რატომ წვება კატა ადამიანზე და რატომ იძინებს მასზე?

რატომ წვება კატა ადამიანზე და რატომ იძინებს მასზე?

კატა ხშირად მიდის ადამიანთან და მასზე იძინებს, ამით პატრონის მიმართ ავლენს სიყვარულსა და მიჩვევას – ამიტომაც ეს კონკრეტული ცხოველი ოჯახის ნებიერად ხშირად იქცევა. თუმცა, კატას ასეთი ქცევის საკუთაი მიზეზები აქვს. მოდით მათზე ვისაუბროთ.

იძინებს კატა ადამიანზე ან მასზე?

ხშირად კატა, ძილის ადგილს შერჩევისას, უპირატესობას ანიჭებს პატრონის ფეხებს, მუცელსა და სხეულის სხვა ნაწილებს. ხანდახან წვება მის გვერდით, თითქოს მისთვის მნიშვნელოვანია, რომ სანამ სძინავს, პატრონთან ახლოს იყოს. დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, თუ რასთან არის დაკავშირებული ეს ქცევა, მაგრამ არსებობს არაერთი სამეცნიერო, უბრალოდ ლოგიკური და თუნდაც მისტიკური ახსნა, თუ რატომ სძინავს კატას ადამიანზე. გთავაზობთ ამ ქცევის ძირითად მიზეზებს.
почему кошка или кот спит на человеке

უნდა, რომ გათბეს

ფუმფულა შინაური ბინადარი ირჩევს ადამიანის სხეულს ტემპერატურისა და სითბოს გამო, რომელსაც ის გამოსცემს. პატრონზე დაწოლით შინაური ცხოველი თბება და კომფორტულად იძინებს.

ახდენს უპირატესობის დემონსტრირებას

საიდუმლო არ არის, რომ ამ შინაურ ცხოველს ხშირად ახასიათებს „ლიდერის თვისებები“ და სურვილი, აჩვენოს, რომ სახლის უფროსი არავითარ შემთხვევაში არ არის პატრონი. ოჯახის წევრზე აძრომით, მტაცებელი ავლენს ლიდერობას და აკონტროლებს რა ხდება გარშემო.

საკუთარ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

ფუმფულა შინაურ ცხოველს უყვარს არა მხოლოდ ლიდერობა, არამედ მოსწონს როდესაც თავს დაცულად გრძნობს. ამ მიზეზით, ის ცდილობს პატრონთან ახლოს იყოს (უკეთესია, ზედ დააწვეს), რადგან ფიქრობს, რომ უფრო დიდი მტაცებელი მისი უსაფრთხოების და დაცვის გარანტია გაუთვალისწინებელ სიტუაციებში.

სუნს დაყვება

კატა არ ეწინააღმდეგება თავის ბუნებრივ ინსტინქტებს და ცდილობს პატრონთან ახლოს იყოს, რომლისგანაც გარკვეული სუნი მოდის. ითვლება, რომ ადამიანის ოფლს შეუძლია მიიზიდოს ცხოველი, როგორც ერთგვარი აფროდიზიაკი. სწორედ ამიტომ ზოგიერთ შინაურ ცხოველს ურჩევნია დაიძინოს პატრონის იღლიაში.

სიმშვიდისკენ ილტვის

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შინაური ცხოველი პირდაპირ მკერდზე ან მასთან ახლოს გაძვრებათ, არის ადამიანის გულის ცემის მოსმენის და შეგრძნების სურვილით გამოწვეული. როდესაც ადამიანი წევს ან ზის, მისი მშვიდი გულისცემა შინაური ცხოველისთვის იავნანასავითაა. ეს მონოტონური, მოგუდული ხმები ეხმარება ცხოველს მოდუნებაში და ტკბილად დაძინებაში. კნუტებს ის დედის გულისცემას ახსენებს.

საკუთარ კომფორტს უზრუნველყოფს

მარტივი ადამიანური ახსნა ასეთია: შინაური ცხოველისთვის მოსახერხებელია ადამიანზე დაწოლა. რბილი და თბილი სხეული კატას მოსაკალათებლად იზიდავს.
почему кошка спит рядом с человеком

სიყვარულს გამოხატავს

პატრონებს მოსწონთ იფიქრონ, რომ შინაური ცხოველის ამ ქცევის მიზეზი უფრო ამაღლებულია, ვიდრე უბრალოდ კომფორტისკენ სწრაფვა. ასე რომ, ბევრი ვარაუდობს, რომ ამ გზით შინაური ცხოველი ავლენს სიყვარულს და ერთგულებას პატრონის და მისი მზრუნველობის მიმართ.

ყურადღების დანაკლისს ივსებს

ქცევაზე ხანგრძლივი დაკვირვებები მიუთითებს კავშირზე ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. შინაური ცხოველი შესაძლოა განიცდიდეს მარტოობას, ვერ იღებდეს სათანადო ყურადღებას და სიყვარული ოჯახის წევრებისგან. ამიტომ, ის თავად ისწრაფვის პატრონისკენ, რათა დააკმაყოფილოს ფიზიკური და ემოციური კონტაქტის მოთხოვნილება.

გმაფრველობთ

დაცვის ინსტინქტი ბევრ ცოცხალ არსებას თანდაყოლილი აქვს და იცავენ არა მხოლოდ შთამომავლობას, ან საყვარელ სათამაშოებს, არამედ პატრონსაც მფარველობენ. ასე რომ, პატრონის გვერდით ყოფნისას, შინაური ცხოველი უჩვენებს, რომ ადამიანს იცავს.

გეხმარებათ

ძალიან გავრცელებული ჰიპოთეზაა, რომ ადამიანის სხეულის ამა თუ იმ ნაწილზე დაწოლით, სადაც პატრონი ტკივილს განიცდის, შინაური ცხოველი ცდილობს ტკივილი დაუამოს. თათებით მასაჟი და შინაური ცხოველის დამამშვიდებელი კრუტუნი ნამდვილად ამცირებს დისკომფორტს, რასაც კატების მფლობელებიც ადასტურებენ.

მომავალს ხედავს

ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ამ უძველეს ცხოველს აქვს წინათგრძნობა. აღნიშნავენ, რომ სახლში მყოფთაგან ოჯახში მატების შესახებ ინფორმაციას პირველები სწორედ ულვაშიანი დამკვირვებლები იგებეენ. თუმცა ამას შეიძლება სხვა ახსნა ჰქონდეს: ორსულობისას ქალის ჰორმონალური ფონი იცვლება და შინაური ცხოველი დახვეწილი ყნოსვის წყალობით ამას იჭერს. მომავალი დედის მუცელზე წოლისას ისინი ჯერ არდაბადებულ ბავშვს.

კურნავს

ხალხში კატების კიდევ ერთ ზებუნებრივ უნარს აღნიშნავენ. ესაა ადამიანების განთავისუფლება სხვადასხვა დაავადებისგან. ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს ამინდის ცვლილებები და მისი ანომალიები, შეიძლება განიკურნონ შინაური ცხოველის ძლიერი ენერგეტიკული ველის წყალობით. ასევე, კატები კურნავენ დეპრესიას და თავის ტკივილის, ხელს უწყობენ არტერიული წნევის ნორმალიზებას, გაშორებენ სტრესს და აუმჯობესებენ განწყობას.

შთანთქავენ ნეგატივს

ასევე არსებობს რწმენა, რომ ულვაშიანი შინაური ცხოველი ხედავს ადამიანის ენერგეტიკულ ველში ნეგატიურ ცვლილებებს და ცდილობს მათ მაქსიმალურად შესუსტებას ან გაქრობას. ის უარყოფით ენერგიას საკუთარ თავზე იღებს, რითაც ეხმარება ადამიანს თავიდან აიცილოს დაავადებები და პრობლემები. ამ თვისებას, პირველ რიგში, შავ კატებს მიაწერენ, სწორედ ამიტომ ეშინიათ ასე ძალიან ცრუმორწმუნე ადამიანებს მათი გზაზე შეხვედრის.
почему кошка ложится на человека

კატები მტკივნეულ ადგილზე გვაწვებიან. სიმართელეა, თუ მითი?

კატის ბევრი პატრონი მზად არის დაადასტუროს, რომ მათი კატა თავისით პოულობს ადამიანის მტკივან ადგილს და მასზე წვება, მაგრამ რატომ და როგორ აკეთებს ცხოველი ამას, გამოცანად რჩება. შევეცადოთ ავხადოთ ფარდა კატის იდუმალ ბუნებას და ეს მოვლენა ავსხნათ. უპირველეს ყოვლისა, ეს შეიძლება აიხსნას შემდეგნაირად. როდესაც ადამიანს რაიმე ორგანო სტკივა, უმეტეს შემთხვევაში ეს მიუთითებს ანთებაზე. ანთებას ყველაზე ხშირად თან ახლავს მტკივანი ორგანოს ტემპერატურის მატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის სხეულის არე, სადაც ის მდებარეობს, უფრო ცხელი ხდება. ამიტომ, კატა, რომელიც დასაწოლად თბილ ადგილს ირჩევს, ადამიანს ამ ადგილზე აწვება.

გარდა ამისა, კარგი ყნოსვა და უნაკლო სმენა კატებს საშუალებას აძლევს დაიჭირონ მიკროტალღები, რომლებიც მიუწვდომელია ადამიანის სმენისთვის. ისინი გრძნობენ ვიბრაციებს, რომლებსაც ადამიანი და მისი სხეულის ნაწილები გამოსცემენ და მათში არსებულ ცვლილებებს გრძნობენ (სისხლის მიმოქცევის, შიდა სისხლძარღვებისა და ორგანოების მუშაობას).

იმის შესახებ რომ კატები ზუსტად მტკივან ადგილზე წვებიან, ნათქვამია სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებში. სხვათა შორის, კატის დახმარებით ადამიანის სხვადასხვა დაავადების მკურნალობას ფელინოთრაპია ეწოდება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ კატები მიგვითითებენ, სხეულში პრობლემა სადაა. არსებობს კონკრეტული შემთხვევებიც, რომლებსაც უფრო დეტალურად განვიხილავთ.

თუ კატა ადამიანის მუცელზე ან გულზე წვება

შესაძლოა ეს იყოს სიგნალი, რომ დროა გული და ნაწლავები გამოიკვლიოთ. განსაკუთრებით, თუ კატა რეგულარულად ამ ადგილებზე გაწვებათ. თუ კატა ადამიანის მკერდზე წევს და იძინებს, ეს შეიძლება მიუთითებდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაუმართაობაზე, მაგრამ თუ კატა დასაწოლად მუცელს ირჩევს, ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.
кошка ложится на грудную клетку и мурлыкает

კატა ფეხებზე გაწვებათ

თუ თქვენი ულვაშიანი ბინადარი თქვენს ფეხებზე გიწვებათ, მაშინ ის, სავარაუდოდ, გრძნობს მათგან მომდინარე არაჯანსაღ ვიბრაციას. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სახსრებისა და ვენების ფუნქციონირების დარღვევით, ამიტომ აჯობებს დარწმუნდეთ, რომ პრობლემა არ გაქვთ. შინაური ცხოველი სამკურნალოდ შესაძლოა სრულიად ჯანმრთელ ფეხებზეც დაგადჯეთ – ამ შემთხვევაში ის კრუტუნისა და თავისი სითბოს დახმარებით ცდილობს მათ მოდუნებას და დაგროვილი დაძაბულობის მოხსნას.

კატა თავზე გაწვებათ

იმის ნაცვლად, რომ გაოცდეთ, მისი ამ ქცევით, ჯობს დაფიქრდით მისი ქმედების სერიოზულობაზე. თქვენი თავის დასაძინებელ ადგილად არჩევით, შინაური ცხოველი შესაძლოა მიგითითებდეთ თავის ტვინის სისხლძარღვების მუშაობის დარღვევაზე ან გიამებდეთ თავის ტკივილს. ასევე, ეს ხშირად მეტყველებს ქალასშიდა „სიმხურვალეზე“ რომელიც ადამიანს მიერ განცდილი სტრესის გამო უვითარდება. პატრონს კატა ამ პრობლემასთან გამკლავებაშიც ეხმარება.

უსაფრთხოა თუ არა კატასთან ერთ საწოლში დაძინება?

არსებობს მოსაზრება, რომ კატები უპირატესობას ერთ კონკრეტულ ადამიანს ანიჭებენ, რის გამოც ისინი ძირითადად პატრონის გვერდით სძინავთ და არა რიგრიგობით ოჯახის ყველა წევრთან. კატის მიერ ძილის პარტნიორად არჩეულ ნამდვილ პატრონს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება: მან ყველაზე კარგად უნდა იზრუნოს შინაურ ცხოველზე – კვებოს, ეთამაშოს, მოეფეროს და მაქსიმალურად დიდი ყურადღება დაუთმოს. თუმცა, როგორც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, კატასაც შეიძლება ჰქონდეს დაავადებები ან იყოს მათი გადამტანი, ამიტომ უნდა დაფიქრდეთ, რამდენად უსაფრთხოა თქვენი საწოლი ფუმფულა შინაურ ნებიერას გაუზიაროთ.
почему кошка спит рядом с человеком и безопасно ли это

პლუსები

 
  • კომფორტის განცდა
  • ძილის წინ და ძილის დროს ერთად საწოლში ყოფნა ორივეს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. შინაური ცხოველი და პატრონი ერთმანეთს უსაფრთხოების, კომფორტის, სითბოს, ერთმანეთზე ზრუნვისა და სიახლოვის განცდას ანიჭებენ. ორივე მშვიდდება და უკეთ იძინებს.
  • ემოციური ჯანმრთელობა
  • ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კატებს უყვართ ადამიანზე ძილი, არის პატრონის გარეშე გატარებული დროის ანაზღაურების აუცილებლობა. კატებისთვის მარტოობა არ შეიძლება, ის იწვევს მათში სასოწარკვეთილებას და დეპრესიას, ამიტომ, კატის თავის საწოლში შეშვებით, პატრონი საშუალებას აძლევს ცხოველს დრო ერთად გაატარონ. თავის მხრივ, კატა, პატრონს დღის განმავლობაში დაგროვილ დაძაბულობას უხსნის და ამშვიდებს, ერთი სიტყვით, კრუტუნა ანტისტრესის როლს ირგებს.
  • კრუტუნის სარგებელი
  • მედიცინა ამ ფაქტს ჯერ არ ადასტურებს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ კატის კრუტუნი წარმოადგენს განსაკუთრებულ ვიბრაციას, რომლის სიხშირე ხელს უწყობს ტკივილისა და სპაზმის მოხსნას. როდესაც კატა თქვენს მტკივან მუცელზე წევს და კრუტუნებს, ტკივილი ნელდება და შვება დგება.
  • ბეწვის სამკურნალო თვისებები
  • ის მდგომარეობს იმპულსებში, რომლებსაც კატა ბეწვების ერთმანეთზე ხახუნისას გამოსცემს. ამ იმპულსებს აქვთ სამკურნალო ეფექტი და შეუძლიათ ადამიანს ტკივილი მოუხსნან ან გააუყუჩონ. თუ კატა კრიტიკულ დღეებში ქალის მუცელზე წვება, 15-30 წუთში ტკივილი შესამჩნევად იკლებს, ზოგჯერ კი ქრება.
  • გამათბობელი ეფექტი
როდესაც კატები წვებიან ადამიანზე, ხანდახან კრუტუნს მაშინვე არ წიყებენ არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გათბებიან და მოდუნდებიან. პატრონი კატისთვის სითბოს წყაროა, და – პირიქით. სითბოს გაცვლა ორივეს სარგებელს და კომფორტს ანიჭებს.
кошка спит рядом с человеком - плюсы

მინუსები

კატასთან ერთად საწოლში დროის გატარებას დადებით მხარეებთან ერთად, მინუსებიც აქვს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია შემდეგი:
  • დაინფიცირების ალბათობა
  • როგორც ნებისმიერი სხვა ცოცხალი ორგანიზმი, კატაც შეიძლება იყოს სხვადასხვა ინფექციური დაავადების მატარებელი. ასე რომ, ცხოველთან მჭიდრო კონტაქტის შემთხვევაში, არსებობს ინფექციის რისკი.
  • თეთრეულის დაბინძურება
  • მიუხედავად იმისა, რომ კატები ძალიან სუფთა შინაური ცხოველები არიან და გამუდმებით ილოკავენ თავს, ბაქტერიები გროვდება მათ თათებზე, შესაძლოა მიეწებოთ ჭუჭყისა და ნაგვის ნაწილაკები და დიდი ალბათობით, ზოგიერთი მათგანი თქვენს საწოლში აღმოჩნდება.
  • განშორების სიმძიმე
  • შინაურ ცხოველს, რომელიც მიჩვეულია თქვენთან ერთად ძილს, განშორების ატანა უფრო გაუჭირდება, თუ მოულოდნელად ის ან თქვენ მოხვდებით საავადმყოფოში ან ავადმყოფობის გამო, მას ცალკე ძილი დასჭირდება.
  • ტრავმის რისკი
  • პირველ რიგში, ეს ეხება პატარა კნუტებს. პატრონმა შესაძლოა ის შემთხვევით მიჭყლიტოს, ხოლო კნუტს, რომელმაც ჯერ ბრჭყალების გამოშვების კონტროლი არ იცის, შეუძლია პატრონი დაკაწროს. ადამიანის დაკაწვრა ზრდასრულ კატასაც შეუძლია, რომელიც ზოგჯერ ბრჭყალებს ძილში გაზმორვისას უშვებს.
  • ბეწვი
ხშირია, როდესაც კატა ბეწვს თავის დასაძინებელ ადგილზე ტოვებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ბეწვის ცვენის პერიოდზე. როდესაც კატა მკერდზე აწვება და კრუტუნს იწყებს, ამ დროს პატრონი ამაზე არ ფიქრობს, თუმცა მასზე დატოვებული კატის ბეწვი მძინარეს პირში და ცხვირში ხვდება, სხეულზე ეწებება და შესაძლოა ალერგიის მიზეზად იქცეს.
кошка спит рядом с человеком -минусы

პროფილაქტიკა

ზემოთ აღნიშნული პრობლემების თავიდან აცილების უმარტივესი გზაა თქვენი საძილე ადგილების განცალკევება. აუცილებელია კნუტი საკუთარ დასაძინებელ ადგილს კნუტობიდანვე მიაჩვიოთ. კატა, რომელსაც დიდხანს სძინავს ადამიანის გვერდით, ამას ეჩვევა და შედეგ არ ესმის, რატომ უკრძალავს პატრონი მოულოდნელად საწოლზე ავიდეს. დაავადებების პრევენციაში დაგეხმარებათ ვეტერინართან რეგულარული ვიზიტები, ანალიზების ჩაბარება და პატრონის დაკვირვება ცხოველზე. თუ თქვენი კატა ფუმფულა ჯიშის წარმოამდგენელია, მისი რეგულარულად დავარცხნა დაგეხმარებათ შეამციროთ საწოლზე დატოვებული ბეწვის რაოდენობა.
профилактика в случае, если кошки или коты спят рядом с хозяевами
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!