კატის ჯიშები, რომლებიც ალერგიას არ იწვევს

კატის ჯიშები, რომლებიც ალერგიას არ იწვევს

ზოგადად ადამიანს კატებზე ალერგია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება არ ინკურნება, ეს არაა მიზეზი შინაური ცხოველის ყოლაზე უარი თქვათ. მთავარია, ნაკლებად ალერგიული ჯიში შეარჩიოთ და დაიცვათ ზოგიერთი წესი, სიმპტომები რომ არ გაგიმძაფრდეთ.

კატებზე ალერგიის მიზეზები

ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომლის თანახმად, კატის ბეწვი ალერგიულია, სინამვილეში, ეს მოსაზრება მცდარია. კატებზე ალერგიას იწვევს სპეციფიკური ცილა FEL D1 ის გამოიყოფა ცხიმოვანი ჯირკვლებიდან და მას შეიცავს ცხოველის დორბლი და შარდი. ალერგიულ რეაქციებს სწორედ ეს ცილა იწვევს. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ გრძელბეწვიანი კატები ალერგიული ადამიანებისთვის უფრო საშიშია, ვიდრე – მოკლებეწვიანი. სინამდვილეში, ეს ასე არ არის: ცხიმოვანი ჯირკვლები ხომ ყველა კატას აქვს, ამასთან, მეცნიერებით არ არის დადასტურებული კავშირი დამოკიდებულია თუ არა ალერგიის გამოწვევა კატის ბეწვის სიგრძეზე. თუმცა, სავსებით ლოგიკურია, რაც ნაკლებია ბეწვი, მით ნაკლებია ალერგენების გავრცელების საფრთხე. მელოტ და მოკლებეწვიან კატებს ხშირი ცვენა არ ახასიათებთ, ამიტომაც ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანები უპირატესობას მათ ანიჭებენ.

ქცევის წესები

იმ შემთხვევაშიც კი, თუ კატა ალერგიას არ გიმძაფრებთ, პროფილაქტიკური ღონისძიებები არ უნდა დაივიწყოთ. ცხოველთან კონტაქტის შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ, ყოველდღე წყლის ჭავლით გარეცხოთ კატის ჯამები და სათამაშოები, კატა კვირაში ერთხელ მაინც აბანაოთ შამპუნით და ჩაატაროთ დალაგება სველი წესით სივრცეებში, სადაც კატა იმყოფება ხოლმე. სფინქსი   ეს ჯიში ალერგიულ ადამიანებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სფინქსის გარეგნობა ეგზოტიკურია. ისინი ყურადღებას იქცევენ წვრილი კუდითა და დიდი ყურებით. ინტერესის საგანია მათი სხეულის ტემპერატურაც, რომელიც 38-39 გრადუსს აღწევს, მისი წყალობით, კატა პატრონის „გათბობად“ შეიძლება იქცეს. ამასთან, სფიქსებს კარგად იწვრთნებიან და პატრონებს ძალიან ეჯაჭვებიან. ბალინეზიური კატა იგივე ბალიური ან ბალინეზი – ეს სიამის კატის ნაირსახეობაა, საინტერესოა, რომ ამ ჯიშის კნუტები თეთრები იბადებიან და დამახასიათებელ შეფერილობას მხოლოდ დროთა განმავლობაში იღებენ. ბალინეზების ბეწვი საშუალო სიგრძის და თხელია. მიუხედავად საშუალო ზომის, მოხდენილი, ოდნავ წარგძელებული სხეულისა, ამ კატებს საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული კუნთები. ბალიური კატები ემოციურები არიან, პატრონი მალე უყვარდებათ და ეჯაჭვებიან. იავანური კატა   გარეგნობთ ეს ჯიში სფინქსისა და მეინ-კუნის ნარევს გავს. წაწვეტებული ცხვირი, ფართოდ ჩასმული თვალები, დიდი ყურები და უზარმაზარი ფუმფულა კუდი აქვთ. შეფერილობა სხვადასხვა შეიძლება ჰქონდეთ: ერთ ფერში, ვერცხლისფერი, კუს ბაკნის ფერი, რუხი და ასე შემდეგ.

პატარაობაში იავანური კატები ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან. როდესაც იზრდებიან, უფრო მშვიდები ხდებიან, მაგრამ მხიარულ ხასიათს ბოლომდე არასდროს კარგავენ. უყვართ სივრცე, ახასიათებთ სიჯიუტე და შეყვარებულნი არიან თავიანთ პატრონებზე. სიამოვნებთ მოფერება.

     

დევონ-რექსი

განსხვავებული კატა მოკლე, ტალღოვანი ბეწვით. აქვს მიჭყლეტილი სახე და დიდი ყურები, პატარა კუდი. პატარა თვალები კი, ოდნავ გადმოკარკლული. გარეგნულად მოზრდილ ასაკშიც კნუტს გავს. ამ ჯიშის წარმომადგენლები ადვილად იწვრთნებიან, შესანიშნავად გრძნობენ თავს ბინებში, უყვართ ამაღლებულ ადგილებზე ჯდომა. მათ შორის, ხალხსაც სიამოვნებით უსხდებიან კალთაში. ორენტალური კატა   ეს ჯიში ორი ტიპისაა: მოკლებეწვიანი და გრძელბეწვიანი. მოზრდილი კატა იავანეზის ჯიშისას მოგაგონებთ – ისეთივ წაწვეტებული ცხვირი აქვს, ვიწრო ღაწვები და ძალიან დიდი ყურები. ორიენტალები ძალიან ცნობისმოყვარენი არიან, აქტიურობითა და მეგობრულობით გამოირჩევიან, უყვართ პატრონთან ყოფნა და მის ყველა საქმიანობაში მონაწილეობა. მარტოობა რთულად გადააქვთ, ამიტომ არ შეეფერება იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი დღე სამსახურში არიან. მნიშვნელოვანია იცოდეთ: ზემოთ ჩამოთვლილი ჯიშები ნაკლებად ამწვავებენ ალერგიას, მაგრამ ზემოთ ხსენებულ ცილაზე რეაქციის ალბათობა მაინც არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ალერგიისადმი მიდრეკილმა ადამიანებმა უნდა გაიარონ ფართო კვლევა, იმის დასადგენად, კონკრეტულად ალერგიას რა იწვევს.  
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!