რატომ ხვრინავს ძაღლი ძილში?

რატომ ხვრინავს ძაღლი ძილში?

რა სასაცილოდ გამოიყურება ძილში მხვრინავი ძაღლი! მაგრამ, სამწუხაროდ, პატრონებს ეს მხოლოდ თავიდან ეხალისებათ. ძაღლის ხვრინვა შეიძლება გახდეს ნამდვილი პრობლემა ოჯახისთვის, განსაკუთრებით თუ ის ქრონიკული ან ძალიან ხმამაღალი ხდება. რატომ ხვრინავს ძაღლი ძილში და როგორ გადავაჩვიოთ?
ხვრინვა ნორმად ითვლება მოპსებში, ფრანგულ ბულდოგებში, ინგლისურ ბულდოგებში, ბოქსიორებში და სხვა ბრაქიცეფალურ ჯიშებში. ეს მიდრეკილება განპირობებულია სახის სტრუქტურით: მოკლე ცხვირი, წაგრძელებული სასა, ბრტყელი ხორხი და ნესტოები აფერხებს ჰაერის მოძრაობას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ცხოველი სრულიად ჯანმრთელია. ბრაქიცეფალური ჯიშის შინაური ცხოველი რეგულარულად უნდა აჩვენოთ ვეტერინარს, თუმცა, როგორც ნებისმიერი სხვა ძაღლი. ძაღლის ჯიშები, რომლებიც ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სიმსუქნის, ასთმისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებისკენ, ვიდრე მათი ნათესავები. და რადგანაც ქშენა და ხვრინვა არის მოვლენა, რომელიც ხშირად ამ ძაღლებს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ, პატრონები იშვიათად ანიჭებენ მათ მნიშვნელობას. თუმცა, ასეთი უყურადღებო დამოკიდებულება ხშირად იწვევს ცხოველებში ქრონიკული დაავადებების განვითარებას. თუ შეამჩნევთ ცვლილებას თქვენი შინაური ცხოველის ხვრინვის ინტენსივობასა და სიხშირეში, რეაგირებაა საჭირო. რაც შეეხება სხვა ჯიშის ძაღლებს, ხვრინვის უეცარი დაწყება საგანგაშო სიგნალია. პირველი, რაც ამ შემთხვევაში პატრონმა უნდა გააკეთოს, არის იმის გარკვევა, თუ რატომ ხვრინავს ძაღლი.

ხვრინვის მიზეზები:

  • ყელის კუნთების დასუსტება. ამ მოვლენას ყველაზე ხშირად აწყდებიან ხანდაზმული ძაღლები და შინაური ცხოველები,რომლებიც იღებენ დამამშვიდებელ საშუალებებს ან ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციაზე იმყოფებიან.
  • არასწორმა თანკბილვამ ასევე შეიძლება ხელი შეუშალოს ჰაერის მოძრაობას ცხვირის ღრუში;
  • სიმსუქნე, მათ შორის ყელზე ცხიმის დაგროვება, ასევე ძაღლების ხვრინვის სავარაუდო მიზეზია. ამის სიგნალი შეიძლება იყოს დამახასიათებელი ქშენა სიარულის დროს და ქოშინი;
  • ლორწოვანი გარსის შეშუპება, ალერგიული რეაქციების ან გაციების შედეგად შეიძლება განვითარდეს არასასურველი ხმები. ეს ასევე შეიძლება მოიცავდეს სურდოს და ასთმასაც კი.
განსაკუთრებული მდგომარეობა, რომლის დროსაც ძაღლი ხვრინავს, არის აპნოე – ძილის დროს სუნთქვის უეცარი შეწყვეტა. ხშირად შეგიძლიათ შეამჩნიოთ, როგორ შეშდება ძაღლი ძილში, წყვეტს სუნთქვას და შემდეგ ყლაპავს ჰაერს, დამახასიათებელი ხმით. სუნთქვის ასეთი პაუზები საშიშია შინაური ცხოველის სიცოცხლისთვის! პაუზების დროს შინაგანი ორგანოები იღებენ ნაკლებ ჟანგბადს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადებების განვითარება.

რა უნდა ვქნათ?

ხვრინვის მიზეზების დამოუკიდებლად გაგება თითქმის შეუძლებელია, საჭიროა ვეტერინარის კონსულტაცია. ის ჩაატარებს აუცილებელ გამოკვლევას და დანიშნავს მკურნალობას. ისეც ხდება, რომ ანალიზებისა და კვლევების შედეგების მიხედვით, ირკვევა, რომ შინაური ცხოველი ჯანმრთელია, მაგრამ ამავდროულად, ძილში მაინც ხვრინავს. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?
  1. ⦁ აკონტროლეთ ბინაში ჰაერის სისუფთავე და ტენიანობა. არ გამოიყენოთ ჰაერის გამწმენდი საშუალებები, მძაფრ სუნიანი სუნამო, რამაც შეიძლება გააღიზიანოს ცხოველის ცხვირ-ხახა. ასევე გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. იგივე ეხება თამბაქოს სუნს. ძაღლები ძალიან ცუდად რეაგირებენ კვამლი;
  2. ⦁ რეგულარულად ისეირნეთ, ითამაშეთ შინაურ ცხოველთან, თუ ეს შესაძლებელია, ეცადეთ დაიცვათ იგი სტრესული სიტუაციებისგან;
  3. ⦁ თუ თქვენი ძაღლი ჭარბწონიანია, დასვით დიეტაზე. სიმსუქნე არის დაავადება, რომელიც იწვევს არა მხოლოდ ხვრინვის განვითარებას, არამედ ზრდის დატვირთვას შინაგან ორგანოებზე, სისხლძარღვებსა და სახსრებზე;
  4. ⦁ თუ ძაღლი ალერგიულია, მაშინ გაზაფხულზე, ყვავილობისას, აირჩიეთ შესაფერისი ადგილები სასეირნოდ. მაგრამ ჩვეულებრივი მარშრუტის შეცვლა უნდა მოხდეს მათი ხარისხისა და ხანგრძლივობის შემცირების გარეშე.
  5. ⦁ შეამოწმეთ თქვენი შინაური ცხოველის საწოლი. უნდა იყოს მოსახერხებელი და კომფორტული.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!