როგორ გავიგოთ, რომ ძაღლს სცივა სეირნობის დროს?

როგორ გავიგოთ, რომ ძაღლს სცივა სეირნობის დროს?

ზამთარი წლის ძალიან ლამაზი დროა, მაგრამ ასევე სიცოცხლისთვის საშიშია , განსაკუთრებით მათთვის, ვინც უბრალოდ ვერ ეგუება სიცივეს – ჩვენი შინაური ცხოველებისთვის. ასობით წლის განმავლობაში ადამიანებმა გამოიყვანეს მრავალი განსხვავებული ჯიშის ძაღლი და ყველა მათგანი არ არის შეჩვეული მკაცრ ზამთარს.
გასათვალისწინებელია, რომ ჯანმრთელი და მსხვილი ძაღლები კანქვეშა ცხიმის კარგი ფენით და სქელი ბეწვით უფრო ნელა კარგავენ სითბოს და უფრო ადვილად იტანენ ზამთარს. პატარა, მოკლებეწვიანი ძაღლებისთვის ან დაავადებით დასუსტებული ცხოველებისთვის, ასევე მოხუცებისთვისა და ლეკვებისთვის, ზამთარი შეიძლება მძიმე გამოცდა იყოს.

თუ ძაღლი  ბინაში ცხოვრობს

ძაღლისთვის, რომელიც ცხოვრობს ბინაში და მიჩვეულია სითბოს, უცებ ყინვაში გასვლა საკმაოდ რთულია თუმცა, ჯანმრთელი ცხოველი სწრაფად ეჩვევა სიცივეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ არის. რა ნიშნებით შეიძლება იმის გაგება, რომ ძაღლს შესცივდა?
ცხოველი, რომელსაც საშინლად სცივა, წკმუტუნებს, თათებს კეცავს და პატრონს სახლისკენ წაყვანისკენ უბიძგებს. შეციებული ძაღლები იწყებენ ძლიერ კანკალს და კუდს სწევენ სითბოს შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, პატარა ბინაში მცხოვრებმა ძაღლებმა შეიძლება, თათები მოიტეხონ და ცხოველი უბრალოდ თოვლში ვარდება. თუ თქვენი ძაღლი უარს ამბობს სიცივეში სეირნობაზე, სახეზეა შეციების ყველა ნიშანი, მაშინ უნდა იზრუნოთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის გათბობაზე. ამისათვის აუცილებელია, რომ შეიძინოთ რამდენიმე თბილი კომბინიზონი, რომლის ზედა ნაწილი დამზადებულია წყალგაუმტარი ქსოვილისგან. ძაღლის თათებს, როგორც წესი, არ სჭირდება გათბობა, თუმცა, საჭიროა სპეციალური ფეხსაცმლის ყიდვა, თუ რეაგენტებით დაფარულ ბილიკებზე სიარული გიწევთ.

თუ ძაღლი ქუჩაში ცხოვრობს

პატრონებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს შინაური ცხოველის შეძენა დაცვის მიზნით და აპირებენ მუდმივად მის ქუჩაში ყოლას, პირველ რიგში, უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ გაუძლებს ძაღლი ქარიან და სუსხიან ზამთარს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მოკლებეწვიანი ძაღლი (მაგალითად, როტვეილერი) გარეთაც გყავდეთ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ზამთრის ნორმალურად გატარებისთვის, საჭირო იქნება თბილი და დახურული ჯიხურის არსებობა.
მიუხედავად ამისა, ყველაზე ხშირად ეზოში ცხოვრებისთვის არჩევენ მსხვილ, სქელბეწვიან ძაღლებს, რომლებსაც შეუძლიათ ადვილად გაუძლონ ამინდის ცვალებადობას. მაგალითად, კავკასიური ნაგაზი. თუმცა, მათაც კი, შეიძლება ვერ გაუძლონ ხანგრძლივ ზამთარსა და სისველეს. პატრონებს უნდა ახსოვდეთ, რომ ნორმალური გამოზამთრებისთვის ძაღლს უნდა ჰქონდეს იზოლირებული ჯიხური ხის იატაკით, მაღალკალორიული საკვები და საკმაოდ დიდი ფართი, სადაც სირბილის საშუალება ექნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქუჩაში გაზრდილი ძაღლები კარგად იტანენ ცუდ ამინდს, მაგრამ თუ ვოლიერში გაუშვებთ, სითბოს მიჩვეულ, განებივრებულ ძაღლს, მაშინ ყინვამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობას.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!