როდის არის კატა მზად ორსულობისთვის ?

როდის არის კატა მზად ორსულობისთვის ?

შეჯვარების საკითხი ადრე თუ გვიან ყველა კატის მეპატრონეს უჩნდება. თუ სერიოზულად ხართ განყობილი და დარწმუნებული ხართ თქვენს ძალებში, უნდა იყოთ მზად უზრუნველყოთ თქვენი კატა ყველა საჭირო პირობით. როდის უნდა დავიწყოთ მომზადება შეჯვარებისთვის?
კატა ხდება სქესობრივად მომწიფებული პირველი მძუვნობის პერიოდისათვის, დაახლოებით 6-9 თვის ასაკში. როგორც წესი ჯიშიანი კატები უფრო გვიან მწიფდებიან. იმ შემთხვევაში თუ კატას 1,5 წლის ასაკში ჯერ არცერი მძუვნობა არ ჰქონია, ეს შესაძლოა რაიმე სახის პათოლოგიის ნიშანი იყოს. თქვენი კატის ქცევის ცვლილებაც მიგანიშნებთ მის მომწიფებაზე.

კატის სქესობრივი მომწიფების ნიშნები:

  • ⦁ კატა უეცრად ხდება უფრო ალერსიანი ან პირიქით უხეში;
  • ⦁ ხმამაღლა და დიდ ხანს კნაცის, კრუტუნებს;
  • ⦁ ყველა ზედაპირს ეხახუნება, იატაკზე კოტრიალობს;
  • ⦁ მოფერებისას პეხებზე იატაკისკენ იწევს და კუდს გვერდზე წევს.

როგორ მიმდინარეობს მძუვნობა

მძუვნობის პერიოდი დამოკიდებულია კონკრეტულ ცხოველზე და 1 დან 3 კვირამდე მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში თუ ეს პროცესი უფრო დიდ ხანს გაუგრძელდა, უნდა მიმართოთ ვეტერინარს. მთლიანი  პერიოდი 4 ეტაპს მოიცავს:
  1. პროესტრუსი — მოსამზადებელი ეტაპი. ის 1-2 დღე გრძელდება. ამ დროს კატა უფრო ალერსიანი ხდება და ითხოვს მეტ ყურადღებას;
  2. ესტრუსი — შეჯვარებისთვის ხელსაყრელი პერიოდი. კატა არა მარტო კრუტუნებს ან კნავის, არამედ ფაქტიურად ყვირის, მამალს იზიდავს. შეხებისას ის იატაკისკენ იწევა და ქუდს გვერდზე წევს. თქვენი კატის ასეთი ქცევა თუ გაღიზიანებთ, ნუ გაუწყრებით მას, ეს ქცევა ინსტინქტურია და თვითონ კატა ვერ ხვდება თუ რა ხდება სინამდვილეში. ესტრუსი გრძელდება დაახლოებით ერთი კვირა;
  3. ინტერესტრუსი — მძუვნობათაშორის პერიოდი, როდესაც ოვულაციას არ ჰქონია ადგილი. ეს არის ხანმოკლე პერიოდი ჩამთავრებულ და შემდეგ მძუვნობებს შორის. თუ კი ადგილი ჰქონდა შეჯვარებას და/ან ოვულაციას, ამ პერიოდს ეწოდება დიესტრუსი;
  4. ანესტრუსი — სეზონური პერიოდი სრული სქესობრიუვი სიმშვიდისა. მძუვნობის პერიოდულობა არის სრულიად ინდივიდუალური და როგორც წესი მემკვიდრეობით გადაეცემა. ზოგადად ეს არის რამოდენიმე თვე.

როდის უნდა ჩავატაროთ შეჯვარება

კატა შესაძლოა დაორსულდეს პირველივე მძუვნობისთანავე, მაგრამ ამის დაშვება არ არის რეკომენდირებული. ამ დროს მის ორსულობას შესაძლოა გართულება მოჰყვეს და ცუდად დამთავრდეს.
ყველაზე ოპტიმალურად ითვლება შეჯვარება 1,5 წლის ასაკში.
ზოგიერთი მეპატრონე კატას შეჯვარებამდე მძუვნობას უხშობს ჰორმონალური პრეპარატების მეშვეობით. ამის გაკეთება არ არის რეკომენდირებული, რადგან შესაძლოა ამ პრეპარატებმა გამოიწვიონ კატის და მისი მომავალი კნუტების რიგი დაავადება. თუ თქვენ კატის შეჯვარებას საერთოდ არ აპირებთ, უმჯობესია მისი სტერილიზაცია მოახდინოთ. ამის გაკეთება ჯობია პირველ მძვნობამდე ან სიმშვიდის პერიოდში. მძუვნობის პერიოდში სტერილიზაციის გაკეთება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და ვეტერინარის თანხმობით.

როგორ მოვამზადოთ კატა შესაჯვარებლად

ის კატა რომელიც ემზადება შესაჯვარებლად, უნდა იყოს აცრილი ინფექციური დაავადებებისაგან, მათ შორის ქლამიდიოზზე. ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს შეჯვარებამდე მაქსიმუმ ერთი წლით ადრე და არაუგვიანეს 1 თვით ადრე. თუ კატა ღებულობს მონაწილეობას ჯიშის სტანდარტების გაუმჯობესებაში, საჭიროა ვეტერინარულ კლინიკაში მემკვიდრეობითი დაავადებების ანალიზების გაკეთება, რასაც უნდა უძღვებოდეს ანალიზები იმუნოდეფიციტზე და კატების ლეიკოზზე. კატების გამრავლების გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამ პროცესისთვის მზადება უნდა იწყებოდეს შეჯვარებამდე დიდი ხნით ადრე, იმიტომ რომ კნუტების ჯანმრთელობა არის ბევრ ასპექტში დამოკიდებული დედის ჯანმრთელობაზე.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!