როგორ მოვუაროთ ასაკოვან კატას?
-
- რაციონის შეცვლა
- პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რაციონის შეცვლაა. მზა საკვების თითქმის ყველა მწარმოებელს აქვს საკვების სპეციალური ხაზი ხანდაზმული ცხოველებისთვის – ჩვეულებრივ, შეფუთვებზე წერია, რომ საკვები განკუთვნილია 7 წელზე უფროსი ასაკის კატებისთვის. ნუ უგულებელყოფთ ამას, რადგან ასეთი მარკირება მხოლოდ მარკეტინგული ხრიკი როდია. სინამდვილეში, ხანდაზმულ კატებს საკვების მონელების უნარი შემცირებული აქვთ, ამიტომ ასაკოვანი კატებისთვის განკუთვნილი საკვები ადვილად აითვისება, მასში დაცულია ცილებისა და ცხიმების სწორი ბალანსი და ანტიოქსიდანტების მაღალ დონეა.
- ასევე, ხანდაზმული კატების რაციონში იცვლება საკვების ტექსტურა – შინაურმა ცხოველმა ძალიან მყარი გრანულები შეიძლება ვეღარ დაღეჭოს.
- ზედმეტად არ კვებოთ!
- • სიმსუქნე ბევრი კატის პრობლემაა, სამწუხაროდ. ასაკთან ერთად ის კიდევ უფრო მკვეთრად მატულობს, რადგან ცხოველი ნაკლებად აქტიური ხდება და თუ პატრონი შინაურ ცხოველს ზედმეტს აჭმევს, ეს აუცილებლად გამოიწვევს ჭარბ წონას. და ეს, თავის მხრივ, კატას უამრავ ჯანმრთელობის პრობლემას გაუჩენს.
• დარწმუნდით, რომ თქვენი კატა სვამს საკმარის წყალს. თუ ის ძალიან ცოტას სვამს და მხოლოდ მშრალ საკვებს ჭამს, ეცადეთ რაციონში თხევადი საკვები დაუმატოთ. წყალი უნდა იყოს გაფილტრული და არა ონკანის, რათა შინაურ ცხოველს თირკმელებში კენჭები არ გაუჩნდეს. და არ დაგავიწყდეთ რეგულარულად უცვალოთ წყალი ჯამში: თუ წყალი დიდხანს იდგება, კატა მას ნამდვილად არ დალევს.
გამოუხეხეთ კბილები• დიახ, კატებსაც სჭირდებათ კბილების გამოხეხვა, განსაკუთრებით ხანდაზმულებს. როგორ გავაკეთოთ ეს სწორად? – ჩვენ მხოლოდ შეგახსენებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ადამიანისთვის განკუთვნილი კბილის პასტა. თუ თქვენი შინაური ცხოველი ბავშვობიდან არ არის მიჩვეული ამ პროცედურას და კბილებს დამოუკიდებლად ვერ უხეხავთ, მაშინ მოგიწევთ წაიყვანოთ ზოოსტომატოლოგთან, რომელიც კბილებს გაუწმენდს.
• ატარეთ ვეტერინართან • შეიძლება კატის ჯანმრთელობის ცვლილებები საწყის ეტაპზე ვერ შეამჩნიოთ, ამიტომ ჯობია თქვენი შინაური ცხოველი პროფილაქტიკური გამოკვლევებისთვის წელიწადში 1-2-ჯერ ვეტ კლინიკაში ატაროთ. ამ შემთხვევაში გექნებათ შანსი, რომ ექიმი ამა თუ იმ დაავადების დაწყებას დროულად შეამჩნევს და მის სწრაფად და ეფექტურად განკურნებას მოახერხებს.
Leave your comment