რატომ ყმუის ძაღლი: გამომწვევი მიზეზები და რა უნდა გავაკეთოთ

რატომ ყმუის ძაღლი: გამომწვევი მიზეზები და რა უნდა გავაკეთოთ

ხმოვანი ბგერები ძაღლის კომუნიკაციისა და საკუთარი გრძნობების გამოხატვის განუყოფელი ნაწილია, აი რატოც გამოც ის ყმუის ან ყეფს, როცა სხვა ძაღლს ხედავს. ყეფა, როგორც ყმუილი, ძაღლს შეუძლია სხვადასხვა მიზეზის გამო. მოდით ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ.

ძაღლის ყმუილის მიზეზები

თავს მარტოსულად გრძნობს

ძაღლმა მოიწყინა და გადაწყვიტა, ამ გზით მიეპყრო პატრონის ყურადღება. ეს ჩვეულებრივ ხდება მაშინ, როცა სახლში ყველა თავისი საქმით არის დაკავებული და მას ყურადღებას არ აქცევენ. როგორ ვლინდება ეს: ძაღლი სახლში ყმუის, გაურკვეველი მიზეზით. რა უნდა გააკეთოთ: დაუთმეთ დრო თქვენს ძაღლს – ესაუბრეთ მას, ეთამაშეთ, მოეშვით, მოაწყეთ დაუვიწყარი ხანმოკლე გასეირნება.
собака чувствует себя одиноко и воет

მოწყენილია

ძაღლი სტრესის დროს ყმუის. ყველაზე ხშირად ეს ხდება პატრონთან ხანგრძლივი განშორების გამო. ძაღლი იწყებს მოწყენას. როგორ იჩენს თავს: ძაღლი დღისით ყმუის, რადგან სახლში უკვე დიდი ხანია არავინაა. რა უნდა გააკეთოთ: შეეცადეთ შეამციროთ თქვენი არყოფნის დრო, განსაკუთრებით თუ ლეკვზეა საუბარი – ის ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს სახლში მარტო ყოფნას.

ეშინია

ძაღლის ამ ქცევის მიზეზი შეიძლება იყოს შიშიც, რომელიც გამოწვეულია, მაგალითად, ქუჩასა ან ბინაში დიდი ხმაურით. როგორ ვლინდება ეს: ცხოველი იწყებს ყმულს, როდესაც სირენის ხმა გაიგო ან ოთახში ყოფნისას, სადაც მუსიკა ძალიან ხმამაღალზეა. რა უნდა გააკეთოთ: მოერიდეთ სახლში ზედმეტად ხმამაღალ ბგერებს – კიდევ ერთხელ ნუ შეაშინებთ და ნუ დააფრთხობთ ძაღლს. აუცილებლად გაწვრთენით თქვენი ძაღლი, რათა ადვილად აღიქვას სხვადასხვა ხმები და ხმამაღალი ხმოვანი ეფექტები.

მშიერი ან მწყურვალია

ძაღლმა შეიძლება დაიწყოს ყმუილი. როდესაც ის გრძნობს შიმშილს ან წყურვილს და არ აქვს მისი დაკმაყოფილების საშუალება. როგორ ვლინდება ეს: ცხოველი უახლოვდება იმ ადგილს, სადაც მისი საკვები უნდა იდოს, იქვე ჯდება, იწყებს ყმუილს. როცა ძაღლს სწყურია, ენას ყოფს გარეთ. რა უნდა გააკეთოთ: დარწმუნდით, რომ თქვენს ცხოველს ყოველთვის აქვს წვდომა სუფთა წყალზე (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახლში არ ხართ). აჭამეთ ძაღლს ოღონდ საკმარისი დოზით, მისი ჯიშის, წონისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით.

სურს ტუალეტში გასვლა

ძაღლი ყმუის, როცა ნამდვილად სჭირდება მოსაქმვა, მაგრამ არ შეუძლია, რადგან: მაგალითად, სახლშია. როგორ ვლინდება ეს: ძაღლი ყველაზე ხშირად მირბის წინა კართან, ჯდება მის წინ და იწყებს ყმუილს. ეს ნიშნავს, რომ ის ითხოვს გარეთ გასვლას. რა უნდა გააკეთოთ: რეგულარულად გაიყვანეთ თქვენი ძაღლი გარეთ და მიაჩვიეთ სიარულს.

გრძნობს მიზიდულობას

ეზოში მყოფი ძაღლი იჩენს ინტერესს სხვების მიმართ და როცა ვერ კმაყოფილდება, ყმუის. როგორ გამოიხატება: მამრი ყმუის, თუ მდედრთან არ არის ახლოს და პირიქით. რა უნდა გააკეთოთ: შინაური ცხოველები სასურველია იყოს კასტრირებული ან სტერილიზებული, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია შეჯვარება.

სჭირდება კონტაქტი

ძაღლისთვის ყმუილი ნათესავებთან ურთიერთობის საშუალებაა, ამიტომ მისი მიზეზი შეიძლება იყოს სხვა ცხოველთან ურთიერთობის უბრალო სურვილი. მაგალითად, ძაღლი ეზოში ღამით ყმუის, რადგან გარეთ სხვა ძაღლის ყმუილი ესმის. როგორ ვლინდება ეს: როდესაც ძაღლს ესმის სხვა ძაღლის ყმუილი, ის მას „ამხნევებს“ რა უნდა გააკეთოთ: ასწავლეთ ძაღლს, გაწვრთენით ისე, რომ არ რეაგირებდეს უცხო ხმებზე, მათ შორის ძაღლის ყმუილზე.
иногда собачий вой это признак общения

ავადმყოფობს

ხანდახან ძაღლის ყმუილის მიზეზი შეიძლება იყოს ავადმყოფობა, მაგალითად: ის თავის ტკივილს ასე გამოხატავს. როგორ ვლინდება ეს: ცხოველი ყმუის, ნაღვლიანი და დაჩაგრული მზერით, ვერ ისვენებს ერთ ადგილას. იღებს უცნაურ პოზებს. რა უნდა გააკეთოთ: დააკვირდით შინაური ცხოველის ჯანმრთელობას, რეგულარულად ეწვიეთ ვეტერინარს და აღმოუჩინეთ დახმარება, თუ რამე ეჭვი გაქვთ ძაღლის ავადმყოფობაზე.

არასაკმარისადაა გაწვრთნილი

სახლში ლეკვი ჩვეულებრივ ყმუის, ჯერ არ არის მიჩვეული ხალხის არყოფნას ან არასაკმარისადაა გაწვრთნილი იმისთვის რომ დამოუკიდებლად გაერთოს. როგორ ვლინდება ეს: ძაღლი იწყებს ყმუილს, როგორც კი პატრონი სახლიდან გადის. რა უნდა გააკეთოთ: ძაღლი ბავშვობიდანვე შეაჩვიეთ მარტო ყოფნას, მშვიდად მიიღოს პატრონთან დროებითი განშორება და დაიწყოს სათამაშოებით გართობა.
щенок воет на улице

განიცდის დისკომფორტს

ძაღლი არის შინაური ცხოველი, რომელსაც უყვარს დიდი ტერიტორიები და სჭირდება საკმარისი სივრცე სამოძრაოდ. ზოგჯერ ძაღლი ყმუის, რადგან მას არ აქვს საკმარისი ადგილი. როგორ გამოიხატება ეს: ძაღლი ყმუის როდესაც ალიკაპი უკეთია ან პატარა ოთახში ზის. რა უნდა გააკეთოთ: ძაღლის პატრონს უნდა ჰქონდეს საკმარისი საცხოვრებელი ფართი ცხოველის კომფორტული არსებობისთვის. ზოგადად, მეტი იარეთ შინაურ ცხოველთან ერთად, რაც მას სირბილის, თამაშისა და ვარჯიშის თავისუფლებას აძლევს.

რატომ ყმუის ლეკვი

ლეკვის ყმუილის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჯერ არ არის მიჩვეული უპატრონოდ დარჩენას და არ იცის როგორ გაართოს თავი (მაგალითად, სათამაშოებით, როგორც ამას ზრდასრული ძაღლები აკეთებენ). ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ძაღლის სოციალიზაცია ბავშვობაშივე. 4-6 კვირის ასაკში ლეკვი გარეთ გაჰყავთ. ის ხედავს სხვა ადამიანებს და ძაღლებს, მანქანებს, ქუჩებს, სახლებს და იწყებს სამყაროს აღქმას მთელი მისი მრავალფეროვნებით, ხმაურის ჩათვლით. კიდევ 6 კვირის შემდეგ, ლეკვი შეგიძლიათ, ატაროთ სპეციალურ გაკვეთილებზე, სადაც ასწავლიან, როგორ დარჩეს ცოტა ხნით პატრონის გარეშე და არ აყვეს პანიკას.
щенок воет

როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი ყმუილს – კინოლოგის რჩევები

აი რას გვირჩევს სოკოლნიკის ძაღლების მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი, პირველი პროფესიული კინოლოგიური ინსტიტუტის რექტორი, კონსტანტინე კარაპეტიანცი. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ყმუილის მიზეზის დადგენა. თუ ტკივილი აწუხებს (ავადმყოფობა ან ფიზიკური დაზიანება აშკარაა), უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ვეტერინარს და მიიღოთ ზომები შინაური ცხოველის სამკურნალოდ. თუ ეს ყველაფერი მოწყენილობას ეხება, შეეცადეთ მაქსიმალურად შეამციროთ დრო წასვლამდე და დაბრუნებამდე, განსაკუთრებით თქვენი ლეკვის სახლში ყოფნის პირველ თვეებში. ლეკვისთვის თქვენი არყოფნა სტრესია, რომლისგანაც ძაღლი ყმუილით ცდილობს თავის დაღწევას. ზოგიერთი ძაღლი უფრო დახვეწილ საშუალებებს პოულობს მარტოობის დასაძლევად: მაგალითად, აფუჭებენ ავეჯს, ხევენ შპალერს, კაწრავენ კარებს, ანადგურებენ წიგნებს, ფეხსაცმელს. ასე რომ, ყმუილი, ყოველივე ზემოთქმულთან შედარებით, საკმაოდ უვნებელი ქმედებაა, თუმცა საკმაოდ ხმამაღალია და ყოველთვის არ არის ადვილად მოსათმენი მეზობლებისთვის. ყმუილი თუ არ შეწყდა, ლეკვისთვის ეს ჩვევად იქცევა, შემდეგ კი ზრდასრული ძაღლისთვის აუცილებლობად. ასე რომ, დასაწყისისთვის, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, შეამცირეთ სახლიდან გასვლის დრო. ეცადეთ, სანამ სახლში არ ხართ, ლეკვს საშუალება ჰქონდეს დამოუკიდებლად გაერთოს, ამისთვის საუკეთესოა სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული სათამაშოები, რომლებიც იყიდება ცხოველების მაღაზიებში. მათი დახმარებით ლეკვი ცოტა ხნით დაივიწყებს მარტოობას. თქვენ ასევე შეგიძლიათ დატოვოთ რადიო ჩართული და შესთავაზოთ თქვენს ლეკვს სუბლიმირებული კერძი, რომელიც შეეძლება დიდი ხნის განმავლობაში მიირთვას. არასოდეს დაბრუნდეთ კარებთან და მით უმეტეს, არ შეხვიდეთ სახლში ლიფტში ან სადარბაზოში ყოფნისას თუ თქვენი ძაღლის ყმუილი გაიგეთ. თქვენ შეგიძლიათ დაბრუნდეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ძაღლი ჩუმად არის.
собаку можно отучить выть несколькими способами

მეთოდი 1

შეგიძლიათ ავარჯიშოთ თქვენი ძაღლი მშვიდად მოქცევაზე შემდეგნაირად (მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს მეთოდი შრომატევადია და მოითხოვს ქვემოთ აღწერილი თანმიმდევრობის მკაცრად დაცვას): სახლიდან გასვლისას მიეცით ძაღლს მითითება „ქვემოთ“ ან „ადგილზე“ და გაიხურეთ კარი.თუ თქვენი ძაღლი ჩუმადაა, დაბრუნდით სახლში და დააჯილდოვეთ ის მითითების შესრულებისთვის. ამავე ქმედების გამეორების შემდეგ, გადით კარიდან და გაზარდეთ ძაღლის მარტო ყოფნის დრო ორ წუთამდე. თუ ჩუმადაა დაბრუნდით და დააჯილდოვეთ ისევ. შემდგომში თანდათან ახანგრძლივებთ თქვენი არყოფნის დროის ინტერვალს და მშვიდად მოქცევის შემდეგ კვლავ აჯილდოვებთ ძაღლს. შედეგად, ძაღლი არ აღიქვამს თქვენს წასვლას ისე ტრაგიკულად, როგორც ადრე აღიქვამდა, ის უბრალოდ ელოდება და არაა ისტერიკაში. მეთოდი შრომატევადია, მაგრამ სწორი მიდგომით შედეგი მიიღწევა.

მეთოდი 2

თუ ძაღლი ღამით ყმუის, ამ მეთოდითაა შესაძლებელი მისი გადაჩვევა. მოუწყვეთ მას კარგი, ხანგრძლივი გასეირნება ვარჯიშით და ფიზიკური აქტივობით. მიეცით თქვენს შინაურ ცხოველს უფლება, რომ ირბინოს დაღლამდე და დახარჯოს ბევრი ენერგია. ამ მიდგომით, შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. ძაღლი გასეირნების შემდეგ მადისაღმძვრელად ჭამს, შემდეგ კი დღის განმავლობაში აღიდგენს ენერგიას, ძილში და სრულიად ავიწყდება ყმუილი ან სხვა მავნე ჩვევები.

სხვა მეთოდები

როდესაც თქვენი ძაღლი ყმუის სხვა ძაღლების ყმუილის საპასუხოდ, შეეცადეთ გადაიტანოთ მისი ყურადღება სოციალიზაციის ან სიარულის გზით. ყველაზე ხშირად, ასეთი ყმულის ისმის გარეუბანში ან სოფელში მცხოვრები ძაღლებისგან. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააბათ შინაური ცხოველი, დასაჯოთ ის ყმუილისთვის, ხმამაღალი შეძახილით. თუ თქვენი ძაღლი ხმებზე ყმუილით რეაგირებს, უბრალოდ შეეცადეთ ეს ხმები აღარ ესმოდეს. მაგალითად, ჩემმა ერთმა ძაღლმა დაიწყო ყმული, როცა რადიოში ან ტელევიზორში ისმოდა გარკვეული სიმღერა. ხმის გათიშვა მომიწია. ჩვევა ცოტა ხნის შემდეგ გაქრა. ყმუილის კიდევ ერთი მიზეზი არის მჭიდრო სივრცეები. ძაღლი დიდხანს ვერ იქნება ხალხმრავალ პირობებში და საყელოზე გამობმული. თავისი ყმუილით გამოხატავს პროტესტს ან თხოვნას. შექმენით ნორმალური პირობები თქვენი საყვარელი ცხოველისთვის და ყმუილიც შეწყდება.
пес воет

რისი გაკეთებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება

არავითარ შემთხვევაში არ უნდა უყვიროთ ძაღლს ან გამოკეტოთ იგი მარტო პატარა ოთახში. ასე თქვენ მხოლოდ ზიანს აყენებთ ცხოველს. არ უნდა უგულებელჰყოთ ძაღლის ყმუილი, მით უმეტეს, თუ ეს არა ერთჯერადი, არამედ რეგულარულია. შესაძლოა თქვენი შინაური ცხოველი ავად არის და ვეტერინარის დახმარება სჭირდება. ასევე, არ დატოვოთ ცხოველი დიდხანს სახლში მარტო, წინააღმდეგ შემთხვევაში სევდა, რომელსაც თან ახლავს ყმუილი, შეიძლება გადაიზარდოს ნამდვილ დეპრესიაში.

რა უნდა გააკეთოთ, თუ მეზობლის ძაღლი ყმუის

გაესაუბრეთ მეზობლებს და აუხსენით სიტუაცია – დიდი შანსია, მათ არ იცოდნენ, რომ მათი ძაღლი ყმუის. ჭეშმარიტად მზრუნველი პატრონები მოგისმენენ და შეეცდებიან დარწმუნდნენ, რომ შინაური ცხოველი მშვიდადაა და არ უქმნის დისკომფორტს სხვა მაცხოვრებლებს. თუ თქვენი მოთხოვნები უყურადღებოდ დატოვეს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხოველთა დაცვის სამსახურს ან სთხოვოთ თქვენი რაიონის პოლიციის ოფიცერს ჩარევა. არის სამწუხარო შემთხვევები, როცა შინაური ცხოველი ცუდ პირობებში ყოფნის ან შეურაცხყოფის გამო ყმუის. შესაძლებელია პირიქითაც: მეზობლები გეუბნებიან, რომ თქვენი ძაღლი ყმუის და ამით დისკომფორტს უქმნის სხვა მცხოვრებლებს. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენს ძაღლს და შეეცადეთ, დაადგინოთ ამ ქცევის მიზეზი.
соседская собака воет на улице днем

ნიშნები, რომლებიც დაკავშირებულია ძაღლების ყმულთან

არაერთხელ გმსენიათ ხალხური მაგალითები, რომლებიც გამცნობთ, რის გამო ყმუის ძაღლი. ჩამოთვლილია რამდენიმე მათგანი:
  • ⦁ ძაღლი ღამით ეზოში ყმუის – მოასწავებს მოსალოდნელ ცუდ ამბავს. ის ასევე აშინებს სახლთან ახლოს მოხეტიალე ბოროტ სულებს.
  • ⦁ ძაღლი დღისით ეზოში ყმუის – მოასწავებს მოახლოებულ საფრთხეს. მალე შეიძლება ცუდი ადამიანი მოვიდეს ან თუნდაც კატასტროფა მოხდეს.
  • ⦁ ძაღლი სახლში ყმუის – მოასწავებს სახლში ავადმყოფობას ან სიკვდილს. თუ ის ასევე ზის კართან, მეპატრონეები დანაკარგს ელოდებიან.
  • ⦁ მთვარის მიმართულებით ყმუის – მოასწავებს ამინდის ცვლილებას.
  • ⦁ სიზმარში ყმუის – გრძნობს საკუთარ სიკვდილს.
თუმცა ამ ნიშნებს ლოგიკური ახსნაც აქვთ. ვინაიდან ძაღლი მჭიდრო კავშირშია პატრონებთან და მიჯაჭვულია მათთან, ის ხვდება მათ განწყობას და ზოგად აურად, რომელიც სუფევს სახლში. ძაღლი თანაგრძნობის ნიშნად ყმუის, რადგან ოჯახში ვიღაც ავადაა ან დეპრესიაშია. ძაღლები ყმუიან მთვარის მიმართულებით, რადგან ისინი გრძნობენ გრავიტაციულ ეფექტს, რომელსაც ქმნის მნათობი დედამიწაზე. ძაღლები ძალიან მგრძნობიარე ცხოველები არიან. ზოგჯერ ძაღლი ძილში ყმუის, უბრალოდ იმიტომ, რომ ოცნებობს. მას შეუძლია თათების ამოტრიალება და კუდის ქნევა, ზოგჯერ მოძრაობას თან ახლავს ყმუილი, ყეფა ან ღმუილი. რაც შეეხება ბუნებრივ კატასტროფებს, ძაღლი მათ შესახებ სხვებზე ადრე იგებს მისი ძალიან მგრძნობიარე სმენის წყალობით, რომელსაც შეუძლია ყველაზე უმნიშვნელო ხმოვანი ვიბრაციების ამოცნობაც კი. ძაღლებში ძალიან განვითარებულია, არა მხოლოდ სმენა, არამედ ყნოსვაც. მაგალითად, თუ ძაღლი ზის მეზობლის კართან და ყმუის, მაშინ ეს შეიძლება იყოს სიგნალი იმისა, რომ იქ უბედურება მოხდა.
собака воет во дворе

ტოპ -5 ჯიში, რომლებსაც უყვართ ყმუილი

აღმოსავლეთ ევროპული ლაიკა ამ ჯიშის ძაღლი ადამიანის ერთგული მეგობარია, მიჩვეულია მუდმივად პატრონთან ყოფნას და ძალიან უჭირს მასთან განშორების ატანა. ასეთ შემთხვევებში ცხოველი დიდხანს ყმუის. ჰასკი ჯიშის წარმომადგენლებმა დღემდე შეინარჩუნეს ყმუილის ჩვევა შესაკრებად კომუნიკაციისთვის. და ისინი ასევე დამოუკიდებელი პიროვნებები არიან, ამიტომ, როდესაც რაღაც ან ვინმე ხელყოფს მათ თავისუფლებას, პროტესტს გამოხატავენ ყმუილის სახით. ბასეთ ჰაუნდი ამ ჯიშის ძაღლებს აქვთ გამორჩეული გარეგნობა და დაბალი ხმის ტემბრი, რომელსაც ავლენენ მონატრებით ყმუილისას. ამ ჯიშის კეთილ და მეგობრულ ძაღლებს ნამდვილად არ მოსწონთ მარტოობა. ბასენჯი ამ ჯიშის წარმომადგენლები განსხვავდებიან სხვებისგან იმით, რომ ისინი არ ყეფენ, მაგრამ შეუძლიათ საკმაოდ ხმამაღლა ყვირილი. მათი ყმუილი ჰგავს „იოდელის“ სიმღერის მანერას – დაბალი და მაღალი ნოტების მონაცვლეობით. მარტო ყოფნა განსაკუთრებით ხელს უწყობს ყმუილს. ალასკელი მალამუტი მალამუტები მიჰყვებიან დამკვიდრებულ ჩვევას, ამიტომ მათი ყმუილს გადაჩვევა შეუძლებელია. ყმუილის მიზეზი შეიძლება იყოს ყველაფერი – დიდი სიხარულიდან ღრმა მწუხარებამდე.  
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!