რა ჯიშის კატები არ იწვევენ ალერგიას ადამიანებში?

რა ჯიშის კატები არ იწვევენ ალერგიას ადამიანებში?

რა ჯიშის კატები არ წივევენ ალერგიას ადამიანებში? კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ: არ არსებობენ კატები, რომლებიც ადამიანებში ალერგიას არ იწვევენ. ზოგიერთი ჯიშის ჰიპოალერგიულობა არ გვაძლევს ალერგიისგან სრულად დაცვის გარანტიას, ვინაიდან ეს ჯიშებიც სხვებივით გამოყოფენ იგივე ცილას, უბრალოდ, უფრო მცირე რაოდენობით. ნაკლებად ალერგიულ ჯიშებს მიაკუთვნებენ ბენგალურ, სიამის და ციმბირის ჯიშის კატებს. რომელი ჰიპოალერგიული ჯიშის კატები არის რეკომენდირებული ასთმის მქონე ადამიანებისთვის? ასთმის მქონე ადამიანებს შეუძლიათ შეიძინონ როგორც გრძელბეწვიანი, ასევე, მოკლებეწვიანი კატა. მიიჩნევა, რომ ასთმისა და ალერგიის მქონე პირებისთვის კარგია კატები, რომლებსაც ბეწვი არ სცვივათ, მათ მიეკუთვნებიან: კორნიშ-რექსის, დევონ-რექსის, ბურმის და ბენგალური ჯიშის კატები. სანამ ამა თუ იმ ჯიშის კატას შეიძენთ, დაფიქრდით: ჰიპოალერგიულობა არ გაძლევთ ალერგიული რეაქციებისგან დაცვის სრულ გარანტიას. ხშირად, პატრონებს, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასეს, უწევთ ცხოველის გაჩუქება, ზოგიერთი კატა კი, საერთოდაც, გარეთ რჩება. ზემოთ ჩამოთვლილი ჯიშების წარმომადგენლები პატრონს ძალიან ეჯაჭვებიან და ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ის პასუხს არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე, არამედ თავისი ცხოველის ბედზეც აგებს.  
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!