ორსული და მეძუძური ძაღლის კვების თავისებურებები

ორსული და მეძუძური ძაღლის კვების თავისებურებები

ძაღლი, რომელიც შთამომავლობის გაჩენას ელოდება ან უკვე გააჩინა, კვების განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. თქვენ უნდა მიჰყვეთ მას რამდენიმე კვირის განმავლობაში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როგორც დედის, ასევე მისი ლეკვების ჯანმრთელობა დამოკიდებულია სწორ კვებაზე.

ორსულობა

შეჯვარებიდან პირველი ოთხი კვირის განმავლობაში ძაღლი ჩვეულებრივი რეჟიმით უნდა იკვებოს. ამ პერიოდში ცხოველი არ საჭიროებს რაციონის გაზრდას. მნიშვნელოვანია, პატრონმა აკონტროლოს, რომ ძაღლმა ზედმეტი არ ჭამოს.
ორსულობის მეხუთე კვირიდან ძაღლს სჭირდება საკვების რაოდენობის გაზრდა, ყოველკვირეულად 10-15%-ით.
ამრიგად, მშობიარობის მომენტისთვის დღიური ნორმა თითქმის 1.5-ჯერ უნდა იყოს გაზრდილი. ამასთან, იზრდება არა მხოლოდ კვების მოცულობა, არამედ საკვების მიღების სიხშირეც – თავიდან 2-3-ჯერ, შემდეგ კი 4-5-ჯერ დღეში, მეხუთე კვირის ბოლოს. თუმცა, ორსულმა ძაღლმა ზედმეტი არ უნდა ჭამოს – ჭარბმა წონამ შეიძლება, გამოიწვიოს პრობლემები, მშობიარობის დროს. ვეტერინარი დაგეხმარებათ სწორი კვების ალგორითმის შედგენაში.

კვების პერიოდი

ლეკვების გაჩენის შემდეგ და ლაქტაციის პერიოდის განმავლობაში, ძაღლს სჭირდება გაძლიერებული კვება, ვინაიდან მას უწევს დამატებითი ენერგიის დახარჯვა რძის წარმოებისთვის. ცხოველის გაზრდილი საჭიროება ცილაზე, კალციუმზე, ვიტამინებსა და მიკროელემენტებზე, შეიძლება დაკმაყოფილდეს, მაგალითად, „Pedigree“-ის მშრალი და სველი რაციონით, „Royal Canin“-ის ხაზის სპეციალური საკვების დახმარებით – მაგალითად, „Mini Starter Mother & Babydog“. შესაბამისი შეთავაზებები აქვთ სხვა ბრენდებსაც – „Bozita“, „Arden Grange“. მეძუძური ძაღლის ენერგეტიკული მოთხოვნილება თანდათან მცირდება, როგორც კი, მშობიარობიდან 4 კვირა გადის. სხვათაშორის, ლეკვებს, 3 კვირის ასაკიდან, აღარ ჰყოფნით დედისგან მიღებული საკვები ნივთიერებები. ამ დროს შინაური ცხოველები, უკვე შეგვიძლიათ, მიაჩვიოთ მყარ საკვებს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!