კორნიშ რექსი

კორნიშ რექსი

მახასიათებლები   წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი   ბეწვის ტიპი მოკლებეწვიანი   სიმაღლე 23–27 სმ   წონა 3-5 კგ   ასაკი 14-15 წელი   მოკლე ინფორმაციაცნობისმოყვარე, მხიარული და კომუნიკაბელური;მთავარი ნიშანი – ხვეული ან ტალღოვანი რბილი ბეწვი;ახალგაზრდა ჯიში, პირველი გამოფენა კორნიშ რექსის მონაწილეობით 1983 წელს აშშ-ში გაიმართა;ჯიშის სახელში პრეფიქსი „რექსი“ ნიშნავს „სამეფოს“   ხასიათი კორნიშ რექსი საოცრად მოხდენილი, ცნობისმოყვარე და მოქნილია. ამ ჯიშის წარმომადგენლები გამოირჩევიან განსაკუთრებული ეგზოტიკური გარეგნობით და მაღალი ინტელექტით. ეს კატა ადვილად ისწავლის ბურთის მოტანას და ბრძანებების შესრულებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად მოინდომებს. კორნიშ რექსის თავნებობა, გარკვეულწილად, ასე გამოიხატება. ამ ჯიშის წარმომადგენლები პატრონის ერთგულნი არიან. კორნიშ რექსი სიამოვნებით გაატარებს პატრონის კალთაში მთელ საღამოს, იკრუტუნებს და მიუალერსებს. კორნიშ რექსები საოცრად აქტიური და მხიარულები არიან. მათ შეუძლიათ საყვარელი სათამაშოთი საათობით ითამაშონ ან დრო სახლის შესწავლას დაუთმონ. არ დარჩება არცერთი მაგიდა, კარადა ან სკამი, რომელსაც შინაური ცხოველი არ ახტება. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ამ ჯიშის წარმომადგენლებს აქვთ საკმაოდ თავისებური წკრიალა ხმა. კორნიშ რექსი მას როცა საჭიროა, ყოველთვის იყენებს, მათში ჩუმებს იშვიათად შეხვდებით. კორნიშ რექსი ადვილად ეგუება სხვა ცხოველებს მათი კეთილგანწყობისა და კომუნიკაბელურობის გამო. თამაშის დიდი მოყვარული, ეს კატები ბავშვიანი ოჯახებისთვის შესანიშნავი ვარიანტია. ამავდროულად, შემჩნეულია, რომ საფრთხის მომენტშიც კი, კორნიშ რექსს თავდასხმა არ ახასიათებს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, ბავშვს დაკაწროს ან უკბინოს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!