როგორ შევიძინოთ ჯანმრთელი კნუტი?

როგორ შევიძინოთ ჯანმრთელი კნუტი?

ჩვენს დროში კნუტის შეძენა, ერთი შეხედვით, სრულიად მარტივი ამოცანაა და არ მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას. თუმცა, როდესაც ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმას გადავწყვეტთ, გვინდა, რომ ცხოველმა ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებით იცხოვროს, ამიტომ მნიშვნელოვანია რამდენიმე წესის ცოდნა, რომლებიც ჯანმრთელი კნუტის ყიდვაში დაგეხმარებათ.

კნუტის დათვალიერება

შეძენის წინ, აუცილებელია კნუტი კარგად შეამოწმოთ. მნიშვნელოვანია მისი ასაკი არანაკლებ 12 კვირა იყოს – სწორედ ამ დროისთვის უქრებათ დედის რძის მიღების მოთხოვნილება და კნუტს შეუძლია დამოუკიდებლად იკვებოს მყარი საკვებით, გარდა ამისა, 3 თვის ასაკში კნუტის დეფექტების გამოვლენა, თუ აქვს, მარტივია. ანუსი სუფთა და მშრალი უნდა ჰქონდეს, ყურების შიდა მხარეს არ უნდა ჰქონდეს ლორწო და ლაქები. ბეწვი სიმელოტის გარეშე, თვალების საცრემლე ღარებში არ უნდა ჩანდეს ლორწო ან ჩირქი, ცხვირი – სველია.

კნუტის ქცევა

ცხოველის ქცევამ შეიძლება ბევრი რამ გვიამბოს. ადამიანის შეხების მიმართ შიში, საცოდავი ჭყიპინი, დამალვის სურვილი – ნეგატიურ ნიშნებად ითვლება. ამ ასაკში კნუტს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს პირის დაბანა და ტუალეტს მიჩვეული უნდა იყოს. როდესაც ის ახალ საცხოვრებელ ადგილას მოხვდება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მის მადას და კუჭის მოქმედებას. თუ საკვების მიმართ ინტერესი არ აქვს, ამან უნდა დაგაფიქროთ – შესაძლოა ჭიები ყავდეს. კნუტი, რომელიც საჭმელს იგნორირებას უკეთებს, სავარაუდოდ ავად არის და ვეტ დახმარება ესაჭიროება.

ჯანმრთელი კნუტი თითქმის ყოველთვის მხიარულია, თამაში უყვარს და ცნობისმოყვარეა. მას კონტაქტურობა ახასიათებს, ამიტომ კარგი იქნება, შეძენამდე მასთან 1 საათს მაინც თუ გაატარებთ.

კნუტის ვაქცინაცია

მომშენებელმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მყუდველს იყო თუ არა კნუტი დროულად აცრილი. პასუხისმგებლობის მქონე მომშენებლები აუცრელ კნუტეს იშვიათად ყიფდიან, მაგრამ, თუ ეს მაინც მოხდა, ვაქცინაციაზე ზრუნვა დამოუკიდებლად მოგიწევთ. ხოლო, თუ კნუტი ვაქცინირებულია, უნდა გაიგოთ, ორჯერ გაუკეთეს აცრა თუ – ერთხელ. თუ აცრა განმეროებით არ გაკეთებულა, უნდა გაუკეთოთ, ვინაიდან პირველი აცრა მხოლოდ კნუტს შემზადებაა, რეალურად, ის დაცული მხოლოდ მეორე აცრის შემდეგ არის. თუ ზემოთ ჩამოთვლილი წესებით იხელმძღვანელებთ, დიდი ალბათობით, ჯანმრთელ და მხიარულ კნუტს შეიძენთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!