როგორ მოვიქცეთ, თუ ძაღლი იკბინება?

როგორ მოვიქცეთ, თუ ძაღლი იკბინება?

როდესაც ძაღლს იყვანთ, ნათლად უნდა აცნობიერებდეთ, რომ საქმე გაქვთ ცხოველთან, რომლის ქცევაც, პირველ რიგში, ინსტინქტებით არის ნაკარნახევი. საკითხავია, რამდენად შეძლებს თქვენი შინაური ცხოველი თავის კონტროლს. არსებობს სხვადასხვა სიტუაციები, როდესაც ძაღლმა შეიძლება დაგკბინოთ თქვენ, ოჯახის წევრი ან თუნდაც სტუმარი. აქვე აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში, ვარიანტები არ განიხილება, როდესაც ცხოველი იცავდა თავის ტერიტორიას ან პატრონს.

კბილით გასინჯვა

ხშირად ლეკვები, თამაშობენ, კბენენ ერთმანეთს და ოჯახის წევრებს. ისინი ჯერ ვერ აკონტროლებენ კბენის ძალას და შეუძლიათ სერიოზული ტკივილი გამოიწვიონ რძის კბილებით. პატრონის რეაქცია
  • ⦁ ძაღლმა პატრონის საქციელიდან უნდა გაიგოს, რომ დააშავა. ასე რომ, ნუ შეიკავებთ თქვენს ემოციებს;
  • ⦁ ცხადი უნდა იყოს, რომ ეს ქცევა მიუღებელია. თითებით წამოარტით ძაღლს ცხვირზე. ლეკვს ეს არ მოეწონება. სასჯელი დაგეხმარებათ ცხოველის მხრიდან სწორი რეაქციის ჩამოყალიბებაში: კბენა დაუშვებელია.

თამაშის მომენტი

ხანდახან ზრდასრული ძაღლებიც კი შეიძლება გაიტაცონ თამაშმა და უკბინონ პატრონს და არამარტო მის ხელებს ან ფეხებს. პატრონის რეაქცია
  • ⦁ შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ძაღლის გადაჭარბებული აღგზნების სიტუაციები. აქტიური თამაშები უნდა დასრულდეს როგორც კი ცხოველი არასწორად მოიქცევა.

ცხოველის ცუდი ჯანმრთელობის გამო გამოწვეული აგრესია

ავადმყოფობის დროს ან იმ შემთხვევაში, თუ ძაღლს რაღაც აწუხებს, შეიძლება პატრონის მიმართ მოუთმენლობა გამოავლინოს. მაგალითად, ძაღლმა შეიძლება არ შეგამოწმებინოთ დაზიანებული თათი. პატრონის რეაქცია
  • ⦁ ამ შემთხვევაში აუცილებელია, ძაღლს ალიკაპი გაუკეთოთ, რადგან ის ვერ აკონტროლებს თავის ქცევას.

პრევენციის ზომები

  • ⦁ ვარჯიში და მუდმივი კონტაქტი ცხოველთან. ძაღლის აღზრდა მოითხოვს ძალისხმევას, დროსა და მოთმინებას, მაგრამ საჭიროა შედეგის მისაღებად;
  • ⦁ ძაღლები (და არა მხოლოდ ისინი) ცდილობენ, პირველობა მოიპოვონ „ხროვაში“. პატრონის ამოცანაა ხელი შეუშალოს „ხელისუფლების დამხობას“. გახსოვდეთ: თქვენ ხართ ავტორიტეტი თქვენი შინაური ცხოველისთვის. გააძლიერეთ ეს პოზიცია – ეს არის გარანტია იმისა, რომ ცხოველმა არ გამოიჩინოს აგრესია;
  • ⦁ მოერიდეთ სიტუაციებს, როდესაც ძაღლი შეიძლება აგრესიული იყოს თქვენს მიმართ.

უნდა იცოდეთ

არსებობს ძაღლების ჯიშები, რომლებსაც ახასიათებთ აგრესიის გამოვლინა. ესენია, მაგალითად: როტვეილერები, პიტბულები. ასეთი ძაღლის აყვანისას მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ მას ძალიან სერიოზული დამოკიდებულება და აღზრდაა საჭიროა. იდეალური ვარიანტია პროფესიონალი კინოლოგის დაქირავება მის მოსამზადებლად. ასევე არსებობს რთული ჯიშები, რომლებიც არ ექვემდებარებიან გაწვრთნას და ამავდროულად გამოხატული დამოუკიდებელი აზროვნება აქვთ. მათ შორისაა, მაგალითად: ჩაუ-ჩაუ. ამ ჯიშის ძაღლებს შეუძლიათ აგრესია გამოავლინონ, სიტუაციიდან გამომდინარე, საკუთარი ღირებულებითი განსჯის საფუძველზე და არ გაამახვილონ ყურადღება პატრონის ბრძანებებზე.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

პატრონის პირველი წესი: წვრთნა უპირველეს ყოვლისა. ძაღლს დიდი დრო უნდა დაუთმოთ და ჩაერთოთ მის აღზრდაში. დასავლელი კინოლოგები გვირჩევენ მარტივი ტესტების გაკეთებას იმის დასადგენად, რამდენად კარგად მართავთ თქვენს შინაურ ცხოველს. დაუძახეთ ძაღლს, აჩვენეთ მას საკვებით სავსე თასი. ძაღლი მშვიდად უნდა შეხვდეს იმ ფაქტს, რომ თქვენ ხელს ჰყოფთ მის თეფშში. თუ ის აგრესიას იჩენს, დიდი ალბათობით, სპეციალისტის დახმარების გარეშე ვერ შეძლებთ მის გამოსწორებას.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!