კატების პატრონებს ზოგჯერ აქვთ განცდა, რომ მათ შინაურ ცხოველს სულ სძინავს. ასეც არის – ზოგიერთ კატას შეუძლია დღეში 22 საათამდე ეძინოს. საშუალოდ, ჯანმრთელ კატას სძინავს მინიმუმ 14 საათი. ქუჩის კატებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ: ამიტომ ძილს გაცილებით ნაკლებ დროს უთმობენ, დროის დახარჯვა საკვების და უსაფრთხო ადგილების ძებნაზე უწევთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კატებს სხვა ძუძუმწოვრებთან შედარებით ორჯერ მეტხანს სძინავთ. როგორია მათი რეჟიმი?
ძილი და დრო
თანამედროვე კატების წინაპრები მარტოხელა მტაცებლები იყვნენ და არასდროს არ ტოვებდნენ ხროვას. მათი ცხოვრების წესიც შესაბამისი იყო: იჭერდნენ ნადირს, ჭამდნენ და ისვენებდნენ. სახლის კატებსაც უყვართ ძილი, მიუხედავად იმისა, რომ ნადირობა არ უწვეთ. გარდა აგარაკებზე მცხოვრები კატებისა: მათ უნდა დაიცვან თავიანთი ტერიტორია სხვა კატებისან და დაიჭირონ მღრღნელები. შესაბამისად, მათ უფრო ნაკლები დრო აქვთ დასასვენებლად, სახლში მცხოვრებ კატებთან შედარებით.
რამდენიც არ უნდა იძინონ კატებს, ისინი ამას აკეთებენ, როგორც წესი, დღისით, ღამით კი აქტიურ ცხოვრების წესით ცხოვორბენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესაძლებელი იქნება შინაური ცხოველის ჩვევის შეცვლა და ამას აზრი არ აქვს, მაგრამ არც უნდა მორეგოთ.
საკმარისია კატის ერთხელ გამოკვება გამთენიისას და ის საკვებს მუდმივად დღის ამ მონაკვეთში მოგთხოვთ, ამიტომ, თუ არ გინდათ მისი სურვილების მძევალი გახდეთ, თავიდანვე არ უნდა აყვეთ მათ.
ძილი და ასაკი
ახალშობილ კნუტს თითქმის მუდმივად სძინავს,მხოლოდ საჭმლისთვის იღვიძებს. იზრდება, იწყებს დედის გარშემო ხოხვას, პირველი ნაბიჯების გადადგმას, გარესამყაროს შესწავლას და შესაბამისად, ძილის ხანგრძლივობაც მცირდება. 4-5 თვის ასაკში კნუტებს საშუალოდ 12-14 საათი სძინავთ, დანარჩენ დროს კი ჭამასა და თამაშში ატარებენ. რაც უფრო ასაკოვანი ხდება შინაური ცხოველი, მით მეტ დროს უთმობს დასვენებას. თუმცა, ხანდაზმულ კატებს, ,საშუალო ასაკის კატებზე ნაკლებად სძინავთ. მათი ცხოვრების წესი არც თუ ისე მოძრავია და მეტაბოლიზმი ნელია, ამიტომ დიდხანს დასვენება არ სჭირდებათ.
ძილი და მისი ფაზები
Leave your comment