პეტერბოლდი ან პეტერბურგული სფინქსი

პეტერბოლდი ან პეტერბურგული სფინქსი

მახასიათებლები

წარმოშობის ქვეყანა რუსეთი

ბეწვის ტიპი მელოტი, მოკლებეწვიანი   სიმაღლე 23–30 სმ   წონა 3-5 კგ   ასაკი 13-15 წელი

მოკლე ინფორმაციაჯიში ოც წელზე ცოტა მეტი ხნის წინ, დონური სფინქსისა და ორიენტალური კატის შეჯვარების შედეგად გაჩნდა;უნიკალური ჯიშის კატა, რომლის წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ ან სრულიად მელოტები, წარბების და ულვაშების გარეშე, ან მოკლებეწვიანები, რომელიც შემდეგ, როგორც წესი, სცვივათ, ზოგჯერ მხოლოდ თავზე და თათებზე შემორჩებათ ხოლმე. ამასტან, სხვადასხვა ტიპის ბეწვის მქონე კნუტები ერთ ნაყარშიც შეიძლება დაიბადონ;მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ეს კატები უბეწვოები არიან, ჰიპოალერგიულებს არ მიეკუთვნებიან, ისევე როგორც სხვა მსგავსი ჯიშები: ადამიანებში ალერგიის პროვოცირება მათი ნერწყვით ხდება.

ხასიათი სანქტ-პეტერბურგული სფინქსი არის მოსიყვარულე, მორჩილი, ენერგიული და მეგობრული ცხოველი, რომელიც არასოდეს გამოავლენს აგრესიას არც სხვა ცხოველების და არც ადამიანების მიმართ. მიუხედავად ამისა, მას განვითარებული აქვს ნადირობის ინსტინქტი, ამიტომ ფრინველებს ან მღრღნელებს სიამოვნებით დაედევნება. პიტერბოლდი ძალიან ნაზია, რთულად იტანს მარტოობას, მუდმივი ყურადღება და პატრონთან ურთიერთობა სჭირდება. სფინქსს უყვარს პატრონის ქმედებებე დაკვირვება, მის გვერდით ჯდომა, პატრონთან ერთ საწოლში ძილი. მიუხედავად ასეთი მოსიყვარულე ხასიათისა, პიტერბოლდი ზოგჯერ შეიძლება ცუდ ხასიათზე იყოს და ასეთ მომენტებში მასთან თამაშების დაწყება, ხელში აყვანა და მოფერება არ ღირს. თუ სახლში რამდენიმე პეტერბოლდი ცხოვრობს, ისინი ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იქნებიან. ეს კატები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ შეისწავლიან კარადებს, ავლენ ავეჯზე, გახსნიან და შეამოწმებენ უჯრებს, საფუძვლიანად შეისწავლიან ყველა ოთახს სახლში. ამავდროულად, პეტერბოლდები კეთილგანწყობილი და შემწყნარებელი კატები არიან, ამიტომ ავეჯს არ გააფუჭებენ. მათ შეიძლება “მოლაყბეები” ვუწოდოთ: თუ რამის მიღება სურთ, აუცილებლად გამოსცემენ ხმას და კნავილს იქამდე გააგრძელებენ, სანამ საწადელს არ მიაღწევენ. ასეთი კატა არ არის შესაფერისი მათთვის, ვისაც სურს ჩუმი შინაური ცხოველის ყოლა სურს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!