრძელება: 1999 წელს გამოვიდა ფილმი “K-911”, ხოლო 2002 წელს – “K-9 III: კერძო დეტექტივები”.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!