პარვოვირუსი კატებში

პარვოვირუსი კატებში

პარვოვირუსი კატებში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ის ცხოველთა სხვადასხვა სახეობებში გვხვდება. პარვოვირუსი გადამდები და გარე ფაქტორების მიმართ მდგრადი პათოგენია, რაც მას უაღრესად საშიშად აქცევს. კატების სიკვდილიანობა ამ დაავადებით ძალიან მაღალია, არავაქცინირებული, ახალგაზრდა ცხოველების 90%-მდე პარვოვირუსით იღუპება.

პარვოვირუსის შესახებ

პარვოვირუსი დნმ-ს შემცველი ვირუსია, მიუხედავად ცხოველების სახეობების მიხედვით პარვოვირუსების დაყოფისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ კატების პარვოვირუსი (FPV) შესაძლოა სხვა ცხოველებსაც გადაედოს, მაგალითად ძაღლებს. ხოლო ძაღლების პაროვირუსი (CPV-2) გადამდებია კატისთვის, თუმცა, გაცილებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, განსხვავებით FPV-სგან.

როგორ ხდება კატების პარვოვირუსით ინფიცირება?

ვირუსის გადაცემა ხდება ავადმყოფი ცხოველების განავლით და შარდით, ასევე, შესაძლოა ცხოველი დაინფიცირდეს მუცლადყოფნის პერიოდში. ვირუსის მდგრადობა განაპირობებს მის დაგროვებას შენობებში და სხვადასხვა საგნებზე, ამიტომ დაინფიცირება შესაძლებელია არა მხოლოდ ცხოველთან ან მის ფეკალიებთან პირდაპირი კონტაქტით, არამედ, ამის გარეშეც. ორგანიზმში მოხვედრისას პარვოვირუსი აზიანებს ორგანოების ყველა სისტემას. გამომდინარე იქიდან, რომ წარმატებით გასამარავლებლად ვირუსს აქტიურად მყოფელი ქსოვილები ესაჭიროება, პირველ რიგში, ის ვრცელდება კუჭ-ნაწლავში, რაც იწვევს ანთებას – ენტერიტს, ასევე, აზიანებს ლიმფურ კვანძებს და წითელ ძვლის ტვინს რაც სისხლის ლეიკოპენიას – ლეიკოციტების დონის კლებას იწვევს. აქედან მომდინარეობს დაავადების დასახელება, რომელიც კატის პარვოვირუსს იწვევს – პანლეიკოპენია.

პარვოვირუსი შეიძლება პირობითად რამდენიმე ტიპად დავყოთ:
  • სისტემური ინფექცია. დაავადების ძირითადი ფორმაა. კატებში მიმდინარეობს მძიმე პარვოვირუსული ენტერიტით, ქვეითდება იმუნიტეტი, იწვევს ანემიას. (ერითროციტების და ჰემოგლობინის დონის დაწევა).
  • თანდართული ინფექცია. სხვა პათოგენებით გართულებული: მაგალითად, კორონავირუსით, კალცივიზორით. ამ შემთხვევაში დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ასევე, პარვოვირუსული ენტერიტის დროს ხშირად კატებს უვითარდებათ მეორეადი ბაქტერიული ინფექციაც.
  • ინფექცია მუცლადყოფნისას. თუ კატა ორსულობის ადრეულ სტადიაზე დაავადდა, მეტად სავარაუდოა ნაყოფის დაღუპვა, ნაადრევი მშობიარობით ან რეზორბციით. ორსულობის გვიან სტადიებზე ვირუსი ტვინს განვითარებას აფერხებს. ასეთ კატებს მომავალში თანდაყოლილი კოორდინაციის პრობლემა ექნებათ.
заражение кошек парвовирусной инфекцией может происходить без прямого контакта, так как он сохраняется в помещениях и на предметах

რისკის ჯგუფები

რისკ-ჯგუფებს უმეტესად მიეკუთვნებიან ახალგაზრდა არავაქცინირებული ცხოველები, ასევე, დაქვეითებული იმუნიტეტისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ცხოველები. ყველაზე ხშირად პარვოვირუსის აფეთქება ხდება ადგილებში სადაც ცხოველების ჯგუფები არიან : თავშესაფრებში, საშენებში სადაც ვაქცინაციის დონე დაბალია, თუმცა, დაავადება, შესაძლოა, ნებისმიერ ცხოველს დაემართოს, ისეთსაც, რომელიც მარტო ცხოვრობს და გარეთ საერთოდ არ გადის.

პარვოვირუსის სიმპტომები კატებში

პარვოვირუსის ყველაზე ხშირი სიმპტომი ღებინებაა. უმეტეს შემთხვევებში, კატა საკვებისა და წყლის მიღებაზე უარს ამბობს, სხვა ხშირი სიმპტომებია: სიცხე, დიარეა, მუცლის ტკივილი, დათრგუნული მდგომარეობა. ღებინების, საკვებსა და წყალზე უარის თქმის შედეგად, კატას მალევე უვითარდება სითხის ნაკლებობა. ხშირად, ცხოველი შესაძლოა წყლის ჯამთან საათობით იჯდეს. ასევე, შეგვიძლია აღვნიშნოთ, ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, ნერწვის მოჭარბებულად გამოყოფა გახშირებული სუნთქვა. დიარეის დროს ფეკალიები წყალივით შეიძლება იყოს, ერთვოდეს ლორწო და სისხლი. შესაძლებელია ინფექცია ელვის სიწრაფით მიმდინარეობდეს, რა დროსაც ცხოველი 24 საათში იღუპება.
при парвовирусном энтерите у кошек часто наблюдается рвота

დიაგნოსტიკა

ინფექციის ერთ-ერთი უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია სისხლში ლეიკოციტების დონის მკვეთრად დაწევა – ლეიკოპენია. მისი დანახვა შეგვიძლია სისხლის საერთო ანალიზში, მასშივე აფასებენ აქვს თუ არა ცხოველს ანემიის ნიშნები. დიაგნოზის დასადასტურებლად ხდება რექტალური ან ფეკალიების სინჯების აღება, ამისთვის გამოიიყენებენ ექსპრეს-ტესტებს (ისინი ვეტკლინიკებში ფართოდ გამოიყენება) ან პსრ მეთოდით (კვლევა სპეციალური ლაბორატორიაში ტარდება). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პსრ მეთოდი ძალიან მგრძნობიარეა და ფეკალიებში ვირუსის აღმოჩენა შეუძლია უკვე დაავადებაგადატანილი ცხოველის შემთხვევაშიც. ასევე, მისი დახმარებით რამდენიმე კვირის განმავლობაში შეგვიძლია „დავიჭიროთ“ პანლეიკოპენიის ვაქცინით გამოწვეული ვირუსი. ამის გამო სპეციფიკური კვლევის შედეგებს ექიმი განიხილავს თანდართული სიმპტომების გათვალისწინებით. ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გარდა, შესაძლოა ჩატარდეს მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული კვლევა, ეს განსაუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, თუ ეჭვია რომ კატას პარვოვირუსი გაურთულდა და კუჭ-ნაწლავის ინვანგინაცია დაეწყო -ეს არის დაავადება, როდესაც ნაწლავის ერთი ნაწილი მეორეში შედის. ასევე, საჭიროა სისხლის გამოკვლევა მოხდეს ელექტროლიტებზე, ალბუმინზე და გლუკოზაზე.
ветеринар делает забор крови у кошки для диагностики парвовируса

პარვოვირუსული ენეტერიტის მკურნალობა კატებში

ხშირად კატებში პარვოვრუსის მკურნალობა სტაციონარში მიმდინარეობს. დაავადების მძიმედ მიმდინარეობისას, კატას ვეტერინარის სადღეღამისო დაკვირვება ესაჭიროება. ასევე, სტაციონარში ხდება ცხოველის იზოლირება. ზრდასრულ ვაქცინირებულ ცხოველებში, დაავადების მსუბუქად მიმდინარეობისას მკურნალობა შესაძლებელია ჩაუტარდეთ დღის სტაციონარის პირობებში და სახლში. ცხოველის პარვოვირუსით დაღუპვის ყველაზე ხშირი მიზეზი გაუწყლოება და სეფსისია, ამიტომ თერაპიის მთავარი შემადგენელი ნაწილია სითხის შევსება გადასხმების მეშვეობით, ანტბიოტიკებიც ინიშნება, რომლებიც ბაქტერიული ინფექციის განვითარების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. გარდა ამისა, აუცილებელია ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები, ამ მიზნით ყველაზე ხშირად მაროპიტანტს და ონდანსეტრონს იყენებენ. გამოიყენებენ ასევე გასტროპროტექტიულ საშუალებებსა და ვიტამინებს. (მაგალითად, ბ ჯგუფის) ზოგჯერ, ცხოველს შეიძლება სისხლის გადასხმა დასჭირდეს, თუ აქვს მკვეთრად გამოხატული ანემია, ასევე, ცილების სისხლში მკვეთრად კლების შემთხვევაში, უსხამენ პლაზმას.
при лечении парвовируса кошке может потребоваться переливание крови

კვება

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი კუჭ-ნაწლავს მძიმედ აზიანებს, აუცილებელია ცხოველის კვება რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ. როგორც კი ღებინების კუპირება მოხდება, კატას აჭმევენ სპეციალური დოეტის დაცვით, ეს დიეტა მოიცავს მაღალი ენერგეტიკული ღირებულებისა და ადვილად ათვისებადი საკვების გამოყენებას. საკვების პირველი ულუფები მცირე უნდა იყოს და რაც შეიძლება ხშირი. პარვოვირუსის ენტერიტისგან განკურნებულმა კატებმა ადვილად ათვისებადი დიეტა უნდა დაიცვან. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური საკვები, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ცხოველებისთვის. სპეციალური დიეტის დაცვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არა მხოლოდ დაავადების სიმძიმეზე, არამედ, რიგ სხვა ფაქტორებზეც, როგორებიცაა: ცხოველის ასაკი, გამოჯანმრთელების სიწრაფე, ქრონიკული დაავადებები და სხვ.
кошка, выздоравливающая от парвовируса, ест лечебный корм

პარვოვირუსი კნუტებში

კნუტები პარვოვირუსით დაავადების რისკ-ჯგუფში არიან ასევე, არის დიდი რისკი რომ დაავადება მათში მძიმედ წარიმართება. განსაკუთრებით ეს ეხება არავაქცინირებულ ცხოველებს და კატებს, რომლებიც პარვოვირუსის მიმართ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე კატამ გააჩინა, ასევე, ხელოვნურ კვებაზე გამოზრდილ კნუტებს. ღებინებისა და დიარეის, საკვებზე და წყალზე უარის თქმის გამო, კნუტები ძალიან მალე კარგავენ სითხეს, ხშირად ემართებათ გიპოგლიკემია – შაქრის დონის კრიტიკულად დავარდნა სისხლში, დროული ინტენსიური თერაპიის შემთხვევაშიც, კნუტებს შორის სიკვდილიანობა მაღალია და არავაქცინურებულ ცხოველებში შესაძლოა 90%-ს აღწევდეს. კნუტებს, რომლებიც ორსულობის ბოლო სტადიაზე პარვოვირუსგადატანილმა კატამ გააჩინა, ან ვაქცინირებულნი იყვნენ პარვოვირუსის საწინააღმდეგო ცოცხალი ვაქცინით, შესაძლოა ნათხემის თანდაყოლილი დაზიანება ჰქონდეთ.
котята и невакцинированные от парвовируса молодые кошки находяnся в группе риска

პროფილაქტიკა

პარვოვირუსის პროფილაქტიკა რამდენიმე ეტაპად შეიძლება დავყოთ:
  • ცხოველების აუცილებელი ვაქცინაცია პარვოვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით;
  • ორსული კატებისა და კნუტების სხვებისგან იზოლირებულად ყოლა;
  • აუცილებელი კარანტინი, თუ ცხოველზე ეჭვია რომ დაავადდა. ასევე, აუცილებელია ახლად მოყვანილი ცხოველების კარანტინიც;
  • შენობისა და ინვენტარის, სადაც დაავადებული ცხოველები იყვნენ, გულდასმით დამუშავება;
  • ცალკე შეიძლება გამოვყოთ მზა (წარმოებული) ან თვითნაკეთი ჰიპერიმუნური შრატების გამოყენება, რომლებიც პარვოვირუსის ანტისხეულებს შეიცავენ. მზა შრატებს იღებენ წვრილფეხა და მსხვილფეხა რქიანი საქონლის სისხლიდან და ცხენებისგან, ხელნაკეთებს კი, ვაქცინირებული ან დაავადებაგადატანილი კატებისგან. ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობით, მსგავსი შრატები ეფექტური იქნება პროფილაქტიკისთვის და კლინიკური ნიშნების გამოჩენამდე. ცხოველის ვაქცინაცია შრატის გამოყენების შემდეგ 2-3 კვირის განმავლობაში არ შეიძლება.

ვაქცინაცია

ახალშობილი კნუტები დედის ანტისხეულებით არიან დაცულნი, ამ დაცვის დონე ნელ-ნელა იკლებს და 8-9 კვირის ასაკში აუცილებელია კნუტის პირველი დოზით ვაქცინაცია პარვოვირუსის წინააღმდეგ. ყველაზე ხშირად ამ მიზნისთვის გამოიყენება ე.წ. ცოცხალი ვაქცინები შესუსტებული ვირუსით. ისინი იმუნური სისტემის ძლიერ რეაქციას იწვევს. განმეორებით ვაქცინა კეთდება 3-4 კვირაში, შემდეგ კი, სასურველია 3-4 კვირაში გაკეთდეს მესამე დოზაც, რადგან ზოგიერთი კნუტი დეის ანტისხეულებს 16 კვირამდე ინარჩუნებს, რაც კარგ იმუნურ პასუხს ხელს უშლის პირველი ვაქცინის დროს. რევაქცინაცია, როგორც წესი, 1 წელიწადში ხორციელდება- ეს ხდება მაღალი რისკის შემთხვევაში, ხოლო, თუ კატა რისკ-ჯგუფში არ არის, მაგალითად, გარეთ არ გადის – 3 წელიწადში ერთხელ. აუცილებლობის შემთხვევაში, ორსულ და იმუნიტეტდაქვეითებულ კატებში მკვდარი ვირუსის შემცველი ვაქცინები გამოიყენება.
ревакцинацию от парвовируса кошкам проводят через год от первичных введений

ადგილის დამუშავება

პარვოვირუსები მდგრადობა დეზინფექცაიას დაავადების პროფილაქტისკისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პუნქტად აქცევს, დასამუშავებლად გამოიყენება შემდეგი მეთოდები:
  • შენობის, ავეჯისა და ინვენტარის გენერალურად დასუფთავება.
  • ყველა ზედაპირზე დეზინფექციის ჩატარება, ესენია: კატის ტუალეტი, გალიები და სხვ. ყველაზე ხშირად გამოიყენებენ ქლორის ხსნარს, პროპორციით 1 32-ზე, ხსნარის წასმის წინ, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ზედაპირი ამ ხსნარს გაუძლებს.

ადამიანისთვის სახიფათოა?

პარვოვირუსული ინფექცია ხშირად საკმაოდ რთულად მიმდინარეობს კატებში და სხვა ცხოველებში, ზოგიერთი ვირუსის ქვეტიპი ერთი პატრონიდან მეორეზე გადადის, თუმცა, ცხოველის პარვოვირუსი ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
парвовирусная инфекция кошек не опасна для человека

პარვოვირუსული ენტერიტი კატებში, მთავარი:

  • ეს გახლავთ მძიმე ვირუსული დაავადება, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით არავქცინირებულ ცხოველებში, განსაკუთრებით კნუტებში.
  • ძირითადი სიმპტომებია; ღებინება, საკვებსა და წყალზე უარის თქმა, სიცხე, დიარეა, დათრგუნული მდგომარეობა.
  • დაავადებულ ცხოველს, ხშირად ინტენსური სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება.
  • პარვოვირუსი გარე ფაქტორების მიმართ მდგრადი დაავადებაა, შენობებში შესაძლოა რამდენიმე თვის მანძილზე იცოცხლოს.
  • დაავადება ძალიან გადამდებია, რისკის ქვეშ ის ცხოველებიც არიან, რომლებიც მარტო ცხვორობენ და გარეთ არ უშვებენ.
  • კატის პარვოვირუსული ინფექციისგან დასაცავად, ყველაზე ეფექტური გზა ვაქციანიციაა.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!