რა უნდა ვქნათ, თუ კატა ყვირის?

რა უნდა ვქნათ, თუ კატა ყვირის?

კატის მუდმივად ყვირილის სურვილი შეიძლება იყოს გამოწვეული ქცევითი აშლილობის ფორმით ან ფიზიკური დაავადების სიმპტომი (როგორიცაა ჰიპერთირეოზი). ხანდაზმულმა კატებმა შეიძლება იყვირონ კოგნიტური დარღვევის გამო. თუ ამ პრობლემის წინაშე დადექით, აჯობებს, პირველ რიგში კატას სრული ვეტერინარული გამოკვლევა ჩაუტაროთ.

ჯანმრთელობის პრობლემები

ყურადღება მიაქციეთ, როგორ ჭამს კატა, როგორ იქცევა და შეიცვალა თუ არა მისი ჩვევები. თუ ცხოველი მოდუნებულია, უარს ამბობს საყვარელ საკვებზე, მუდამ ბნელ ადგილებში იმალება – ეს ჯანმრთელობის პრობლემებზე მეტყველებს. თუ ყვირილს თან ახლავს კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევა, ღებინება, მაშინ ეს შეიძლება იმაზე მიგვანიშნებდეს, რომ კატა მოწამლულია ან ჭიები ჰყავს. თუ კატა მოსაქმებისას ყვირის, მაშინ მას შეიძლება ჰქონდეს შარდსასქესო სისტემის დაავადებები. კატა ალეერგისას ან რწყილების ყოლის დროსაც, ასევე, ყვირილთან ერთად, შეიძლება დარბოდეს და აწუხებდეს ქავილი, როდესაც მას აწუხებს ალერგია ან რწყილები ჰყავს.

თუ კატა გასტერილებური არაა, მაშინ მან შეიძლება იყვიროს, როდესაც დენა ეწყება. როგორც წესი, ეს პერიოდი გაზაფხულსა და ადრეულ შემოდგომას ემთხვევა. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ვეტერინართან, რათა დადგინდეს სტერილიზაციისთვის საუკეთესო დრო. არაკასტრირებულ კატებს ასევე შეუძლიათ სქესობრივი ქცევის ვოკალიზაციით გამოხატვა.

თუ კატა ჯანმრთელოია და მას არ აქვს დენა ან სქესობრივი ქცევა, მაშინ გაიხსენეთ, მოხდა თუ არა რაიმე ცვლილებები მის ცხოვრებაში ამ ბოლო დროს. კატებს არ უყვართ გარემოს შეცვლა, სძულთ გადაადგილება, არ სურთ ახალი პატრონების გაცნობა. ყვირილით, შესაძლოა, კატა თავის უკმაყოფილებას გამოხატავდეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აჩვენოთ, რომ ის გჭირდებათ: უფრო ხშირად ეთამაშეთ კატას, მოეფერეთ, ესაუბრეთ. დროთა განმავლობაში ის შეეგუება ახალ გარემოს და თავს მშვიდად იგრძნობს.

კატა თავისის გატანას ცდილობს

ზოგჯერ კატა პატარა ბავშვივით იქცევა. თუ ის ყვირის, მაშინ მეპატრონეები მაშინვე გარბიან და აძლევენ იმას, რასაც ითხოვს. ასე რომ, ადრეული ასაკიდან, კნუტი, მალევე ახერხებს პატრონების “გამოწვრთნას”. შედეგად, კატა ეჩვევა დაუყოვნებლივ მიიღოს სიყვარული, თამაში, ყურადღება. თუ ამას თავიდან მხოლოდ დღისით აკეთებს, მერე თანდათან ყვირილს ღამითაც იწყებს.

შეწყვიტეთ ცხოველის წახალისება, როდესაც ის ამ გზით ყურადღებას იპყრობს. მას შემდეგ რაც კატა გაჩუმდება (და ადრე თუ გვიან დაიღლება ყვირილით), დაელოდეთ რამდენიმე წუთს და შემდეგ მიეცით მას ის, რაც ასე აქტიურად ითხოვდა. კატა საბოლოოდ მიხვდება, რომ მისი ყვირილი არ მუშაობს და მის ამ ქმედებას აზრი არ აქვს.

თუმცა, თუ კატამ მიაღწია სიბერეს, მაშინ თქვენ მის “ლაპარაკს” გაგებით უნდა მოეკიდოთ. კატებს მარტოობის განცდა სიბერეში უფრო გამოხატული აქვთ ხოლმე.

შეუდგინიეთ კატას რეჟიმი

როდესაც თქვენი შინაური ცხოველი მუდმივად ყვირის ღამით, შეგიძლიათ სცადოთ ერთი საინტერესო სტრატეგია. ნება მიეცით ოჯახის ყველა წევრს აქტიურად ეთამაშოს ცხოველს დღის საათებში. სასურველია თამაშს ჰქონდეს ნადირობის იმიტაცია. შინაურმა ცხოველმა უნდა ირბინოს, იხტუნოს, რაღაც დაიჭიროს. როგორც კი ცხოველურ ინსტინქტებს დააკმაყოფილებს, აუცილებლად დამშვიდდება. აჭამეთ კატა ძილის წინ. ამის შემდეგ ცელქობის სურვილს დაკარგავს, ერთადერთი რაც მოუნდება – მშვიდად დაძინებაა. კატას შეუძლია დაიძინოს დღის ნებისმიერ დროს. ასწავლეთ ცხოველს სიცოცხლის პირველი თვეებიდან ღამით დაძინება. თუ არ გამოგდიტ, მაშინ გააღვიძეთ კატა, როდესაც გვიან საღამოს წასთვლემს, რათა ენერგიით აღსავსემ და გამოძიძებულმა შუაღამისას არ გაგაღვიძოთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!