კატების შეჯვარება

კატების შეჯვარება

კატების პატრონთა შორის ბევრი არასწორი შეხედულება არის გავრცელებული კატების შეჯვარებაზე. ძალიან ხშირად ასეთი არასწორი ინფორმაცია ხდება თარლითობის საფუძველი და როგორც წესი მთავრდება ცხოველებისადმი უხეში მოპყრობით, საბოლოოდ კი ცხოველები ქუჩაში რჩებიან. როგორ არ გავხდეთ ჩვენივე არასწორი შეხედულებების მსხვერპლნი?
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ შეჯვარება არის ყველა ცხოველისთვის ბუნებრივი პროცესი, ანუ სავალდებულოც არის. მაგრამ ეს მცდარი აზრია. რატომ?

ყველაზე გავრცელებული მცდარი აზრები

მითი №1

ბევრს მიაჩნია რომ ყველა სუფთა ჯიშის კატის გამრავლება დაშვებულია. ეს არასწორია. სუფთა ჯიშის კატები იყოფა 3 კატეგორიად: Show-კატეგორია, Breed-კატეგორია და Pet-კატეგორია. ეს კატეგორიები განსხვავდება ერთმანეთისგან ჯიშის მახასიათებლების ინტენსივობით. ყველაზე მეტად ფასობს Show კატეგორიის ცხოველები, რომელიც მონაწილეობას იღებენ გამოფენებში და იდეალურად შეეფერებიან გამრავლებას. Breed კატეგორიის კატებს აქვთ სტანდარტებიდან მცირეოდენი გადახრა, თუმცა ისინი ასევე ღებულობენ მონაწილეობას ჯიშის გამრავლებაში. მაგალითად Breed-კატეგორიის დედალსა და Show-კატეგორიის მამალს ეყოლება ძალიან კარგი ნაშიერი, რაც ჯიშის სტანდარტს გააუმჯობესებს. Pet-კატეგორიის ცხოველები შინაური ფავორიტები არიან, და არ შეუძლიათ გამოფენებში მონაწილეობის მიღება, რადგან სტანდარტებში ვერ ჯდებიან. ასეთი კატები არ მონაწილეობენ ჯიშის სტანდარტის გაუმჯობესებაში – როგორც წესი მათ უკეთებენ სტერილიზებას. ინფორმაცია იმაზე, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება თქვენი კატა, სელექციონერმა უნდა მოგაწოდოთ.
მნიშვნელოვანია გაითავისოთ, რომ რეკომენდირებულია შეაჯვაროთ მხოლოდ ის ცხოველები რომელიც ჯიშის სტანდარტებს გააუმჯობესებს.

მითი №2

ზოგი ფიქრობს რომ კატებს არ სჭირდება სტერილიზაცია. მაგრამ თუ თქვენ შეჯვარებას არ გეგმავთ, ეს ვარიანტიც უნდა გაითვალისწინოთ. ბევრი კატის პატრონი ფიქრობს რომ დედალმა კატამ მძუვნობა უნდა აიტანოს. ეს არასწორი აზრია. სახლის პირობებში კატას მძუვნობის პერიოდი აქვს ყოველთვიურად, ზოგ შემთხვევაში თვეში რამოდენიმეჯერაც, მას თან ახლავს ძლიერი ჰორმონალური პიკი. ამ დროს დედალი კატა ყვირის, იატაკზე კოტრიალობს, მამალი კატა ასეთ დროს ტერიტორიას ნიშნავს და უფრო აგრესიული ხდება. ასეთ ქცევას ცხოველები ვერ აკონტროლებენ. სტერილიზაცია და კასტრაცია ასეთ პროცესებს აჩერებს. ზოგიერთი მეპატრონე აძლევს თავის კატას ჰორმონალურ პრეპარატებს იმისათვის რომ მძუვნობა შეუჩეროს, თუმცა ეს საკმაოდ სახიფათოა. სტერილიზაცია ამ შემთხვევაში ბევრად უსაფრთხო მეთოდია.

მითი №3

ძალიან გავრცელებულია მცდარი აზრი იმაზე რომ დედალმა კატამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გააჩინოს კნუტები თავისივე ჯანმრთელობისათვის, რაც თითქოს ბუნებრივია, მაგრამ სრულიად არასწორი. ორსულობა კატის ორგანიზმს ძლიერად ფიტავს, ასევე არსებობს რიგი რისკები რომელიც მშობიარობასთან არის დაკავშირებული. ზოგ შემთხვევაში კატებს, ასევე როგორც ადამიანებს, სჭირდებათ საკეისრო მშბიარობა. ასეთ შემთხვევაში თუ სამედიცინო დახმარება დროულად არ იქნა გაწეული, კატა შესაძლოა მოკვდეს. ასევე სრულიად არასწორია აზრი იმაზე რომ მშობიარობა არის რეპროდუქტიული ტრაქტის დაავადებების პროფილაქტიკა.

გადაწყვეტილების მიღება

ცხოველის შეჯვარების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. თუ თქვენ ხართ მშვენიერი ჯიშის წარმომადგენლის მფლობელი, შეჯვარება გამართლებულია ჯიშის სტანდარტების გაუმჯობესებით. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ფლობთ კატის საბუთებს ან კატა უჯიოშოა, უმჯობესია შეჯვარების საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოთ იმის მერე რომ კარგად გაიაზრებთ შესაძლო შედეგებს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!