როგორ შევარჩიოთ კატების მომშენებელი?

როგორ შევარჩიოთ კატების მომშენებელი?

ხშირად, შეიძლება წააწყდეთ თაღლითებს, რომლებიც ჯიშიანი და ჯანმრთელი კატების ნაცვლად, უკურნებელი სენით დაავადებულ კნუტებს ყიდიან. ასეთ შემთხვევებში არაკეთლსინდისიერი გამყიდველების დასჯა დახარჯული თანხის დაბრუნება რთულია. როგორ არ შევცდეთ და მივხვდეთ, ვინ არის თქვენს წინაშე: წესიერი მომშენებელი, თუ თაღლითი? არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელთა დახმარებით არაკეთილსინდისიერი მომშენებლების ამოცნობა არის შესაძლებელი.

მომშენებელი პირადად შეხვედრაზე უარს ამბობს

იმისთვის, რომ კნუტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღოთ, აუცილებელია ნახოთ არა მხოლოდ მისი ფოტო, არამედ გაესაუბროთ მომშენებელს, გაიცნოთ კნუტი პირადად. დაათვალიეროთ ცხოველის საცხოვრებელი პირობები, გაეცნოთ დოკუმენტებს. თუ მომშენებელი პირადად შეხვედრას გაურბის, დიდი ალბათობით, რომელიმე პუნქტში წესრიგი არ აქვს.

საუკეთესოა მომშენებლის მოძიება კატების გამოფენებზე. იქ შეძლებთ გაიცნოთ მომშენებელი პირადად და ნახოთ მისი კნუტებიც.

მომშენებელი უარს ამბობს გაჩვენოთ კნუტის ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობები და საბუთები

ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება დარწმუნებულნი იყოთ არა მხოლოდ კნუტის ჯანმრთელობაში, არამედ მისი მშობლების ჯანმრთელობაშიც, ეჭვი უნდა შეგეპაროთ კნუტის სუფთასისხლიანობაში. ცხოველის შეძენის წინ, აუცილებელია მომშენებელს სთხოვოთ საბუთების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებენ მისი საშენის არსებობას, ასევე, უნდა მოითხოვოთ წინაპრების ნუსხა და კნუტის ვეტპასპორტი.

შეძენინსას თქვენზე ზეწოლა ხდება

კატების არაკეთილსინდისიერ მომშენებლებს გაყიდვის პროცესის გაწელვა და თანხის დაკარგვა არ უყვართ. თუ დაინახავენ, რომ ეჭვი გეპარებათ, მაშინვე დაგიკლებენ ფასს, გეტყვიან, რომ ეს ყველაზე სარფიანი წინადადებაა, შეიძლება დაგემუქონ და დაიწყონ ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა. ასეთ მომშენებლებთან საუბრის გაგრძელება არ ღირს.

არ გაჩვენებთ ყველა კნუტს, მათ მშობლებს და ადგილს, სადაც ისინი ცხოვრობენ

რასაკვირველია, ხასიათის ფორმირებაში დიდ როლს ასრულებს გენეტიკა და ადგილი სადაც კნუტები ცხოვრობენ, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა რომ მომშნებელთან მაცხოვრებელი ცხოველები სისუფთავესა და კომფორტში არიან.

არ შეუძლია გიამბოთ ჯიშზე, მისი მოვლის თავისებურებებზე და ცხოვრების პირობებზე

კატების მომშენებლები რომლებმაც არ იციან კონკრეტული ჯიშის მოვლის შესახებ ყველა ნიუანსი, სავარაუდოა, რომ მატერიალური გამორჩენით უფრო არიან დაინტერსებულნი და არა კონკრეტული ჯიშის სისუფთავის შენარჩენუნებით. კარგ მომშენებელს გაახარებს კითხვები ცხოველის მოვლაზე, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, მისთვის ეს ნიშანია, რომ თქვენ ახალი მეგობრის შეძენას ყურადღებით ეკიდებით. შეუძლია კონსულტაცია გაგიწიოთ ყველა აუცილებელ აცრაზე და ცხოველის მოვლის სხვა ასპექტებზე.

ძალიან პატარა კნუტს გთავაზობთ

სოციალიზაცია – ძალიან ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მას საფუძველი ბავშვობაში ეყრება. ეს ხდება დებთან და ძმებთან თამაშით, დედაზე დაკვირვებით, ადამიანებთან ურთიერთობით – ამ გზით კნუტი გარესამყაროს შეისწავლის, ეცნობა ხალხს და მის გარშემო არსებულ ცხოველებს, სწავლობს თავის მოვლას. თუ კნუტს დედას ძალიან მალე დააშორებთ და ადამინების გარემოცვაში გაზრდით, მას ურთიერთობაში სირთულეები ექნება, შესაძლოა, აგრესია გამოამჟღავნოს ან პირიქით – ყველაფრის ზედმეტად ეშინოდეს.

კიდევ რას მივაქციოთ ყურადღება?

თუ გეგმაში გაქვთ, შეძენილმა კნუტმა მონაწილეობა მიიღოს გამოფენებში, უნდა დარწმუნდეთ, რომ მათში მონაწილოებას მომშენებელიც იღებს. გამოფენებს დიდი ენერგია, დრო და ფული სჭირდება, ამიტომ ის მომშენებელები, რომლებსაც ეს გამოცდილება აქვთ, სავარაუდოდ, კეთლსინდისიერები არიან. სთხოვეთ გაჩვენოთ ჯილდიები და თასები – დიდი ალბათობით, მომშენებელი სიამაყოთ მოგიყვებათ მისი ცხოველების წარმატების შესახებ.
არ ღირს კნუტის განცხადებით შეძენა. პატივსაცემ მომშენებელებს მსგავსი საშენის რეკლამა არ სჭირდებათ. ცნობილ საშენებში ზოგჯერ ჯერ კიდევ არდაბადებული კნუტების მომავალი პატრონობის მსურველების წინასწარი ჩაწერაც კი ხდება. გახსოვდეთ, ვერავინ მოგცემთ სრულ გარანტიას, რომ ცხოველი ავად არ გახდება. მას შესაძლოა ჰქონდეს რაიმე თანდაყოლილი დაავადებები, რომელთა ადრეულ ასაკში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, კატების კეთილსინდისიერი მომშენებელები, როგორც წესი, ხშირად საკუთარ კლიენტებს ეხმარებიან ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში, ეს ხომ პირველ რიგში, მათი რეპუტაციისთვის არის მნიშვნელოვანი.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!