როგორ გადავიყვანოთ კნუტი მზა რაციონზე

როგორ გადავიყვანოთ კნუტი მზა რაციონზე

სანამ კნუტი 1 თვის გახდება, მისი ერთადერთი საკვები დედის რძეა, მაგრამ შემდეგ უნდა მივაჩვიოთ საკვებს, რომელიც ზრდასრულ ცხოვრებაში მისთვის ჩვეული გახდება. აქ მთავარი წესებია გავაკეთოთ ეს თანდათანობით და დროულად.

მიჩვევის დაწყება

ჩვეულ რეჟიმში დედას მინიმუმამდე დაყავს შთამომავლობის გამოკვება, კნუტის გაჩენიდან 3-4 კვირაში, კატა გაურბის კნუტებს, რძის გამომუშავება მცირდება, კნუტებსაც აღარ ყოფნით დედის რძე. ენერგიის დამატებითი წყაროს ძიებაში ისინი ახალი საკვების გასინჯვას იწყებენ. ამ პერიოდში გონივრულია გავასინჯოთ საკვები რომელიც პირველი დამატებითი კვებისთვის არის შეაფარისი. ესენია სპეციალიზირებული რაციენები კნუტებისთვის, კერძოდ, Royal Canin Mother&Babycat, Royal Canin Kitten, Whiskas-ის ბრენდის ხაზი. ასევე, შესაფერის საკვებს აწარმოებენ ბრენდები: Acana, Wellkiss, Purina Pro Plan, Bosch და სხვები.

ექპერტები გვირჩევენ ახალ საკვებზე გადასვლის დღიდან თხევადი და მშრალი საკვები ერთმანეთს შევუნაცვლოთ,

თხევად საკვებს მომზადება არ სჭირდება, მშრალი საკვები კი თავიდან შეგიძლიათ წყალში გახსნათ და ფაფისებრ მასამდე მიიყვანოთ, შემდეგ წყლის რაოდენობა თანდათანობით უნდა შეამციროთ, რათა კნუტი საკვების ახალ ტექსტურას უმტკივნეულოდ მიეჩვიოს.

საბოლოო გადაჩვევა

მთლიანად მზა რაციონებზე ცხოველი 6-10 კვირის ასაკში გადადის, დედის რძე უკვე საერთოდ აღარ ყოფნის, წარმოებულ საკვებს კი, სრულად შეუძლია ზრდის პროცესში მყოფი ორგანიზმის მოამარაგოს დიდი რაოდნეობის ენერგიით და სრულყოფილი განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ინგრედიენტით. თუმცა, პატრონმა უნდა გაითვალისწინოს ცხოველისთვის შესაბამისი ნორმები და ყურადღება მიაციოს, რომ გაუმაძრარ კნუტს ზედმეტის ჭამა არ მოუვიდეს.
1-3 თვის კნუტმა საკვები უნდა მიიღოს მცირე ულუფებით 6-ჯერ დღეში, კარგია, თუ ეს დროის ერთსა და იმავე მონაკვეთებში მოხდება, ამ შემთხვევაში ჩამოყალიბდება ზუსტი გრაფიკი. 1 დღე-ღამეში ამაზე დაგეხარჯებათ 1 შეკვრა თხევადი საკვები და 35 გრამი – მშრალი. ზრდასთან ერთად, კნუტის კვების გრაფიკი იცვლება: 4-5 თვის ასაკში უნდა იკვებოს 3-4-ჯერ დღეში, მიირთვას 1 შეკვრა თხევადი საკვები და დღის განნავლობაში 35 გრამი მშრალი, 6-9 თვის ასაკში უნდა მიიღოს საკვები იგივე სიხშირით, მაგრამ გაზრდილი ულუფა: დღიურად კნუტი მიირთმევს 2 შეკვრა თხევად საკვებსა და დღე-ღამის განმავლობაში, დაახლოებით 70 გრამ მყარს.

ექტრემალური შემთხვევა

სიცოცხლის პირველ თვეს დედის რძესთან ერთად, კნუტი ყველა აუცილებელ ნივთერებას დაბალანსებულად იღებს, ამიტომ რძეს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ცხოველის იმუნიტეტის ფორმირებაში. ამ საკვების ჩანაცვლება პრაქტიკულად შეუძლებელია, ძროხის რძე კნუტს საერთოდ არ უხდება, შედარებისთვის: კატის რძეში ერთნახევარჯერ მეტი ცილაა, ვიდრე ძროხის რძეში და ამავე დროს, კალციუმის, ფოსფორისა და ცხიმის ზომიერი რაოდენობა. მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ გარკვეული მიზეზების გამო კნუტის დედის რძით გამოკვება შეუძლებელია? მწარმოებლების რიგს აქვთ რაციონები იმ შემთხვევისთვის თუ დედა კატას რძე გაუშრა, ან კნუტი დედას დროზე ადრე მოაცილეს – მაგალითად Royal Canin Babycat Milk. მოცემული საკვები სრულიად შეესაბამება ცოტა ხნის წინ დაბადებული ცხოველის მოთხოვნილებებს და დედის რძის ღირსეულ ალტერნატივას წარმოადგენს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!