როგორ მოვუაროთ ლეკვს?

როგორ მოვუაროთ ლეკვს?

ლეკვი სახლში არა მხოლოდ დიდი სიხარულია, არამედ დიდი ფუსფუსიც. იმისათვის, რომ ის ჯანმრთელ და ბედნიერ ძაღლად გაიზარდოს, მას თავიდანვე სჭირდება კარგი მოვლა. გამოცდილი ძაღლების სელექციონერებისთვის ეს არ წარმოადგენს სირთულეს, მაგრამ მათთვის, ვინც პირველად გადაწყვიტა შინაური ცხოველის აყვანა, აუცილებელია ლეკვის მოვლის ძირითადი წესების შესწავლა.

უსაფრთხოების უზრუნველოყოფა

ლეკვის სახლში მიიყვანამდე, აუცილებელია უსაფრთხოების გარკვეული ზომების დაცვა, რათა მან არ დაიზიანოს თავი:
  • ⦁ დამალეთ ყველა ელექტროსადენი, რადგან შინაური ცხოველი „სამყაროს“ შეისწავლის კბილების დახმარებით;
  • ⦁ აიტანეთ მაღლა მტვრევადი საგნები, რომლებიც ლეკვს შეუძლია ჩამოაგდოს ან გადააყირაოს;
  • ⦁ დამალეთ საყოფაცხოვრებო ქიმიკატები;
  • ⦁ შეინახეთ ნაგვის ურნა მისთვის მიუწვდომელ ადგილას ან შეიძინეთ მძიმე და მაღალი სათლი.
საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ საცხოვრებლის ნაწილი გადატიხროთ კიდეც ისე, რომ ლეკვს შეეძლოს გადაადგილება მხოლოდ უსაფრთხო ადგილას.

მოამზადეთ ადგილი ძილისა და ჭამისთვის

დასაძინებელი ადგილი უნდა იყოს რბილი და კომფორტული. უმჯობესია მოათავსოთ იქ, სადაც იატაკი ადვილად იწმინდება, რადგან ლეკვი თავიდანვე არ არის მიჩვეული ქუჩაში მოსაქმვას. გარდა ამისა, ამ ადგილას არ უნდა იყოს ორპირი, რათა შინაური ცხოველი არ გაცივდეს. ლეკვს დასჭირდება ორი თასი: საკვებისათვის და წყლისთვის. ლითონის ვარიანტი საუკეთესოა, რადგან არ იმტვრევა და ადვილად იწმინდება. იმისათვის, რომ ძაღლს ზურგი არ დაუზიანდეს, თასები უმჯობესია მოათავსოთ სპეციალურ სადგამზე რეგულირებადი სიმაღლით. ჭურჭელი უნდა განთავსდეს შინაური ცხოველის იდაყვის დონეზე. ყოველთვის უნდა აჭამოთ ერთსა და იმავე ადგილას, სადაც მას არავინ შეუშლის ხელს: მაგალითად, სამზარეულოს ან დერეფნის კუთხეში, მაგრამ არა ბინის შესასვლელთან.

შეიძინეთ სათამაშოები

ლეკვები იზრდებიან და ვითარდებიან, ისინი სავსე არიან ენერგიით და უმჯობესია მისი სწორი მიმართულებით წარმართვა, რათა არ დაზიანდეს ავეჯი, ფეხსაცმელი და სხვა არა სათამაშოდ განკუთვნილი ნივთები. უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად, სასურველია თქვენ შინაურ ცხოველს უყიდოთ მეტი სათამაშო. მთავარი ისაა, რომ სათამაშოები იყოს უსაფრთხო: კერძოდ, არ შეიძლებოდეს მათგან დეტალების მოკბეჩა, რამაც შეიძლება, დახრჩობა გამოიწვიოს. ზოგიერთი ცხოველი აღფრთოვანებულია სათამაშოებით, მაგრამ მზად იყავით, რომ ასეთი ნივთები ყოველ საღამოს აიღოთ და გადაიტანოთ იქ, სადაც ლეკვი ვერ მიწვდება. ასაკიდან გამომდინარე, თავიდან გაუჭირდება იმის გაგება, თუ რატომ არ შეიძლება ღამით თამაში და ხმაური.

არ ასეირნოთ ბევრი

ერთის მხრივ, ლეკვი ბევრს უნდა მოძრაობდეს, რადგან მზარდი ორგანიზმი აქვს. მეორე მხრივ, სანამ ის იზრდება, არ არის საჭირო მისი ენეგიის ამოწურვა თამაშებით. შინაური ცხოველის გარეთ გაყვანა აუცილებელია მხოლოდ ვეტერინარის ნებართვის შემდეგ. თავიდან გასეირნება ხანმოკლე უნდა იყოს – დღეში დაახლოებით 60 წუთი ორჯერ ან მაქსიმუმ 4ჯერ. ქუჩაში შინაურ ცხოველს უნდა მიეცეს საშუალება, ეკონტაქტოს არააგრესიულ ძაღლებს, თუ ეს უკანასკნელი სრულად არის ვაქცინირებული.

შეურჩიეთ ხარისხიანი საკვები

აუცილებლად უნდა ჰკითხოთ სელექციონერს, რითი იკვებებოდა ლეკვი დასაწყისში. სურვილის შემთხვევაში, რაციონი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა ვეტერინართან კონსულტაცია და დაკვირვება რამდენიმე კვირის განმავლობაში. ახალ საკვებზე გადასვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლეკვს დიარეა ემუქრება. ოთხ თვემდე ლეკვი უნდა იკვებებოდეს დღეში სამჯერ ან ოთხჯერ, შემდეგ კი შეიძლება მისი გადაყვანა ორჯერად კვებაზე.

მოიმარაგეთ საჭირო აქსესუარები

როგორც კი გამოჩნდება სახლში ლეკვი, აუცილებელია, შეიძინოთ მისი მოვლისთვის საჭირო ნივთები:
  • ⦁ სავარცხელი ან ჯაგრისი (დამოკიდებულია ძაღლის ბეწვის სახეობაზე);
  • ⦁ კლანჭების საჭრელი (მაკრატელი);
  • ⦁ სპეციალური შამპუნი ლეკვებისთვის;
  • ⦁ პირის ღრუს მოვლის საშუალებები;
  • ⦁ პირსახოცი.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საყელოს არჩევანს: არასწორად შერჩეული საყელომ შეიძლება, შინაური ცხოველის დაზიანება გამოიწვიოს. აუცილებელია რეგულირებადი საყელოს ყიდვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძაღლი გაიზრდება. თქვენ შეგიძლიათ დაჰკიდოთ მედალიონი, საკონტაქტო ნომრით, იმ შემთხვევისთვის თუ ლეკვი გაიქცევა ან დაიკარგება.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!