კატები ძალიან მოხდენილი და მოქნილი ცხოველები არიან. მათ შეუძლიათ სხვადასხვა დაბრკოლებებს გვერდის ავლა, ისე, რომ არაფერს შეეხონ. მაგრამ ამავე დროს, ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი ვიდეო, რომელშიც კატები მიზანმიმართულად აგდებენ საგნებს მაგიდიდან და სხვა ზედაპირებიდან იატაკზე. რატომ აკეთებენ ამას? დაგვცინიან? მოდით, გავარკვიოთ.
რა თქმა უნდა, შინაური ცხოველის ასეთი ქცევა სახალისოა ხოლმე, მაგრამ ეს მანამდე, სანამ იატაკზე არ დააგდო და არ გატეხა ახალი აიფონი ან სხვა არანაკლებ ღირებული ნივთი. ამ დროს უკვე ცხადი ხდება, რომ ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს..
მაშ, რატომ იქცევიან კატები ასე?
პირველი: ბანალური მოწყენილობის გამო. თუ თქვენს ცხოველს ცოტა საყვარელი სათამაშო აქვს, ან საერთოდ არ აქვს, მაშინ გამოყენებს ყველაფერს, რაც “ცუდად” დევს. ამიტომ, პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ შინაურ ცხოველს აქვს სხვადასხვა სათამაშოების არჩევანი. ამ შემთხვევაში, ის შეძლებს თავისუფალ დროს უფრო მშვიდი გართობით დაკავდეს და სახლი არ აგინგრიოთ.
Leave your comment